მთავარი მსოფლიო ნიუ-იორკში წმინდა პატრიკის სახელობის ტაძრის დაწვის მცდელობა აღკვეთეს

ნიუ-იორკში წმინდა პატრიკის სახელობის ტაძრის დაწვის მცდელობა აღკვეთეს

488
გააზიარეთ
ნიუ-იორკში წმინდა პატრიკის სახელობის ტაძრის დაწვის მცდელობა აღკვეთეს

პოლიციელებმა ნიუიორკში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მანჰეტენზე მდებარე წმინდა პატრიკის ტაძარში შეღწევას ცდილობდა. მას თან ჰქონდა ბენზინით სავსე 2 კანისტრა, აგრეთვე, 2 ბოთლი ცეცხლგამჩენი სითხე და 2 სანთებელა.

მამაკაცი დააკავეს 17 აპრილს, საღამოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან დაახლოებით 19 საათსა და 55 წუთზე შეაღწია ტაძარში, ის პოლიციელებმა იმ მომენტში დააკავეს, როცა ბენზინს ასხამდა ტაძრის კარს.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვამდე ორი კვირით ადრე იყო სანსიულპისის ტაძრის დაწვის მცდელობა, 3 კვირით ადრე კი _ სენდენიში ფრანგი მეფეების აკლდამისთვის ცეცხლის გაჩენის. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვიდან 2 დღის შემდეგ ათენში აკროპოლს მეხი დაეცა, დაშავდა 4 ადამიანი. 17 აპრილს ვიტებსკის ოლქში (ბელარუსი) დაიწვა პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკური ეკლესია.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here