Home ახალი ამბები საქართველო ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების წარმატება

ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების წარმატება

3067
მარი გურჯიევი, ნუგზარ ბერიძე, რეზო თოდუა და დავით ბერულავა
მარი გურჯიევი, ნუგზარ ბერიძე, რეზო თოდუა და დავით ბერულავა

საქართველოს ხსნა განათლებულ თაობაშია, რომელსაც, სანამ წარმატებას მიაღწევს, ხელშეწყობა სჭირდება. სასიხარულოა, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გავიდა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი Fourteen­mi­r­acles, რომელიცტრიბოელექტრული ფარადისშექმნაზე მუშაობს.

“ტრიბოელექტრული ფარადა” _ ეს არის ახალი თაობის ქარის ელექტროსადგური. ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის გამომუშავების იმ დონეს აღწევს, რომელსაც გარემოსგან არავითარი შემზღუდავი ფაქტორი არ გააჩნია, იქნება ეს ამინდი თუ დღეღამური ციკლი. ის ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა და საფრთხეს არ უქმნის ბუნებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრიბოელექტრული ფარდის შექმნა არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.

ჯგუფმა Fourteen­mi­r­acles-მა მოიპოვა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 15-ათასლარიანი დაფინანსება და ამ მომენტში მუშაობს პროექტის სრულმასშტაბიან სახეზე საქართველოს უნივერსიტეტში. ჯგუფის შემადგენლობა ასეთია: მარი გურჯიევი, ნუგზარ ბერიძე, რეზო თოდუა და დავით ბერულავა. აღსანიშნავია, რომ რეზო თოდუა გაზეთსაქართველო და მსოფლიოსაწ გარდაცვლილი მთავარი რედაქტორის, ირაკლი თოდუას, უფროსი ვაჟია.

საქართველო და მსოფლიოსრედაქცია წარმატებებს უსურვებს ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here