Home სხვადასხვა დაიჯესტი “ოაზისი” რუსეთისთვის: ეგვიპტემ რფ-ს 2 მლნ მ2-ზე მეტი ტერიტორია გამოუყო სამრეწველო სივრცის...

“ოაზისი” რუსეთისთვის: ეგვიპტემ რფ-ს 2 მლნ მ2-ზე მეტი ტერიტორია გამოუყო სამრეწველო სივრცის შესაქმნელად

553
“ოაზისი” რუსეთისთვის

ეგვიპტის პარლამენტმა 11 ნოემბერს დაამტკიცა შეთანხმება რუსეთის ფედერაციის კაპიტალისთვის ოაზისის შექმნის შესახებ. ეს არის სუეცის არხის სამეურნეო კლასტერში რუსეთის სამრეწველო ზონების შექმნის შესახებ შეთანხმება.

გარიგება, რომელიც 2017 წლის მაისში გაფორმდა მოსკოვში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის, 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს. ახმედ სამირმა, ეგვიპტის პარლამენტის ეკონომიკის საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ გარიგება ასახავს ეგვიპტისა და რუსეთის ფედერაციას შორის მზარდ პოლიტიკურ და სამეურნეო კავშირებს.

“ამჟამად რუსეთი და ეგვიპტე თანამშრომლობენ ყველა დონეზე, რომლებიც მოიცავს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებს”, _ განმარტა სამირმა და დასძინა, რომ, სუეცის არხის ეკონომიკური რაიონის შიგნით ინდუსტრიული ზონის შექმნის გარდა, გარიგების მიხედვით, რუსეთი დაეხმარება ეგვიპტეს 4 ატომური ელექტროსადგურის აშენებაში ალექსანდრიის დასავლეთით, დაბააში.

სამირმა თქვა, რომ რუსეთის სამრეწველო ზონაში ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იქნება ელექტრონიკაზე, მშენებლობაზე, ქაღალდის დამზადებაზე, ხის გადამუშავებაზე, საავტომობილო მშენებლობასა და სამედიცინო ტექნიკაზე.

“ზონაში გამოყენებული იქნება მაღალი ტექნოლოგიები კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად და არსებული სამრეწველო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის ასამაღლებლად ეგვიპტეში. ზონა, აგრეთვე, იქცევა რუსული პროდუქციის ექსპორტის კარიბჭედ სრულიად აფრიკაში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here