მთავარი პოლიტიკა ნიღაბაფარებულთა მორიგი შეტევა საქართველოს დედაეკლესიაზე

ნიღაბაფარებულთა მორიგი შეტევა საქართველოს დედაეკლესიაზე

2033
გააზიარეთ
ნიღაბაფარებულთა მორიგი შეტევა საქართველოს დედაეკლესიაზე

ისეთი დროება დაგვიდგა, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, უთო რომ ჩართო, ისიც კორონავირუსზე დაიწყებს ლაპარაკსარა, ისე არავინ იფიქრებს ჩემზე, რომ ამ მართლაც მსოფლიო გლობალური მასშტაბის ტრაგედიაზე ლაპარაკის და მით უმეტეს მის წინააღმდეგ მოქმედება არ მინდოდეს, მაგრამ ამ თემის პოლიტიზების, პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაც რომ ფაქტია მსოფლიოში მეტნაკლები მასშტაბით, ალბათ, არც ამაში შემომედავება ვინმე.

მეტნაკლებობა ვახსენე და, აბა, ჩვენ რის ქართველები ვიქნებოდით, თუ ნაკლებობას მეტობას არ ვარჩევდით? მაგრამ ამაზე ქვემოთ…

ასეა აშშ-ევროპაშიც _ ე.წ. ბრექსიტის, ანუ ევროკავშირის დაშლის მომხრე პოლიტიკოსები სიხარულს ვერ მალავენ მომხდარის გამო _ ბრიტანეთმა ხომ უკვე ოფიციალურად გააფორმა ევროპასთან “განქორწინება”; ევროპის მრავალმა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა, მიგრანტთა მიღებაზე უარი თვით ევროპის ნეოლიბერალების მთავარმა გერმანიამ თქვა, მისი კანცლერის, ანგელა მერკელის პირით, რომლის ზღვარგადასული ლიბერალობის წყალობით გავსებულია ევროპა უკანონო თუ კანონიერი მიგრანტებთ.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვა კი იმას ნიშნავს, რომ ე.წ. შენგენის ზონა აღარ არსებობს, ხოლო ეს ყველაფერი ერთად ევროკავშირის დაშლას ნიშნავს, რომელიც, ვეჭვობ, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების შემდეგ აღდგეს. ყოველ შემთხვევაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, რადგან სწორედ ტრამპია ევროკავშირის დაშლის მომხრე, რომელსაც, თუ მხატვრულად ვიტყვით, მეორე ვადით თეთრი სახლის ლეგენდარული ოვალური კაბინეტის გასაღები ისედაც ჯიბეში ედო; ისედაც, ანუ კორონავირუსის გარეშეც, რომლის დასამარცხებლადაც დონალდ ტრამპმა ასტრონომიული თანხა 1 ტრილიონი დოლარი გამოყო და იმ თანხიდან ათას-ათასი დოლარი ნაღდი ფული ჩაუდო “ჯიბაში” აშშ-ს ყველა მოქალაქეს.

(ბიძინა ივანიშვილმა წინა საარჩევნოდ “რაცხა ქეციანი” მილიარდი ლარის ვალი გადაუხადა გაჭირვებულ მოსახლეობას, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვალეს და ტრამპის ტრილიონს რა ჰქვია ნეტავ? ეს ისე, ცნობისთვის და არა ბიძინას დასაცავად _ მრავალი ცუდისთვის დაუნდობლად უნდა აკრიტიკო, მაგრამ თუნდაც მცირედი სიკეთე არ უნდა დაუკარგო ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის).

ამას დავუმატოთ დონალდ ტრამპის კაცური თვალსაზრისი ლგბტ-ებზე, ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ქორწინებებზე, ტრადიციული ღირებულებებისა და პატრიოტიზმის პრიმატზე დევიზით “ყველაფერი, პირველ რიგში, ამერიკელებისთვის” (რის გამოც გაამარჯვებინა მას კოვბოების, ქრისტიანული ფესვების ნამდვილმა ამერიკამ) და არა მგონია, ვინმე არ დამეთანხმოს, თუ ის ვინმე “ჭკვიანი” არ არის…

ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, “ზოგი ჭირი მარგებელიაო”. დღეს იქნება თუ ხვალ, მსოფლიო თანამეგობრობა პანდემიას დაამარცხებს, მიმდინარე პროცესი კი ნეოლიბერალთა დასასრულის შეუქცევადი დასაწყისია. ისევე, როგორც ევროკავშირს, არც “ნატოს” დარჩა ბევრი დრო _ მათი წამმზომი ჩართულია, ისიც, დღეს თუ ხვალ, სხვადასხვა ობიექტურ-სუბიექტურ ფაქტორთა, მათ შორის დონალდ ტრამპის აქტიური მეცადინეობის გამოც “ბანქოს ხუხულასავით” დაიშლება და ქოცებ-ნაცების ხელისუფლებას მინდა, ვკითხო _ საით მიაქანებთ საქართველოს, კოჰაბიტაცური ჰარმონიით მომაკვდავი ნატო-ევროკავშირი რომ გაგიდით წარა-მარა?

პოლიტიკური ქულებისთვის ბრძოლა, რომ იტყვიან, ყველგან მოსულა, მაგრამ ასეთი? ქარვასლის დირექტორი შალიკო ნათელაშვილი უკვე ორსიტყვიანი ანეკდოტია. მისი გვარ-სახელის უბრალო ხსენება ხან ჰომერულ ხარხარს, ხან კი, სულ ცოტა, ირონიულ ღიმილს იწვევს, კონტექსტს გააჩნია…

ამას წინათ ამ 2-3-პროცენტიანმა პროფესიონალმა “ოპოზიციონერმა” საკუთარ ქარვასლაში იმ სისულელის სათქმელად, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და ყველა ოპოზიციური არხის “მაღალ ინტელექტუალი” ლაწირაკი ჟურნალისტები ეახლნენ _ მე შენ გეტყვი და, ქარვასლის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ (თუ ერთადერთს არა) ლიდერს, რომელიმე “ობიექტური” ტელევიზია (ტვ პირველი, “მთავარი”, საზმაუ და ა.შ.) უარს შეჰკადრებდა.

ციტირებას ვერა, მაგრამ საქართველოს “ნათელი შვილის” განცხადების შინაარსს შემოგთავაზებთ:

“ბიძინა ივანიშვილო! კორონავირუსი ვერ გიშველის, 2020 არჩევნებზე აუცილებლად დაგამარცხებო!”

აი, ამაზეა ნათქვამი, ალბათ, სად ერეკლე და სად თეკლეო _ ამის მოსმენამ მართლაც ჰომერული სიცილი მომგვარა! რა შუაშია აქ თუნდაც “კაციჭამია” იყოს ივანიშვილი და ამ კონტექსტში არჩევნები? რა, ბიძინამ შემოიტანა საქართველოში კორონავირუსი თუ მართლა ჰგონიათ, რომ ვირუსითა თუ მის გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ქარვასლის ოპოზიცია დაამარცხებს?

არა, ბატონო შალიკო! მიუხედავად იმისა, რომ ბიძინას არა ერთი და ორი შეცდომა, ანუ დანაშაული აქვს დაშვებული _ (ფრაზა “ეს დანაშაულზე ნეტია, ეს შეცდომაა” _ ნაპოლეონის შს მინისტრს, ჟოზეფ ფუშეს მიაწერა ისტორიამ).

ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის არავითარი გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს. ნათელაშვილის ქარვასლა ის ადგილია, სადაც, რომ იტყვიან, ნაგუბარში წყალი ჩადგა და იმ გუბეში მოყიყინე ბაყაყებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბიოლოგიური ზიზღი აერთიანებს და მათი სახელი ლეგიონია.

ამიტომაც, მუხედავად ქოცების უამრავი შეცდომა-დანაშაულებისა, ივანიშვილი ქარვასლელების ჩამოსაგდები არაა.

არც ქოცი და არც ნაცი _ ადვილი სათქმელია, მაგრამ, მაშ, ვინ? აი, უძნელესი კითხვა, რომელზე პასუხი კიდევ უფრო ძნელია.

ერთადერთი, ვისაც არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ნაცებთან, უფრო მეტიც, მათ მიერ მოპოვებულმა ე.წ. ციხის კადრებმა განაპირობეს 2012 წლის არჩევნების შედეგები, ეს დავით თარხანმოურავი და ირმა ინაშვილია, მაგრამ მრავალჯერ მრავალათასიანი მიტინგების რესურსი ეყოფათ პატრიოტებს ქოც-ნაცებთან უთანასწორო ბრძოლაში?

ვნახოთ, რა იქნება, ამის კონტურები მოკლე ხანში გამოჩნდება. მანამდე კი…

მანამდე მავანი სასულიერო პირები თუ უსინდისო პოლიტიკოსები კორონავირუსის პანდემიით ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას ცდილობენ!

ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მედიცინის, მეცნიერების წინააღმდეგია და ვირუსთან ბრძოლისათვის მხოლოდ ლოცვისკენ მოუწოდებენ მრევლს.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის წინააღმდეგ შეფარული ბრძოლა მიშნაცების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო.

ეკლესიის დასაცავად წლების განმავლობაში მრავალი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომელთაც მხოლო გავიხსენებ, რათა დაინტერესებულმა მკითხველმა ადვილად მიაგნოს ინტერნეტში: “მეუფე ყანდური”; “ნეოლიბერასტების გადამწყვეტი შეტევა დედა ეკლესიაზე”; “დიდი ყანდურობა გელათში”; “როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურნი სიკვდილს პატრიარქისა” და ა.შ. სხვა მრავალი და იმდენი, რომ ყველას თავი რომ მოვუყარო, ერთი საშუალო ზომის ბროშურა გამოვა…

წინამდებარე წერილი კი ერთმა ფაქტმა დამაწერინა, რომელსაც ტელევიზიით (მგონი “მთავარი”) ვუყურე.

მეუფეპეტრეს (მეუფე წინწკლებში იმიტომ, რომ ჩემთვის იგი მეუფე კი არა, ქრისტეს ფეხის მკვნეტელი ქვაბავაზაკი, ნაძირალაა) თანამეინახემ, მგონი მამა ანდრიამ ურცხვად მოიტყუა, თითქოს ჩვენს სათაყვანებელ პატრიარქს ექადაგოს, საქართველოში კორონავირუსი ვერ შემოვა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართო.

ასეთ სისულელეს როგორ იტყოდა ჩვენი ბრძენი პატრიარქი? სინამდვილეში ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველო გადარჩება, ის მარიამის წილხვედრი ქვეყანააო!

საერო, ე.წ. ლიბერასტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხომ საერთოდ ყველა ტაძრის დახურვას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გაუქმებასაც ითხოვენ ტელეეთერებიდან, და მათ დაუფარავი სიხარულით შესციცინებენ თვალებში ინგა გრიგოლიები!

ერთი სიტყვით, თუ ადრე შეფარვით ებრძოდნენ დედაეკლესიას, ახლა კორონავირუსის ნიღაბაფარებულები უფრო თავხედურად აკეთებენ იმავეს.

მაგრამ არა უშავს _ დიახ, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო მისივე მადლით გადარჩება, ამინ!

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here