Home ახალი ამბები მსოფლიო “ნუთუ გგონიათ, რომ სირიაში მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ სამხედრო დარტყმით დავამხობთ სირიის პრეზიდენტ...

“ნუთუ გგონიათ, რომ სირიაში მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ სამხედრო დარტყმით დავამხობთ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს?”

1807
ნაიჯელ ფარაჟი

ამერიკულ ტელეარხ Fox News-ზე გამოსვლისას ევროპარლამენტის დეპუტატმა და ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ექსლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმა განაცხადა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ძალა არ უნდა გამოიყენონ სირიის დასახლება დუმაში ქიმიური იარაღის ვითომდა გამოყენების საპასუხოდ.

“ერაყში შევიჭერით იმ მიზნით, რომ თავიდან მოგვეცილებინა არაბი ერის ლიდერი, მივაღწიეთ წარმატებას. შედეგად რა მივიღეთ? ასიათასობით  მოკლული და ქაოსი. ლიბიაში იგივე განმეორდა: შევიჭერით, გადავაყენეთ მათი ლიდერი, რომელიც არ მოგვწონდა, და ფართოდ გავუღეთ კარი “ისლამურ სახელმწიფოს”, _ აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ფარაჟმა დასძინა: “დასავლეთის შეჭრის ისტორია ნეგატიურია. ნუთუ გგონიათ, რომ სირიაში მდგომარეობა გაუმჯობესდება და უსაფრთხო გახდება, თუ სამხედრო დარტყმით დავამხობთ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს?

1 COMMENT

  1. ამმერიკა იყო და არის მონსტრი, რომელიც თავის ” სასიცოცხლო ინტერესებს” ყველგან, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ის ჯოჯოხეთად აქცევს მსოფლიოს თავისი დამპყრობლური ამბიციებით..
    ასე იწყებოდა ყველა ომები მაგრამ 21- საუკუნის ომი
    შეიწირავს კაცობრიობას— ჩვენს შვილებს და შვილიშვილლებს.
    ბატონი ფარაჟი გვაფრთხილებს, ისე როგორც ბევრი სხვა ჭკვიანი მსოფლიოს ლიდერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here