Home ახალი ამბები საქართველო ნიკოლოზ მჟავანაძე: ნონა წოწორიასნაირი მოსამართლეები თუ არიან სტრასბურგში, ნამდვილად არ იმსახურებს სტრასბურგი...

ნიკოლოზ მჟავანაძე: ნონა წოწორიასნაირი მოსამართლეები თუ არიან სტრასბურგში, ნამდვილად არ იმსახურებს სტრასბურგი პატივისცემას

1359
ნიკოლოზ მჟავანაძე

მცირე ხნის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადებით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას, რომსასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ დაშინებისგან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან . როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონით გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებითდასაშვები კრიტიკისფარგლები და ასევე, “უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები“. 

აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ დასაშვები ზღვრის დაწესება აუცილებელია: „დასაშვები ზღვარი აუცილებლად უნდა დაწესდეს, რადგან საუბარი არ უნდა გასცდეს სამართლებრივ არგუმენტებს, არ შეიძლება მოსამართლე მოიხსენიო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უცენზურო სიტყვებით, შეურაცხმყოფელი, ცინიკური გამონათქვამებით, რადგან მხარეებს ერთმანეთთან ბრძოლის საშუალება აქვთ, პირველი ინსტანციის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და ასევე საერთაშორისო სასამართლოში”, – განაცხადა გიორგი ებანოიძემ.

„საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე:  დღესდღეობით სამოქალაქო სექტორის და რიგი პოლიტიკური პარტიების პოზიცია ასეთია: თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თაყვანი უნდა ვცეთ, ხოლო აქ, ქართველ მოსამართლეს, რომელიც შეიძლება მართლა კეთილსინდისიერად ასრულებდეს თავის მოვალეობას, თუ გინდა, მკვდარი და ცოცხალი აგინე. სადაური ლოგიკაა, ისიც მოსამართლეა და ესეც. ახლა ნონა წოწორიასნაირი მოსამართლეები თუ არიან სტრასბურგში, ნამდვილად არ იმსახურებს სტრასბურგი პატივისცემას, იმიტომ რომ ნონა წოწორია იყო სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი და „რუსთავი ორის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც მას უკავშირებენ, ვინაიდან ეს საქმე მისმა კოლეგიამ განიხილა. მე რის თქმა მინდა, მოსამართლე, ცხადია, უნდა გააკრიტიკო სამართლიანად და როცა საჭიროა, უნდა თქვა, რომ დაუსაბუთებლად გამოიტანა განაჩენი, უკანონოდ და ა.შ. მაგრამ ის, რასაც ახორციელებენ „ნაციონალები“ მოსამართლეთა კოლეგიაზე მათთვის მიუღებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, უნდა დამთავრდეს. ამათ უნდათ, ყველაფრის უფლება ქონდეთ, უნდა გამოვიდეს თურმე ავადმყოფი გვარამია და მუცლით მეზღაპრეები რომ ჰყავს კიდევ გარშემო და მიწაში უნდა ჩადონ მოსამართლეები. ამ დროს სტრასბურგზე ზედმეტი სიტყვა არ უნდა დაგვცდეს. აი, ასედ დღეში ვართ და ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ, როდის გამოაცხადებს სტრასბურგი საბოლოო გადაწყვეტილებას „რუსთავი ორის“ საქმეზე. ეს შეიძლება 10 წელი გაგრძელდეს და ამ ხნის მანძილზე უნდა ვუსმინოთ ამ გველების სისინს, ამ ფაშისტური ტელევიზიის დემაგოგიას. მაგასაც თავი დავანებოთ, უნდათ ფაშისტური იყოს და უნდათ პორნოგრაფიული, მაგრამ ფაქტია, უკანონობა დააკანონა სტრასბურგმა. ანუ, თუ კი ვინმე აქ სასამართლო დავას მოიგებს ამ ფაშისტებთან და სამართალს იპოვის, სტრასბურგს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გააუქმოს და მორჩა. ჩვენ ამ დროს ხმა არ უნდა ამოვიღოთ, იმიტომ რომ სტრასბურგის სიტყვა კანონია. ტვინნაღრძობ გვარამიას და მის კრიმინალურ გარემოცვას კიდევ შეუძლია 24 საათიან რეჟიმში აკრიტიკოს და ჩირქი მოსცხოს მათთვის მიუღებელ ქართველ მოსამართლეებს. ცხადია, ეს უნდა დასრულდეს და ამისთვის შესაბამისი რეგულაციები აუცილებელია.

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here