Home ახალი ამბები მსოფლიო “ნიუ იორკ თაიმსი”: უკრაინის დახმარებით ჩრდილოეთ კორეამ შექმნა რაკეტები, რომლებითაც აშშ-ს ემუქრება

“ნიუ იორკ თაიმსი”: უკრაინის დახმარებით ჩრდილოეთ კორეამ შექმნა რაკეტები, რომლებითაც აშშ-ს ემუქრება

1321
რაკეტა

ექსპერტებმა კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკის (კსდრ) ბოლოდროინდელი წარმატებები რაკეტების შექმნის საქმეში უკრაინულიუჟმაშსდაუკავშირეს

ჩრდილოეთი კორეის სარაკეტო პროგრამის ბოლოდროინდელი წარმატებები, კერძოდ, ბირთვულქობინიანი საკონტინენტთაშორისო რაკეტების შექმნა, რომლებსაც შეუძლია აშშის ძირითად ტერიტორიამდე მიაღწიოს, განპირობებულია უკრაინისგან მძლავრი სარაკეტო ძრავების საიდუმლო შესყიდვით”, _ წერს ამერიკული გამოცემა The New York Times, რომელიც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მოხსენებას და სპეცსამსახურების მონაცემებს ეყრდნობა.

“ეს ნათელს ჰფენს იმას, როგორ უზრუნველყო კსდრ-მ სარაკეტო პროგრამის ასეთი პროგრესი მძიმე ავარიების სერიის შემდეგ, რომელთა ნაწილიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო საკვანძო მასალების მიწოდების საბოტაჟითა და კიბერშეტევებით აშშ-ის მხრიდან. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ შეცვალა თავისი რაკეტების კონსტრუქცია და მიმწოდებლები”, _ წერს “ნიუ იორკ თაიმსი”. გაზეთი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კსდრ-ის საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების წარმატებით გაშვების “ეკონომიკურ ხელშემწყობად” ჩინეთი და რუსეთი დაასახელეს, მაგრამ უკრაინა ერთხელაც არ უხსენებიათ.

ექსპერტებმა რაკეტა Hwasong-14-ის ფოტოს გაანალიზებით დაადგინეს, რომ რაკეტის ძრავა _ ეს არის საბჭოთა მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა P-36-ის (ნატოს კლასიფიკაციით _ SS-9) ძრავა рд-250 (р-250), რომელიც ისეთი მძლავრია, რომ ამ ძრავით აღჭურვილ ერთ რაკეტას შეუძლია 10 თერმობირთვული ქობინის გადატანა კონტინენტიდან კონტინენტზე. ასეთ ძრავებს მხოლოდ საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქარხანა ამზადებდა.

ფოტოზე აშკარად ჩანს рд -250-ისთვის დამახასიათებელი განივი კვეთის არხი, რომელიც საჭიროა თხევადი საწვავის გადასაქაჩავად, აგრეთვე, 4 მოწყობილობა, რომლებიც სრულად იმეორებს რაკეტა P-36-ის სქემას.

ეს რაკეტები და მისთვის საჭირო ძრავები დამზადებულია დნეპროპეტროვსკის ქარხანაიუჟმაშში”. ექსპერტთა დასკვნით, სწორედ ამ უკრაინულმა საწარმომ, რომელსაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ შეკვეთები შეუწყვიტა რუსეთმა, გაგზავნა ძრავები კსდრში.

“ეს ძრავები, ალბათ, კონტრაბანდისტული გზით გადაიტანეს უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეაში, _ განუცხადა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა მაიკლ ელემანმა “ნიუ იორკ თაიმსს. _ საკითხავია, რამდენი ძრავა გაუგზავნეს და ამჟამადაც თუ ეხმარებიან უკრაინელები ჩრდილოკორეელებს”.

ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია: ფხენიანის ახალი რაკეტები შექმნილია ისეთი რთული ტექნოლოგიებით, რომ კსდრ, უბრალოდ, ვერ შეძლებდა რაკეტების შემადგენელი ნაწილების ასე სწრაფად შეცვლას. ჩრდილოკორეელებმა ძრავა პირველად 2016 წლის სექტემბერში გამოსცადეს და მხოლოდ 10 თვე დასჭირდათ ახალ ტექნოლოგიებზე გადასასვლელად.

ივლისში “იუჟმაშმა” უარყო ცნობა, რომ უცხოეთში ყიდის სახიფათო ტექნოლოგიებს, მაგრამ ამერიკელ ექსპერტებს არ სჯერათ საწარმოს ხელმძღვანელების განცხადების, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლებაც უარყოფს კსდრ-ისთვის უკრაინული ძრავების გადაცემას.

აღსანიშნავია, რომ 6 წლის წინათ ჩრდილოკორეელი ჯაშუშები შეეცადნენ, “იუჟმაშასთვის” მოეპარათ რაკეტის საიდუმლოებები, მაგრამ განზრახვას მიუხვდნენ და დააპატიმრეს. გამორიცხული არ არის, რომ მეორე მცდელობა უკვე “პოსტრევოლუციურ ქაოსში ჩაძირულ უკრაინაში” წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინათ კსდრ დაემუქრა აშშ-ს, რომ რაკეტებით დაბომბავდა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ გუამს, რომელზეც განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზა. საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად აქვს ჩრდილოეთ კორეაზე სამხედრო დარტყმის გეგმა, თუ ეს ქვეყანა თავისი მუქარის შესრულებას შეეცდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here