Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: სურთ, სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლებად შეიყვანონ ლგბტ პირები,...

ნიკოლოზ მჟავანაძე: სურთ, სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლებად შეიყვანონ ლგბტ პირები, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს აღმზრდელობით გაკვეთილებს ჩაუტარებენ

გრძელდება დემოკრატიის სახელით უმცირესობის დიქტატურა უმრავლესობაზე

973
ნიკოლოზ მჟავანაძე

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს სახალხო დამცველად წოდებულმამამალმა ლიბერალმადალიბერალებისმთავარმა ნუგეშმა ნინო ლომჯარიამ (რომლის გამოსვლებიც ბოლო პერიოდში ხშირად შეიცავს ერთგვარ დუჟნარევ ისტერიკას თუ კრუნჩხვაგრეხვას იმის გამო, რომ თურმე სახელმწიფო უმცირესობების დაცვას დღემდე სათანადოდ ვერ ახერხებს), პარლამენტის მიერანტიდისკრიმინაციულიკანონის მიღებიდან ხუთი წლის თავზე სპეციალური განცხადება გაავრცელა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ევროკავშირთან ნაკისრი აქვს ვალდებულებები, რომლის თანახმად მან საზოგადოების ყველა ფენისა და ჯგუფისთვის სრულად უნდა უზრუნველყოს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ვალდებულებას ეფექტიანად ვერ ახორციელებენ: “სამწუხაროდ, თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევა არსებობს, რაც, ძირითადად, საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემასა და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს(!) უკავშირდება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის _ ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა…” (ლომჯარიას ლოგიკით, ქართველი ხალხი ვის რაში აინტერესებს, ის დაინტერესებული მხარე არაა. ის ჩამორჩენილია, “სტერეოტიპებისტყვეა და, რასაცმოწინავე” “საერთაშორისო პარტნიორებიდასამოქალაქო სექტორი” _ .. ლომჯარია და მისნაირი გადაგვარებულები მიუთითებენ, უდრტვინველად და მორჩილად უნდა მიიღოს, რათაგათანამედროვდეს”, . გამამათმავლდეს, გალესბოსელდეს, გაპედოფილდეს, გაზოოფილდეს და ..). მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს, საჭიროა კომპლექსური მოქმედებები, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ “ანტიდისკრიმინაციული” მექანიზმების უფრო მკაცრად აღსრულებას (.. კანონის სახელით უმრავლესობის დატერორებას), ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებასთან გაღრმავებულ მუშაობასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას (.. ტვინის გამორეცხვას) უნდა გულისხმობდეს… შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ლომჯარიას მიერ ხელისუფლების მწვავე კრიტიკის უკვე მერამდენე შემთხვევაა, რასაც ის ქვეყანაში “დისკრიმინაციული” ფონის არსებობას და უმცირესობების უფლებების სათანადოდ არ თუ ვერ დაცვას უკავშირებს. როგორც ჩანს, საბოლოოდ მთელი ეს შეშფოთება და აღშფოთება მაინც ერთი კონკრეტული ჯგუფის _ სექსუალური უმცირესობებისდაცვასდა მათიუფლებებისიურიდიულ დონეზე გაზრდას (სინამდვილეში ყოველგვარი სქესობრივი უკუღმართობის პროპაგანდის გაძლიერებას) ემსახურება, რაც, გარკვეულწილად, ერთგვარი პრელუდიაა ახლო მომავალში მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის…

რას ნიშნავს ომბუდსმენის მხრიდან ხელისუფლების გამუდმებული კრიტიკა, რომ ქვეყანაში დისკრიმინაციული ფონის აღმოსაფხვრელად ეფექტიანი ღონისძიებები არ ტარდება და რა ცვლილებები შეიძლება განახორციელოს მმართველმა გუნდმა ამ კრიტიკის კვალდაკვალ ახლო მომავალში?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, რამდენიმე დღის წინათანტიდისკრიმინაციულიკანონის მიღებიდან ხუთი წელი შესრულდა. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ. პირველ რიგში, შევაფასოთ ეს ხუთი წელი _ რა შეიცვალა ქვეყანაში და რა მივიღეთ რეალურად.

_ თავის დროზე, როცა მიდიოდა ამ კანონის განხილვა და მერე უკვე დადგა მომენტი, როცა უნდა მიეღოთ, ცალკე ხელისუფლების და ცალკე უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოებას ამშვიდებდნენ, რომ არაფერი ცუდი მასში ჩადებული არ იყო. პარალელურად მიდიოდა გაშმაგებული ლიბერალური პროპაგანდა, რომ ჩვენ არავინ არაფერს არ გვაძალებს და ისეთი ცვლილება მიღებული არ იქნებოდა, რომელიც ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებთან შეუთავსებელია. ამოქმედდა ეს კანონი და მერე რა პროცესებიც დაიწყო, ყველამ ვნახეთ _ მიიღეს “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, მიიღეს კანონი “ოჯახში ძალადობის შესახებ”, რაც რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ისევ ლიბერალური დიქტატი და ამ დიქტატის მიერ ხელის ფათური ტრადიციულ ქართულ ოჯახში; მიიღეს კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელშიც, ერთი შეხედვით, თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ ვინც დეტალურად გაეცნობა მას, მიხვდება, რომ ბევრი რამ არის მასში აბსურდული; დაიწყო ლაპარაკი ლგბტ პირებისთვის ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებაზე და ა.შ. ფაქტობრივად მივიღეთ კასკადი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელმაც შექმნა ახალი რეალობა. ოღონდ აქ ხაზგასასმელია ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა ჩუმად და უხმაუროდ, რომ ხალხის ყურადღება არ ყოფილიყო ამ პროცესისკენ მიმართული. სხვათა შორის, იმ საკანონმდებლო ცვლილებების ტექსტები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე უცნობია, იმიტომ, რომ არ მოხდა მათი სააშკარაოზე გამოტანა. ერთი მხრივ, თითქოს საჯაროა და ყველას შეუძლია ნახოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მიჩუმათებულია.

რაც შეეხება ლომჯარიას წუხილს იმის გამო, რომ თურმე ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა ეფექტიანად ვერ ხორციელდება, როგორც ჩანს, ეს შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ, მიუხედავად გაშმაგებული მცდელობებისა, დღემდე ვერ ხერხდება გეიაღლუმის ჩატარება, ვერ ხერხდება დროშების ფრიალი, “ღირსების მარშები” და ა.შ. თუმცა სხვა დანარჩენში მათ აქვთ 100%-იანი შედეგი. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას: რა შედეგი აქვთ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ხომ მაინც მიუღებლები არიანო. ერთია მიუღებლობა და მეორე _ რას ცვლის ეს დამოკიდებულება; ფაქტია, რომ ვერაფერს. ლანძღავენ, აგინებენ, მაგრამ ისინი მაინც თანამდებობებზე რჩებიან და თავიანთ ბინძურ საქმეს აკეთებენ. უმცირესობის დიქტატურა უმრავლესობაზე დემოკრატიის სახელით ჩვეულებრივად გრძელდება…

_ თქვენი აზრით, საით მიჰყავს ქვეყანა ამ პროცესებს?

_ ამას დავარქმევდი მცოცავ ლიბერალურ ტერორსა და ტირანიას, რომელიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა სფეროს მოიცავს. აქ საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ კულტურაზე, განათლებაზე, სპორტზე, მეცნიერებაზე და ა.შ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ათი წლის წინათ თუნდაც, უფრო შორს რომ არ წავიდეთ, ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში ლგბტ პირების დამცველი ლიბერალები ხელოვან ადამიანებს საპატრიარქოს კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს ათქმევინებდნენ?! ან ვინმე იფიქრებდა, რომ სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, ჩვენივე ეროვნული იდენტობის მთავარ ინსტიტუტს, მართლმადიდებელ ეკლესიას, სიძულვილის ტირაჟირებაში დაადანაშაულებდა და პატრიარქს გალანძღავდა?! აი, ეს არის ზუსტად ის სტრატეგია, რომ ადამიანები ნელ-ნელა უნდა მიაჩვიონ ყველაფერს. და დღეს ჩვენ უკვე ვცხოვრობთ რეალობაში, როცა ლიბერალობა თავდაცვის რეჟიმში ყოფნას კი არ ნიშნავს, არამედ ტირანიულ უმცირესობას, რომელიც თავისუფლების სახელით ძალადობს და გეუბნება, რომ ეს ძალადობა ლეგიტიმურია. სხვათა შორის, ახლა მთავარი აქცენტი გადატანილია განათლების სისტემაში გასატარებელ “რეფორმებზე”, რომელიც ასევე უხმაუროდ ხორციელდება. საუბარია იმაზე, რომ სასწავლო პროგრამებში, როგორც უმაღლესებში, ისე სკოლებში, უნდა მოხდეს “ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაზე” ორიენტირებული საგნების სწავლების გაძლიერება. სურთ, რომ სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლებად შეიყვანონ ლგბტ პირები, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს აღმზრდელობით გაკვეთილებს (საკუთარ მაგალითზე) ჩაუტარებენ. თუმცა ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის მოულოდნელობა. მეტსაც გეტყვით: იმ პირობებში, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად გავსებულია ლგბტ აქტივისტებით, უფრო ღია და თამამი ნაბიჯების მცდელობაც არ უნდა გაგვიკვირდეს

_ ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში ლგბტ თემის ინტერესების დამცველები?

_ მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პარლამენტარები _ თამარ ხულორდავა, თამარ ჩუგოშვილი და სხვები. საკმაოდ დიდი ლობი ჰყავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მაინც ვერ ახერხებენ ბოლომდე იმას, რაც სურთ…

_ როგორ ფიქრობთ, მომავალში მოახერხებენ?

_ რატომაც არა. ის თუ მოახერხეს, რომ ადამიანებს 9 მაისი ჩაუშალეს, 12 აგვისტოს დიდგორობა არ ადღესასწაულეს; ის თუ მოახერხეს, რომ გამოვიდნენ და საჯაროდ განაცხადეს: სიტყვა ეროვნულობა საერთოდ ამოღებული უნდა იყოს პოლიტიკოსების ლექსიკიდანო, გეიაღლუმებისა და მარშების ჩატარებას რა დაუშლით?! ვფიქრობ, რომ ამას წელსაც წარმატებით განახორციელებდნენ, მაგრამ არჩევნებია შუაში ცუდად გაჩხერილი, თუმცა, ეს საარჩევნო ციებცხელება რომ გადაივლის, მერე იქნება შემოტევები.

რაც შეეხება ამ პროცესების მთავარ მენტორს _ დასავლეთს, უკვე პირდაპირ არის მითითება, რომ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი _ არც აღმასრულებელში, არც საკანონმდებლოში და არც სასამართლოში, რომელიც არ იქნება “ლიბერალური” იდეოლოგიის გამტარებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება პოლიტიკური ველის სრული მონოპოლიზება, რომლის შედეგად ამ სპექტრში მინიმალური სივრცეც კი არ დარჩება განსხავებული სუბიექტებისთვის. აი, ეს არის ზუსტად ლიბერალური ფაშიზმი და ამ პროცესებს ქვეყანა საით მიჰყავს, ვხედავთ. კიდევ ვიმეორებ: წელს თუ საქართველოს მოსახლეობამ თავისი ადგილი არ მიუჩინა ხელისუფლებას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლებაა, არათუ გეიაღლუმებს ჩაგვიტარებენ სპეცრაზმის თანმხლებით, თაობებს დაღუპავენ. ჩვენ გვეყოლება თავის ფესვებს მოწყვეტილი ახალგაზრდობა და ეს თაობა უკვე თვითონ მიიღებს იმ გარყვნილებას ტაშითა და ზარზეიმით; ამიტომ ვამბობ ყოველთვის ხაზგასმით, რომ წინააღმდეგობას უნდა დახვდე წინააღმდეგობით. როგორც იქნება და რანაირადაც იქნება საჭირო… თუ არადა, შორს არ არის დრო, როცა ეს მცოცავი ლიბერალური ექსპანსია წელში გადატეხავს ჩვენს საზოგადოებას და, არათუ წინააღმდეგობის ძალა არ შერჩებათ ადამიანებს, იმედის ნაპერწკალიც აღარ დაგვრჩება. მე არ მინდა, ასეთ დაჩოქებულ და დამონებულ ქვეყანაში ვიცხოვრო, ასეთ ქვეყანას გინდ უარსებია და გინდ არა

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here