მთავარი პოლიტიკა “ნიჩურტა”, ეს პრეზიდენტი მარგველაშვილია!

“ნიჩურტა”, ეს პრეზიდენტი მარგველაშვილია!

1042
გააზიარეთ
გიორგი მარგველაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 8 თვე დარჩა და საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა ჩასვა საპრეზიდენტო სავარძელში, ძალიან გააქტიურდა. როგორც ჩანს, კიდევ 5 წლით სურს პრეზიდენტობა და უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია.

ქსოვის მოყვარულმა, პლასტილინმა პრეზიდენტმა (ასე უწოდა თავის თავს), რომელმაც 2001 წელს გამოქვეყნებულ ე.წ. ფილოსოფიურ ესეში ნიჩურტა! _ მე ქართველი ვარ ქართველ ხალხს გონებასუსტი და დებილი უწოდა, ვერც პრეზიდენტად ივარგა და ვერც ფერმერად. შარშან, შემოდგომაზე, დაიჩივლა, საკუთარ ნაკვეთში, 6 ტომარა კარტოფილის გარდა, ვერაფერი მოვიყვანე _ ვერც პომიდორი და ვერც კიტრიო. მარგველაშვილს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სახელისუფლო გუნდისთვის ოპოზიციონერობის გაწევის, კანონებზე ვეტოს დადებისა და არაადეკვატური განცხადებების გარდა, არაფერი გაუკეთებია. თუმცა, არა… 2016 წელს მეუღლესთან ერთად 5 დღით იმყოფებოდა ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში, რაც საქართველოს ბიუჯეტს 130 ათასი ლარი დაუჯდა (პენსიონერის ყოველთვიურ შემოსავალზე 722-ერ მეტი!), პატიმრობიდან გაათავისუფლა კრიმინალში მსჯავრდადებული ცოლის ნათესავები, მიხეილ სააკაშვილის მიერ მილიონების გაფლანგვას “5 პიჯაკის საქმე” დაარქვა, 3000 უცხოელს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და საბერძნეთში ვიზიტისას ქალიშვილიც იახლა _ ესეც, ალბათ, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე.

თებერვალში გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური აქტიურობის გამოვლინება იყო სიტყვით გამოსვლა გორში გამართულ დისკუსიაში _ “ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა”. მარგველაშვილის გამოსვლა დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: საქართველო, შესაძლოა, მოლდოვისა და უკრაინის კვალს გაჰყვეს და თავის ტერიტორიაზე რუსული მასმედია შეზღუდოს”.

მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში ნეგატიურად შეაფასა რუსი მესაზღვრეების მოქმედება, რომლებიც მავთულხლართებს აბამენ. რისთვის სჭირდება რუსეთს ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ჩვენ გაგვტეხონ, შეურაცხგვყონ, რათა ჩვენ თანდათან მივეჩვიოთ ასეთ სიტუაციას. რუსეთის მოქმედება ჩვენი სიმტკიცის წინააღმდეგაა მიმართულიიმისთვის, რომ მოსახლეობაში უმწეობის გრძნობა გააჩინონ და მოლაპარაკება გვაიძულონ. სწორედ ამას ემსახურება რუსული პროპაგანდა. თუმცა საქართველოში მოსკოვმა თავისი სურვილი მთლიანობაში მაინც ვერ განახორციელა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ჩვენთან არ ყოფილა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ძირითადი ეროვნული ინტერესები არ დაეცვა და ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული არ ყოფილიყო”, _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის აგიტაცია წარმატებას მაინც ვერ აღწევს, ქართველი საზოგადოება და მასმედია მას ჯეროვან წინააღმდეგობას უწევს”.

ეს, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც გამოძახილია მისი (და არა მხოლოდ მისი) ამერიკელი პატრონების _ აშშის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 2018 წლის იანვარში მომზადებული ანგარიშისა, რომელშიც ნათქვამია:

“საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმების გარდა, რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყანაში პროპაგანდის გავრცელებას. მაგალითად, ტელეკომპანია “ობიექტივი”, მედიასაშუალება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, რომელიც, თავის მხრივ, რუსულ დაფინანსებაზეა. “ობიექტივის” ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური ნარატივი პატრიოტთა ალიანსს დაეხმარა 2016 წლის არჩევნებისას პარლამენტში მოხვედრილიყო. საქართველოში რუსულ პროპაგანდას უცნაური მახასიათებლები აქვს. მაგალითად, რუსული პროპაგანდის მიხედვით, აშშ რიჩარდ ლუგარის სახელობის საჯარო ჯანდაცვის კვლევით ცენტრს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდები ჩაატაროს”.

საქართველოს შესახებ არსებული თავის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც აშშ-მა უნდა გაითვალისწინოს რუსეთის მიმართ:

* საქართველოში, სამხედრო აგრესიის გამოყენების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ზეწოლა და გავლენის მოხდენა დეზინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და პოლიტიკაში ჩარევით განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ რთული გასაზომია, რუსეთის ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, ამ მრავალმხრივი გზების გამოყენებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოში.

* დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება მთავარია: 2008 წლის შემდეგ წლების მანძილზე აშშ-მა და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევისგან პრევენციისთვის, მაგრამ არ იყო საკმარისი, საქართველოს დახმარებოდა რუსეთის მხრიდან წამოსული დაბრკოლებების მეთოდებთან სრულად დასაპირისპირებლად”.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეზე არაერთხელ წერდა “საქართველო და მსოფლიო”. ამ თემაზე წინა ნომერშიც გამოვაქვეყნეთ წერილი (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #4, 2018 წ.), რა კავშირია ლეიშმანიოზის გადამტან ბუზებსა და ლუგარის ლაბორატორიაში მომუშავე ორი ფილიპინელი სპეციალისტის გარდაცვალებას შორის, რომლის შესახებაცსაქართველო და მსოფლიოწლების წინათ წერდა”, რომელშიც მოყვანილი იყო ამონარიდები ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას, ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომელმაც ამერიკული ბიოლაბორატორიებისგან მომდინარე საფრთხეზე გამოძიება ჩაატარა. ბულგარელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ამერიკელების შექმნილ და დაფინანსებულ ლაბორატორიებში სახიფათო ცდებს ატარებენ და არ არის გამორიცხული, ბიოლოგიურ იარაღსაც ამზადებდნენ. გაიტანჯიევას მიერ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდიდან წაშალა ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სამხედრო-ბიოლოგიური ექსპერიმენტის პროგრამის შესახებ.

აშშ-ის სენატის ზემოაღნიშნული ანგარიში უსწრებდა ამერიკული ორგანიზაცია ენდიაის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოიმატა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომხრეთა რაოდენობამ (29%). გამოკითხულთა 41% თვლის, რომ რუსეთი თავისი სამხედრო ძლიერებით აშშ სჯობს. ეს მაშინ, როცა აშშის სამხედრო ბიუჯეტი 700 მლრდ აჭარბებს, რუსეთისა კი 50 მილიარდიც არ არის, ანუ 14-ჯერ ნაკლებია. საქართველოს მოსახლეობას აქვს თვალებიც, ყურებიც და მოვლენების გაანალიზების უნარიც _ სირიაში მომხდარმა აჩვენა, რომ სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება ადვილია ფულით, მაგრამ მასში იმარჯვებს არა ფული, არამედ ადამიანები, რომლებიც სამშობლოს ფულზე არ ცვლიან.

გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 32%-ის მოსაზრებით, საქართველო, საერთოდ, არ იცვლება. 26% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 53% თვლის, რომ არ განიცდის რუსული პროპაგანდის გავლენას, მაშინ, როცა ამერიკული და ევროპული პროპაგანდის გავლენას 44-45% აღიარებს; კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ. არადა, ეს ის ტელევიზიებია, რომლებიც დღედაღამ .. დასავლური ფასეულობების _ ჰომოსექსუალიზმის, ლგბტპირთა უფლებების დაცვის, ნარკოტიკების ლეგალიზაციის _ და, საერთოდ, ამერიკის ინტერესების დაცვითა და პროპაგანდით არის დაკავებული.

სწორედ ამერიკის ინტერესების დაცვით არის დაკავებული საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მმართველობის პერიოდში ტელესაკაბელო და პრესის გამავრცელებელი კომპანიები აიძულეს, მომსახურების სიიდან ამოეღოთ რუსული სამაუწყებლო არხები და პოლიტიკური შინაარსის ჟურნალგაზეთები. გარდა ამისა, აიკრძალა რუსული სიმღერები რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპონტში, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლებიდან “ნაცმოძრაობის” წასვლის შემდეგ, პროვაიდერების პაკეტში დაბრუნდა არამხოლოდ რუსული გასართობი და სპორტული ტელეარხები, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურიც.

გიორგი მარგველაშვილი მიანიშნებს რუსული პროპაგანდის (ანუ რუსული არხების მაუწყებლობის) აკრძალვაზე, მაგრამ კრინტს არ ძრავს იმაზე, რომ ამერიკის ინტერესების დაცვასა და პროპაგანდას ემსახურება თითქმის ყველა ქართული ტელევიზია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ხელისუფლებაში მოკალათებულიხალხის რჩეულებისუმრავლესობა. ისე, საკითხავია: სად, რომელი ტელევიზიის ეთერში იხილა მარგველაშვილმა რუსული პროპაგანდა?! მარგველაშვილს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველ პრეზიდენტს, არაფერი უთქვამს იმაზე, რომ რადიო “თავისუფლებას” მისი უცხოელი მესვეურები აიძულებენ, სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია “რუსთავი 2”-თან ითანამშრომლოს. ამის გამო ქართული სამსახურის დირექტორ დავით კაკაბაძეს, რომელმაც რადიო “თავისუფლების” ვიცეპრეზიდენტ ნენად პეჯიკის ბრძანებები არ შეასრულა, თანამდებობა დაატოვებინეს. პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, აგრეთვე, თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ. ამ ინციდენტზე მარგველაშვილს არაფერი უთქვამს იმიტომ, რომ 2017 წლის მარტში სწორედ ამ რადიოს ეთერში განაცხადა: რუსთავი 2” არ არის უბრალო ბიზნესი, ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივპოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის შესაძლებლობა”.

აბა, სხვას რას იტყოდა სააკაშვილის გზის გამგრძელებელი?! პატრონებისადმი მარგველაშვილის მონურ მორჩილებაზე მიუთითებს ის, რომ, როდესაც რუსეთის პირველმა პირებმა მკაფიოდ მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, მზად ვართ, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დასაწყებადო, პლასტილინა პრეზიდენტმა განაცხადა, ჯერ ჩვენს დასავლელ (ამერიკელ) სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა დავეკითხოო.

როგორც ჩანს, დაეკითხა კიდეც და რჩევაც მიიღო _ განეგრძო ქართველი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებაზე. ამის დასტურია ორიოდე დღის წინათ ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის _ Heritage faundation-ის პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლუკ კოფისთან “დახურულ კარს მიღმა” შეხვედრა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვა. ეს ის ლუკ კოფია, რომელიც საქართველოს მოუწოდებს, ნატოში გაერთიანდეს აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის გარეშე, ეს ის ლუკ კოფია, რომელმაც განაცხადა, რომსაქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში მოხარული არიან, ნატოში შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ”. როგორც ჩანს, იმ ოფიციალური პირებიდან ერთ-ერთი სწორედ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, რომელსაც სურს, საქართველოს პრეზიდენტად იყოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც…

გორში გამართულ ზემოხსენებულ დისკუსიაზე “ფილოსოფოსი” პრეზიდენტი, საქართველოს ისტორიის გაუკუღმართებას შეეცადა.

“როდესაც ვამბობ, რომ ქართველობა ნიშნავს მიმღებლობას ყველა ეთნიკური ჯგუფისა, რომ ქართველები სწორედ დავით აღმაშენებლის დროს ვიყავით ძლიერები, ვინაიდან ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვაერთიანებდით, რომ ქართველობა სხვისი თავისუფლების პატივისცემაა _ ეს სიტყვები გასაგები, მისაღები და გააზრებადი არის მარტო იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც მიიღო განათლება, თორემ ზუსტად ასე შეიძლება გამოვარდეს ვიღაც და თქვას: “აბა, დალეწეთ სხვა ერის წარმომადგენლები”, “საქართველო ქართველებისთვის”, “ქალი დაჩაგრული უნდა იყოს” და ა.შ. რით განსხვავდება ჩემი საუბარი იმ პოლიტიკოსის საუბრისგან? განსხვავდება იმით, რომ, როდესაც ამას ვამბობ, მე ვემყარები ჩემს წარსულს, ისტორიის ცოდნას. ვინმეს თუ წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად აღარ მოუვა მერე, რომ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე უცხოელებს დაედევნოს ქვეყნიდან გასაყრელად; ვინმეს თუ წაუკითხავს თუნდაც ჩვენი ეკლესიის ისტორია, აზრად არ მოუვა, ვიღაცას ჩაარტყას, რადგან მისი რელიგია არ მოსწონს. იმიტომ, რომ იმ ადამიანს აქვს განათლება ჩვენი წარსულის, წაუკითხავსვეფხისტყაოსანი”, წაუკითხავს ვაჟაფშაველა და იცის, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა და ტრადიციის პატივისცემა” (სტილი დაცულია), _ განაცხადა “ისტორიის მცოდნე” პრეზიდენტმა და ასე განაგრძო პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის მიერ დამკვიდრებული ტენდენცია, რომ თითქოს თურქეთი და ირანი (სპარსეთი) ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან.

გიორგი მარგველაშვილს ქართველი ხალხი მართლა გაუნათლებელი და გონებასუსტი ჰგონია და ამიტომ ცდილობს საქართველოს ისტორიის, რბილად რომ ვთქვათ, დამახინჯებას. არადა, დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები სწორედ იმიტომ ჩამოასახლა ქვეყანაში (თუმცა ისინი აქ არ დარჩენილან), რათა მათი დახმარებით საქართველო, თბილისი გაეთავისუფლებინა იმ დაპყრობელი უცხოტომელებისგან, რომელთა შთამომავლებს ახლა ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწასა და მოქალაქეობას გულუხვად ურიგებენ და, რომლებმაც თბილისისა და ბათუმის ცენტრალური უბნები საროსკიპოებად გადააქციეს…

და კიდევ _ ქართველი პოლიტიკოსებისთვის თუ აქამდე “წმიდათაწმიდა” იყო ტერიტორიული მთლიანობა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ნატო უნდა დაგვხმარებოდა, ახლა უკვე საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ, რომ ნებისმიერ ფასად გავერთიანდეთ ნატოში. რატომ? _ იმიტომ, რომ მარგველაშვილისნაირებს იმედი აქვთ, დასავლელი პატრონების ძალისხმევით სკამებს შეინარჩუნებენ.

ნიკა კორინთელი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here