მთავარი სპორტი ოლიმპიური მოძრაობა _ მდიდარი თაღლითების მსხვერპლი

ოლიმპიური მოძრაობა _ მდიდარი თაღლითების მსხვერპლი

710
გააზიარეთ
ოლიმპიური მოძრაობა _ მდიდარი თაღლითების მსხვერპლი

შენ ხარ სპორტი და ხარ სამართალი!.. შენ ხარ სპორტი და შენ ხარ მშვიდობა!” _ წერს თანამედროვე ოლიმპიადების დამფუძნებელი პიერ დე კუბერტენი თავისოდა სპორტს”-ში, რომელიც 1912 წელს დაიბეჭდა. 108 წლის შემდეგ კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი საპატიო პრეზიდენტი იტყოდა _ “შენ ხარ სპორტი და შენ ხარ თაღლითობა, კორუფცია და სიცრუე!” და მართალი იქნებოდა.

“ოდა სპორტს” მოიცავს 9 ქვეთავს, რომლებშიც ავტორი სპორტს სიხარულს, სილამაზეს, სამართლიანობას, სიმამაცეს, ღირსებას, ზეიმს, ნაყოფიერებას, პროგრესსა და მშვიდობას ადარებს.

პიერ კუბერტენის მიერ 108 წლის წინათ ნათქვამმა ღირსებაზე, სამართლიანობაზე, სპორტული შეჯიბრებების მიუკერძოებლობით ჩატარებაზე დღეს, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება სკეპტიკური ღიმილი გამოიწვიოს.

უამრავი სკანდალი, რომელთა უმრავლესობა შეჯიბრების შედეგების უკანა რიცხვით გადახედვასთან არის დაკავშირებული, და, როგორც წესი, სპორტსმენებისთვის საპრიზო ადგილებისა და მედლების ჩამორთმევით მთავრდება, თანამედროვე სპორტის სამწუხარო რეალობაა. ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა: რატომ აქვს თევზივით პირში წყალი ჩაგუბებული ყველა ანტიდოპინგურ სტრუქტურას, მათ შორის მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს (WADA) ოლიმპიადების ან მსოფლიო ჩემპიონატების მიმდინარეობისას და რატომ გააქტიურდებიან ხოლმე ისინი ანტიდოპინგურ დარღვევებზე, ძირითადად, შეჯიბრების დასრულების შემდეგ?

ოლიმპიური მოძრაობა _ მდიდარი თაღლითების მსხვერპლი

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა WADAრომელიმე პირის, მაგალითად, ისეთის, როგორიც არის “ცნობილი” გენადი რადჩენკოვი _ მოსკოვში ანტიდოპინგური ცენტრის ყოფილი დირექტორი, ჩვენების საფუძველზე იწყებს შემოწმებას, მაგრამ არა თვითონ ანალიზების, არამედ ამ ანალიზების ბაზის, ანუ ამოწმებს არა თვითონ შესამოწმებელ ობიექტს, არამედ რაღაც ანგარიშებს, რომლებშიც თვითონ რადჩენკოვს შეეძლო ცვლილებების შეტანა და მისი გაყალბება. ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მან ეს ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ არ გააკეთა? მით უმეტეს, რომ, როცა რადჩენკოვი გაიქცა აშშში, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელი მაინც მიუწვდებოდა რუსი სპორტსმენების მონაცემთა ბაზაზე.

ამის მიუხედავად,WADA-მ დაარღვია ელემენტარული ლოგიკისა და სამართლიანობის ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონი და ყველა რუსი სპორტსმენი დაადანაშაულა დოპინგის მიღებაში, შემდეგ კი აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა რუსეთის დროშით.

პიერ დე კუბერტენი
პიერ დე კუბერტენი

ამ ვითარებაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უნიათოდ მოიქცა: რუს სპორტსმენებს დაჰპირდა, რომ საქმეში გაერკვეოდა, მაგრამ WADA- ნებას დაჰყვა. სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო ლოზანაში კი ძალიან ნელა მოქმედებს _ პრეტენზიების განხილვა, შეიძლება, წლები გაგრძელდეს. ამ ხნის განმავლობაში კი სპორტსმენებს ეკრძალებათ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

რუსების დისკვალიფიკაციით არაფერი დაშავდება, _ შეიძლება თქვას ვიღაცამ. მაგრამ არც ასე მარტივია საქმე: უწინარესად, რუსები შესანიშნავი სპორტსმენები არიან და მათ გარეშე შეჯიბრება სპორტის ბევრ სახეობაში ინტრიგასა და სანახაობრივ მხარეს დაკარგავს, გამარჯვებული კი წინასწარვე ცნობილი იქნება.

მეორე _ ვინ თქვა, რომ სხვა ქვეყნების სპორტსმენები არ იყენებენ დოპინგს, თანაც ბოლო მოდიფიკაციისას?

საქმე ის არის, რომ დიდი სპორტი, რომლის მწვერვალიც, რა თქმა უნდა, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადების ჩატარებაა 4 წელიწადში ერთხელ, აღმოჩნდა ძალიან მდიდარი ადამიანების ხელში, რომელთათვისაც არ არსებობს სპორტული იდეალები, მათ აქვთ მხოლოდ თავიანთი გავლენისა და კაპიტალის მომატების სურვილი.

მაგალითად, დასავლეთის წამყვანი სპორტსმენებისთვის ამოქმედებულია არა მხოლოდ კერძო პატარა ლაბორატორიები, არამედ მთელი საწარმოო ჯაჭვი, რომელიც დოპინგის ახალახალ სახეობებს ამზადებს.

იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც შვედურ გაზეთ Nyhetsbanken-ის გამოძიების შედეგები მიუთითებს, მილიარდერ ბილ გეითსის ხელში არა მხოლოდ ბევრი ფარმაცევტული გიგანტი, არამედ თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელსაც გეიტსი აფინანსებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რა ძალები და ფინანსებია მიმართული ამ ამოცანების გადასაწყვეტად.

WADA, რომლის მთავარი სპონსორები არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი, აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. WADA- ძირითადი დანიშნულება არის ის, რომთავიანთიდარჩეულისპორტსმენებისთვის განკუთვნილი უახლესი სადოპინგო პრეპარატები დროზე ადრე არ მოხვდეს აკრძალული პრეპარატების სიაში და, რა თქმა უნდა, ის, რომ შეჯიბრებებიდან გამოთიშონ კონკურენტები, რომლებსაც დოპინგის გამოუყენებლადაც შეუძლიათ გამარჯვება.

დოპინგის წარმოება და გამოყენება ამჟამად საქმიანი კრიმინალური ბიზნესია, რომელსაც მილიარდობით დოლარის მოგება მოაქვს. და მუსიე კუბერტენი ასეთი წესებით ჩატარებულ ოლიმპიადას, რა თქმა უნდა, ვერ უწოდებდა “პატიოსან, სამართლიან და მიუკერძოებელ შეჯიბრებას”.

სრულიად ნათელია, რომ ამ ანტიდოპინგურ ბაკქანალიას საერთო არაფერი აქვს სპორტთან, დოპინგის წინააღმდეგ ვითომ ბრძოლა შანტაჟისა და პოლიტიკურ წნეხში მოქცევის საშუალებად იქცა. ანტიდოპინგური კანონმდებლობა მოითხოვს დაუყოვნებლივ ცვლილებებსა და სრულყოფას. ეს უნდა გააკეთონ ახალშექმნილმა დამოუკიდებელმა და არა ვინმეს კონტროლს დაქვემდებარებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ან WADA- თანამშრომლებმა, რომელთა რეპუტაცია შებღალულია სხვადასხვა მაქინაციაში მონაწილეობით.

მკაფიოდ უნდა დადგინდეს, რომ დოპინგის გამოყენების დადასტურებულ შემთხვევად ჩაითვალოს ის, როცა აკრძალული პრეპარატის გამოყენება გამოვლენილია შეჯიბრების დაწყების მომენტში.

ასეთი საკანონმდებლო ნორმის გარეშე, დოპინგის სრულყოფისა და გამოყენების უსასრულო პროცესის ფონზე, ოლიმპიადების ჩატარება აზრს კარგავს, იმიტომ, რომ ის იქცა დოპინგის მწარმოებელთა შორის შეჯიბრებად, რომელზეც მსაჯები არიან WADA-ს არაკეთილსინდისიერი მაღალჩინოსნები.

worldandwe.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here