Home ახალი ამბები მსოფლიო ნობელის პრემიის ლაურეატი:კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს

ნობელის პრემიის ლაურეატი:კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს

2536
ნობელის პრემიის ლაურეატი:კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს

ცნობილმა ფრანგმა ვირუსოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა (2008 .) ლუკ მონტანიემ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი ბუნებრივად არ წარმოშობილა და ის ლაბორატორიაში შექმნეს.

“ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ მოხდა ამ ვირუსით მანიპულაცია”, _  განაცხადა მონტანიემ CNEWS-სთან ინტერვიუში.

მეცნიერი ვარაუდობს, რომ “კოვიდ-19”-ს დაუმატეს აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ნაწილაკები.

“ვირუსი ბუნებრივად არ წარმოქმნილა. ეს მოლეკულური ბიოლოგების ნახელავია. რა მიზნით გაკეთდა ეს, ჯერჯერობით უცნობია. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ფაქტები. არავის ვადანაშაულებ. მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს და რისთვის. შესაძლოა, სურდათ, შეექმნათ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა”, _ თქვა მონტანიემ. მოგვიანებით პორტალ Pourquoi doctour-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მონტანიემ განაცხადა, რომ “ეს ვირუსი გამოვიდა უჰანის ლაბორატორიიდან”.

აღსანიშნავია, რომ მეორე ფრანგმა ვირუსოლოგმა ეტიენ სიმონ-ლორიერმა უარყო თავისი კოლეგის მოსაზრება და მას სულელური უწოდა. სიმონ-ლორიერის თქმით, ახალ კორონავირუსში ნაპოვნია ძალიან ცოტა ელემენტი, რომლებიც ამ ტიპის ვირუსებში არსებობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here