Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: “ყვითელი ჟილეტების” აქცია მალე შეიძლება აქაც ვიხილოთ

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ყვითელი ჟილეტების” აქცია მალე შეიძლება აქაც ვიხილოთ

2994
ნიკოლოზ მჟავანაძე

რამდენიმე დღის წინათ ორგანიზაციაატლანტიკური საბჭოსწარმომადგენელმა ლარა ლინდერმანმა რადიოამერიკის ხმასთანინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საქართველოზე დამეოცნებეხელისუფლებას დასავლეთიდან ნაკარნახევიდემოკრატიული რეფორმებისგანუხრელად გაგრძელებისკენმოუწოდა”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლინდერმანის განცხადებით, საქართველო შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება, საერთაშორისო მხარდაჭერის არარსებობა კი ქვეყნის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც მის წინსვლასა და განვითარებას, როგორც ევროინტეგრაციის, ისე ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის თვალსაზრისით, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს: “საქართველო რეგიონში და მის მიღმა დემოკრატიული მახასიათებლებით გამოირჩევა

თუ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა მოხდება, საქართველო ამით დაკარგავს მთავარ კომპონენტს, ის რთულ სამეზობლოშია, უსაფრთხოების კუთხით _ რთულ მდგომარეობაში; ეკონომიკა იზრდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით არც ისე დიდია, ამიტომ თუ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის, შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება”. ლინდერმანის განმარტებით, ცივილიზებული სამყარო დღეს ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე ცვლილებებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ის ცვლილებები იწვევს, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებების გაზრდისა და თანასწორუფლებიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ

რას ნიშნავს თანამედროველიბერალურიგაგებითდემოკრატიული ნაწილისახელმწიფო პოლიტიკაში და არის თუ არა გარკვეულწილად მუქარა ლინდერმანის განცხადება დასავლეთის დღის წესრიგიდან საქართველოს გაქრობაზე?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ამას წინათატლანტიკური საბჭოსწარმომადგენელმა ლარა ლინდერმანმა მედიასთან განაცხადა, რომ, თუ საქართველო დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, დასავლეთის და მათ შორის შეერთებული შტატების, დღის წესრიგიდან გაქრება. რას ნიშნავს ეს განცხადება?

_ ლინდერმანის განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ “ლიბერალური” მედიის მიერ ნაქადაგები პროპაგანდა, თითქოს “დემოკრატიული დასავლეთი” არაფერს გვაძალებს და მხოლოდ კეთილ რჩევებს გვაძლევს, რომლის შესრულება- არშესრულებაც ჩვენი საქმეა, სრული აბსურდია. სინამდვილეში დგანან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ოროსანი მოსწავლეებივით და თავჩაღუნული ისმენენ მუქარას, რომ, თუ რაღაც არ ან ვერ შესრულდა ისე, როგორც ეს დასავლეთს უნდა, გავქრებით. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? პირველი, აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს დასავლეთის ინსტრუმენტი პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ განტევების ვაცი, რომელსაც, სად როგორც დასჭირდებათ, ისე გამოიყენებენ. მეორე, აქ საუბარია ძირეულ საკანონმდებლო და სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლებმაც მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე არ უნდა დაამკვიდროს და ყოველდღიურობად აქციოს ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის, გლობალისტური პრინციპები. მათ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმით, რომ ქვეყანაში, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიციები და მყარად ჩამოყალიბებული ეროვნული თვითმყოფადობა, მსგავსი იდეოლოგიის დამკვიდრება რთულია. იმიტომ სჭირდებათ ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე, რომ დასჯის მექანიზმები არსებობდეს. ისე, დღის წესრიგიდან გაქრობას რაც შეეხება, ვფიქრობ, რაც უფრო მალე დაგვანებებენ თავს, მით უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ მათთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო სრული პოლიტიკური კრახი, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრიობას…

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ დაკარგული გვაქვს ორი რეგიონი, რაც ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, გავღატაკდით და გავნადგურდით ეკონომიკურად, დავსუსტდით პოლიტიკურად და ა.შ. არადა, გვახსოვს, რომ თავის დროზე, როცა დასავლეთისკენ სწრაფვა ახალი პოლიტიკური ხილი იყო და ამით მარტივად შეიძლებოდა საზოგადოების მოტყუება, გარკვეული ძალები ხალხს ეკონომიკურ-პოლიტიკურ სასწაულებს ჰპირდებოდნენ. რა მივიღეთ _ ევროკავშირში ხომ ვერასოდეს შევალთ, ნატოზე ხომ ფიქრიც ზედმეტია, დღეს, ფაქტობრივად, იმაზე გვიწევს საუბარი, როგორმე მათი დღის წესრიგიდან არ გავქრეთ. კიდევ ვიმეორებ, მით უკეთესი ჩვენთვის, თუ გავქრებით. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ცხადია, დემოკრატიულ ნაწილში აქ იგულისხმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც უნდა გაზარდოს ადამიანის უფლებები, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსი, დააჩქაროს მიგრაციის პროცესები და ა.შ.

_ განცხადება იმის თაობაზე, რომდემოკრატიული ნაწილისდაკარგვის შემთხვევაში საქართველო დასავლეთის დღის წესრიგიდან გაქრება, მუქარაა?

_ რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ იდეოლოგიური პრესინგი სახელმწიფოზე, მაგრამ მე ერთი რამ მიკვირს: ხელისუფლებას, რომელიც ისედაც ზედმიწევნით ასრულებს დასავლეთიდან მიღებულ ყველა მითითებას, რისთვის სჭირდება მსგავსი თითისქნევა. ისე, გარკვეული თვალსაზრისით კარგია, თუ კიდევ უფრო გააქტიურდებიან საქართველოში “ლიბერალური” ძალები და, როგორც აქამდე აკეთებდნენ, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ განაგრძობენ ცვლილებებს. ეს, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს სამოქალაქო აფეთქებას და მერე “ატლანტიკური საბჭოს” განცხადება ვერ უშველის ხელისუფლებას… ახლა რაც შეეხება დასავლეთის დღის წესრიგში ყოფნას, რაც თურმე ჩვენთვის დიდი შვება და მხარდაჭერა ყოფილა. იმ დროს, როცა საქართველოს ცაზე რუსეთის ავიაცია ბატონობდა და თბილისი ნანგრევებად შეიძლებოდა ქცეულიყო, სხვა ქალაქებზე არაფერს ვამბობ, შეშფოთებისა და აღშფოთების გარდა არაფერი მოგვისმენია. რით გვემუქრებიან დღეს, საინტერესოა, _ აღარ შევშფოთდებითო?!

_ სხვათა შორის, 13 თებერვალს ამერიკის კონგრესში სენატორების ერთმა ჯგუფმა შეიტანა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის ახალი სანქციების ამოქმედებას გულისხმობს. ამ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო და უკრაინა

_ რა სარგებლობის მომტანია ეს ყველაფერი, ვინმეს სჯერა, რომ ამით კრემლის პოზიციები შესუსტდება?! სხვათა შორის, ახლახან რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა სოჭში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უახლოეს მომავალში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს რეგიონში. ეს ერთი და მეორე _ ვთქვათ, მიადგა რუსეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი, რაც მას არაერთხელ გამოუცდია და გადაუტანია, ამით საქართველო რას მიიღებს? _ იმ საფრთხეზე მეტს, რასაც დასავლეთის პოლიტიკური ინტერესების ბრმა მსახურება გვიქმნის. თუმცა მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ყველა მოწყვეტილია რეალობას. არა, არიან მმართველ გუნდში გარკვეული სუბიექტები, რომლებიც სწორად აფასებენ მოვლენებს, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი პოლიტიკური კეთილდღეობაა. არის ხალხი, რომელსაც გააზრებული აქვს, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენთვის გარე ძალების ინტერესთა ბრმად მსახურებას, მაგრამ თვალს ხუჭავს. რატომ? იმიტომ, რომ სიმართლე და სწორი პოზიციის გამოხატვა ამ შემთხვევაში მათი კარიერის დასამარებას გამოიწვევს. საერთოდ, მე ყველაზე დიდ საფრთხედ ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მიმაჩნია ის, რომ, მიუხედავად პოლიტიკური წარუმატებლობებისა და უშედეგობისა საერთაშორისო ასპარეზზე, “ქართული ოცნება” ვერ გამოვიდა “ნაცმოძრაობისდროინდელი” პარანოიიდან. ეს პარანოია მდგომარეობს იმაში, რომ, თუ ჩვენ, დასავლეთთან ერთად, რქებით მივაწვებით რუსეთს, ის დასუსტდება და დაიშლება. არ დაიშლება! პირიქით, ეს სანქციები აძლიერებს რუსეთს და, თუ იქ რაღაც პროდუქციის არშეტანაზეა საუბარი, ამ პროდუქციით თვითონვე ამარაგებენ თავიანთ ბაზარს.

_ დავუბრუნდეთ ლინდერმანის განცხადებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეშია და მხარდაჭერა სჭირდება. თქვენი აზრით, რით არის დღეს ჩვენთვის უკეთესი, თუ დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ ვიქნებით?

_ საქმე ის არის, რომ ჩვენ უნდა მოვინდომოთ მათი დღის წესრიგიდან გაქრობა, რადგან რეალურად არავინ მოგვცემს პოლიტიკური კონიუქტურიდან გამოსვლისა და სხვა მოცემულობაში გადასვლის საშუალებას. თუმცა იმედს მაძლევს ის, რომ დასავლეთში ნაციონალიზმი იღვიძებს. მჯერა, რომ გლობალისტური ლიბერალური დიქტატის რღვევის პირობებში, ადრე თუ გვიან, აქაც ძირეული პოლიტიკური და, რაც მთავარია, იდეოლოგიური ცვლილებები დაიწყება…

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? საქართველოში ჯერჯერობით არ არის სერიოზული წინაპირობა, რომ მსგავსი მოძრაობა დაიწყოს

_ ის, რაც დღეს დასავლეთში ხდება, მხედველობაში მაქვს საფრანგეთში, იტალიაში, ბრიტანეთში მიმდინარე პროცესები, უკვე არის იმის წინაპირობა, რომ, ადრე თუ გვიან, კონსერვატული ფრთა აქაც სერიოზულად გაძლიერდება. მეტსაც გეტყვით, საფრანგეთი ვახსენე და ყვითელი ჟილეტების აქცია, რომელიც დიდი ხანია, პარიზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების ფონზე მიდმიდნარეობს, მალე შეიძლება აქაც ვიხილოთ. ახლა ვიღაცას ეს შეიძლება ძალადობად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: ხალხს ყელში აქვს ამოსული “ლიბერალური” ელიტის ბოგინი. არ შეიძლება, ქვეყნის ბედს მუდმივად განაგებდეს უცხოეთიდან მართული ადამიანების ჯგუფი, რომელიც უმცირესობების უფლებების დაცვის სახელით უგულებელყოფს საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს

_ დასავლეთის ქვეყნებში ნაციონალისტურ მოძრაობას კონკრეტული ლიდერები უდგანან სათავეში: საფრანგეთში _ მარინ ლე პენი, იტალიაში _ სალვინი, უნგრეთში _ ვიქტორ ორბანი, ინგლისში კი უფრო ფართო სპექტრია კონსერვატული სუბიექტებისსაქართველოში თუ ხედავთ მსგავს ძალებს?

_ დღეს საქართველოში ისეა მომწიფებული ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობები, რომ აღარაა საჭირო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის მოწოდებები. ამიტომ მჯერა, რომ ხალხი გააკეთებს ყველაფერს. ამ ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, “ნაცმოძრაობაზეუფრო საზიზღარი გახდა. მათ ოცნება აუხდინეს თურქებს, არაბებს, ირანელებს, სექსუალურ უმცირესობებს და .. რეალურად ეს არისლიბერალების”, პედერასტების, ნარკობარიგებისა და მათი დამცველებისოცნება”… რაც შეეხება შეკითხვას, არიან თუ არა ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის მსგავსი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ პროცესების გაძღოლა, საქართველოში ყოველთის იყო და იქნება ეროვნული სულისკვეთება, მაგრამ იმ პირობებში, როცა საინფორმაციო ველი, მათ შორის, ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზიაც კი ჩვენივე მტრების ხელშია, ამ სულისკვეთების მქონე ხალხი არ ჩანს. ამიტომაა ამ მიმართულებითაც სერიოზული ბრძოლა საჭირო, რათა ეს საინფორმაციო ბლოკადა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ისე, “ლიბერალური” პროპაგანდა ბოლო პერიოდში ისეთი ისტერიკული შეიქნა, რაც უფრო დიდი დოზით მიაწვდიან მას მოსახლეობას, მით უკეთესი. დაე, ნახოს ფართო საზოგადოებამ, რასთან გვაქვს საქმე და რას ნიშნავს რეალურად, როცა ესა თუ ის დასავლური ორგანიზაცია ჩვენგან “დემოკრატიულ რეფორმებს” ითხოვს. მერწმუნეთ, ეს დააჩქარებს პროცესებს და ძალიან მალე აქ დიდ სოციალურ აფეთქებას ვიხილავთ. ვერ გაასწრებენ აქედან, ისეთი დიდი ტალღა წალეკავს ყველაფერს. ასე რომ, ვშიშობ, ზოგიერთმა ჩაუშესკუს ბედი არ გაიზიაროს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here