Home ახალი ამბები საქართველო ნიკოლოზ მჟავანაძე: როდესაც ქვეყანას აქვს საპარლამენტო მმართველობა, პრეზიდენტს სწორედ პარლამენტი უნდა ირჩევდეს

ნიკოლოზ მჟავანაძე: როდესაც ქვეყანას აქვს საპარლამენტო მმართველობა, პრეზიდენტს სწორედ პარლამენტი უნდა ირჩევდეს

1330
“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე: ნიკოლოზ მჟავანაძე

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. ამის თაობაზე მჟავანაძემ “რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“ვერ დავეთანხმები “ნაციონალური მოძრაობის” ნამსხვრევების პოზიციას, რომ თურმე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევით არადემოკრატიულ ნაბიჯებს ვდგამთ. თუკი ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა, აქედან გამომდინარე, უპრიანია, სწორედ არაპირდაპირი წესით ავირჩიოთ პრეზიდენტიც. როგორ შეიძლება, პარლამენტმა აირჩიოს პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი იყოს ხალხის მიერ არჩეული, როცა პირველი პირი გახლავთ პრემიერი. ეს არის გარკვეულწილად ფუნქციების აღრევა, დაბნეულობის შეტანა. როგორ წარმოგიდგენიათ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც გავა და წინასაარჩევნოდ დაიწყებს აგიტაციას, რა უნდა თქვას? ცრუ დაპირებები უნდა გასცეს? მას ხომ რეალურად არ შეუძლია, კარდინალურად შეცვალოს რაიმე ქვეყანაში. იგი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არ აქვს ფართო უფლებამოსილება, ამიტომ ეს იქნება მხოლოდ ცრუ დაპირებები. პრეზიდენტს ახლა აქვს გარკვეულწილად არბიტრის, მსაჯულის ფუნქცია, რათა კრიზისები განმუხტოს ქვეყანაში და არა ხელისუფლების უმაღლეს რგოლებთან ურთიერთშეწყობით იმოქმედოს და მოახდინოს კარდინალური ცვლილებები. ეს ფუნქცია აკისრია პრემიერმინისტრს. არც ვენეციის კომისიას, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ ამით ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მოქმედებს ევროპის წამყვან ქვეყნებში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებშიც საპარლამენტო მმართველობაა. არ შეიძლება, ქვეყანაში ორი პირველი პირი გვყავდეს”, _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here