Home სხვადასხვა დაიჯესტი ნორვეგიელმა პედოფილმა 270 მსხვერპლი გააუპატიურა

ნორვეგიელმა პედოფილმა 270 მსხვერპლი გააუპატიურა

84
ნორვეგიელმა პედოფილმა 270 მსხვერპლი გააუპატიურა

27 წლის ნორვეგიელს 16 წლით ციხეში ყოფნა მიესაჯა სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მათ შორის არასრულწლოვანი ბიჭების გაუპატიურებისთვის.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს არის ნორვეგიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი შემთხვევა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხბურთის ყოფილი მსაჯი ინტერნეტში თავს ქალიშვილად წარმოადგენდა _ სანდრად და ძალადობდა 460 ბიჭზე სექსუალური ვიდეოჩანაწერების მისაღებად, მაგრამ გაუპატიურება მათგან 270 მსხვერპლს შეეხო, _ იუწყება the local.no. სასჯელი უმკაცრესია, რომელიც კი ოდესმე გამოუტანიათ ამ სკანდინავიურ ქვეყანაში.

პედოფილი დააპატიმრეს 2016 წლის ივნისში, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს, რამაც დანაშაულებრივი “საქმიანობის” გაგრძელების საშუალება მისცა, იმავე წელს მეორე დაპატიმრებამდე.

სასჯელის მოხდის გარდა, იგი იძულებული იქნება, თავის მსხვერპლთ 18,6 მილიონი ნორვეგიული კრონა გადაუხადოს, რაც 1,9 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here