მთავარი პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: ყველა, ვინც დღეს თითქოს უკიდურესად შეშფოთებულია პრეზიდენტის განცხადებით და ამბობს,...

ნიკოლოზ მჟავანაძე: ყველა, ვინც დღეს თითქოს უკიდურესად შეშფოთებულია პრეზიდენტის განცხადებით და ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

3229
გააზიარეთ
ნიკოლოზ მჟავანაძე

28 იანვარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას საქართველოში მაისში დაგეგმილ ასამბლეაზე რუსი დელეგატების დაშვების შესახებ ლიბერალურმა ისტებლიშმენტმა ისტერიკით უპასუხა. შეშფოთებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მყისვე კოლექტიური განცხადება გაავრცელეს და, როგორც პრეზიდენტისგან, ისე პრემიერისგანშესაბამისიგანმარტებები მოითხოვეს. თუმცა შემდეგ არასამთავრობოებს შეშფოთებააღშფოთებაში არც პოლიტიკური სპექტრი ჩამორჩა, რაცოცნებისთვის”, ჯამში, ერთ დიდ გაშმაგებულ ანტისახელისუფლო ვაივიშად იქცა. შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში რუსი დელეგატების შემოშვების თაობაზე განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი პარლამენტარის, ლეონიდ კალაშნიკოვის, მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა.

კალაშნიკოვმა პრეზიდენტს თბილისში გავრილოვის ვიზიტის გამო მომხდარ ინციდენტზე ჰკითხა, ზურაბიშვილმა კი უპასუხა, რომ არავინ მიესალმება ადამიანებზე ძალადობის ფაქტსუნდა შემოვიდნენ თუ არა საქართველოში რუსი დელეგატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, უნდა გახდეს თუ არა ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგის კიდევ ერთი წინაპირობა და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მათი თბილისში ვიზიტისას აგრესიული .. პროდასავლური ოპოზიციაგავრილოვის ღამისმსგავს კიდევ ერთ პროვოკაციას მოაწყობს _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას საქართველოში რუსი დელეგატების შემოშვებაზე უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაპროდასავლურმაოპოზიციამ, ჩვეულებისამებრ, აგრესიული რიტორიკით უპასუხეს. მათ განცხადებებში, რომლებიც ერთგვარი გაფრთხილება იყო ხელისუფლებისთვის, საპროტესტო გამოსვლებისა დაგავრილოვის პროვოკაციისმსგავსი არეულობების მოწყობის მუქარაც იკითხებოდაარის თუ არა დღეს ქვეყნისთვის აუცილებელი რუსი დიპლომატების შემოშვება და რა შეიძლება მას მოჰყვეს? ხომ არ ფიქრობთ, რომ ის გარკვეულ პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ გართულებებს გამოიწვევს?

_ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ და ეს ბოლოდროინდელი ისტერიკაც ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა: ყველა ადამიანი, რომლებიც დღეს თითქოს უკიდურესად შეშფოთებულნი არიან პრეზიდენტის განცხადებით და ამბობენ, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, კიდევ უფრო გაართულოს და დაძაბოს ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება და ამით პირნათლად შეასრულოს უცხო ქვეყნისა თუ ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებები. რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ ვიცი, კრემლთან პირდაპირი დიალოგის გარდა, პოლიტიკურ მეცნიერებაში თუ არსებობს სხვა გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. ომით რომ ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, ცხადია. ის კი არა, 80-მილიონიანი ქვეყანაა თურქეთი, ნატოს წევრი და, როდესაც დაინახა, დაძაბულობა პიკს აღწევდა, მისმა პრეზიდენტმა ერდოღანმა ლამის დაუჩოქა ვლადიმერ პუტინსრა, ერდოღანს ვინმეზე ნაკლებად უყვარს თავისი ქვეყანა და ვინმეზე ნაკლებად იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს? საერთოდ, ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მკაცრი და შეუვალი ნებისმიერი რიტორიკისა თუ პროპაგანდის მიმართ, რომელიც საზოგადოებას რაღაც დეზინფორმაციით წამლავს რუსეთთან დიალოგის უპერსპექტივობაზე. ან რას ნიშნავს ეს ვითომ ბოიკოტი და დელეგატების არშემოშვება?! რუსეთი ოფიციალურად არის ევროსაბჭოს წევრი. მაშინ გამოვიდეთ ამ ორგანიზაციიდან, გამოვიდეთ გაეროდან, სხვა ორგანიზაციებიდანაც და საერთოდ აღარ დადგება მსგავსი საკითხები.

_ ხელისუფლებამ ოპონენტების მიმართ სიმკაცრე რა ფორმით შეიძლება გამოიჩინოს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საკითხში?

_ პირველ რიგში, უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას, რომლებიც მიზანიმართულად ემსახურება, როგორც ქვეყნის შიგნით ვითარების არევას, ისე რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას _ ეს ერთი. მეორე _ ხელისუფლება უნდა გამოვიდეს იმ რაღაც უაზრო და სასაცილო პოლიტიკური კომპლექსებიდან, რომელთა გამოც, თუ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგზე სიტყვას დაძრავ, შეიძლება, კრემლის აგენტობა დაგაბრალონ. აგენტები საქართველოს არ აკლია და, ვინ ვის დაკრულზე ცეკვავს ახალახალი მსუყე გრანტების მოლოდინში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხში დასავლეთიდან მართული მტრული ოპოზიციის მხარეს არიან და ერთი-ერთზე იმეორებენ ბოკერიას, მელიას, უგულავასა და მათ მსგავსთა მოღალატეობრივ რიტორიკას.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ყველამ ვიცით, რომ ასე მარტივად და ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება, თუ გვინდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო ვიხილოთ არა მხოლოდ ვიდეორგოლებში, რომლებსაც რომელიღაც პარტია წინასაარჩევნოდ გადაიღებს, მაშინ კრემლთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ყველა, ვინც გვეუბნება, რომ ამ დიალოგს აზრი არ აქვს, საქართველოს მტერია, ამიტომ კიდევ ვიმეორებ: სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი ნებისმიერი ასეთი ჯგუფის მიმართ. როგორ, რანაირად და რა ფორმით _ ეს უკვე დეტალებია, მაგრამ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ჩაბუდებულ საქართველოს მტრებს, რომლებიც გრანტებს იღებენ ქვეყნის დაქცევაში, ამის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ. სხვათა შორის, ის ხალხი, რომელმაც გასული წლის ივლისში .. გავრილოვის პროვოკაცია მოაწყო და ერთი სული ჰქონდა, პარლამენტი შტურმით აეღო, “ნაცმოძრაობისმთავარსარდლობით, ახლა ამერიკელ კონგრესმენებს აქეზებს და წერილს წერილზე აწერინებს იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვია. ესენი არიან სოროსის გრანტებზე გაყიდული, უსინდისო და უნამუსო ადამიანები, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ თავიანთი ვიწრო პარტიული ინსტერესებისთვის.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ ვის ჰქონდა საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობების ფლანგი ჩაბარებულიქართულ ოცნებაში”? _ ჩუგოშვილს, ხულორდავას, ცქიტიშვილსესენი იყვნენ წლების განმავლობაში ევროსარბიელზე და იმის ნაცვლად, რომ საქმეზე ელაპარაკათ, ნაცებისთვის მუშაობდნენ. სხვათა შორის, თავის დროზე, როცა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა უვიზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე, სწორედ ჩუგოშვილი გამოხტა პირველი და განაცხადა: ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებითო. რა იყო პროვოკაცია: ის, რომ სავიზო რეჟიმი შეიძლებოდა გაეუქმებინათ? ისე, სიმართლე გითხრათ, ცოტა საზოგადოებისაც გამკვირვებია _ მიდის ხოლმე რაღაც ჯგუფი კონფლიქტის ზონისპირა სოფლებში და ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქციებს აწყობს. კი, ბატონო, თუ საჭიროა, მოვაწყოთ, მაგრამ ჯერ, სადაც საჭიროა, იქ ჩავატაროთ ეს აქციები…

_ რას გულისხმობთ?

_ რას ვგულისხმობ და, თუ ტერიტორიების დაბრუნება გვინდა და გვინდა, რა თქმა უნდა, ატოცთან კი არ უნდა ვმართოთ აქციები, უნდა მივიდეთ მთავრობის კანცელარიასთან და მოვთხოვოთ, დაიწყონ პირდაპირი დიალოგი. ე.წ. საზღვართან დგომასა და დროშების ფრიალს რა აზრის აქვს?! რა, იმ რუსის ჯარს შეაშინებ და შეაჩერებ თუ აფხაზებსა და ოსებს მოანდომებ დაბრუნებას?! პროტესტი, კიდევ ვიმეორებ, უნდა იყოს აქ, იმიტომ, რომ აქ არიან მოღალატეები და გამყიდველები.

რაც შეეხება დიალოგის ფორმასა და შესაძლებლობებს, საქართველომ აუცილებლად უნდა მონახოს მოკავშირეები რუსეთის შიდაპოლიტიკურ სპექტრში. ამერიკელ კონგრესმენებს რომ უხდიან ფულს და მილიონებს ხარჯავენ ლობისტური კომპანიების მომსახურებაში, რუსეთშიც უნდა გვყავდეს ჩვენი ლობისტები, რათა იქ ჩვენი ინტერესები დავიცვათ. საერთოდ, ვფიქრობ, ლობისტები, პირველ რიგში, უნდა გყავდეს იქ, სადაც პრობლემა გაქვს, თორემ სადაც არანაირი დაბრკოლება არ არის და არაფერი გაქვს მოსაგვარებელი, საჭიროებებიც, ბუნებრივია, ნაკლებია.

_ აქციები ახსენეთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნით. როგორ ფიქრობთ, ამ ხელისუფლების პირობებში მსგავს მოთხოვნას აქვს აზრი, ანუ გააჩნია რეალურად ამ ხელისუფლებას დიალოგისთვის საჭირო პოლიტიკური ნება და რესურსი?

_ დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შედგება რამდენიმე ფლანგისგან, რომელთაგან უმეტესობა ნამდვილადაა ყველანაირად ხელისშემშლელი რუსეთთან ურთიეთობების დარეგულირების, მაგრამ არიან სხვა ძალებიც. მაგალითად, პრემიერმა გახარიამ განაცხადა ადრე და მერე სუსის უფროსმა ლილუაშვილმაც განმარტა, რომ, თუ კარასინიაბაშიძის მოლაპარაკებებმა ამოწურა შესაძლებლობები, სხვა ფორმატებზეც შეიძლება ფიქრი… ჩემი აზრით, ეს ფორმატი უკვე ამოწურულია და ხელისუფლება აქტიურად უნდა ცდილობდეს ახალ ეტაპზე გადასვლას. თუმცა, როცა ოპოზიციური სპექტრი, ერთიორი გამონაკლისის გარდა, გავსებულია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ მართული პროფესიონალი პოლიტიკური დივერსანტებით და ასეთი ადამიანი ბევრია მმართველ გუნდშიც, რა თქმა უნდა, რამე სერიოზულ ნაბიჯებზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით, საუბარი ზედმეტია. აქ, ალბათ, პირველ რიგში, საჭიროა დიდი პოლიტიკური წმენდა, რათა ახალი რეალური შესაძლებლობები გაჩნდეს… ისე, მე ერთი რამის მჯერა და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული: თუ ხალხი მასობრივად გამოვა და იქნება ფართომასშტაბიანი პროტესტი დიალოგის მოთხოვნით, მმართველ გუნდში არსებულ საღ ძალებს ამ ნაბიჯისთვის გარკვეული ლეგიტიმაცია ექნება. ამიტომ არის ზუსტად საჭირო აქციები მთავრობის კანცელარიასთან და მერე უკვე “ოცნება” იქნება სათავეში თუ სხვა რომელიმე პარტია, ყველას ეცოდინება, რომ საზოგადოების მოთხოვნა ეს არის. საზოგადოებას არ უნდა გრანტების სანაცვლოდ გარე ძალების დაკრულზე მოცეკვავე პოლიტიკური დივერსანტების ჰეგემონია. ქვეყანას ეროვნული ძალები, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური სპექტრი სჭირდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here