Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ რეალური ეროვნული ძალა არ ჩამოყალიბდება, ალბათ, ამ ნიშს “ლიბერალური”...

ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ რეალური ეროვნული ძალა არ ჩამოყალიბდება, ალბათ, ამ ნიშს “ლიბერალური” ძალები დაიკავებენ და ხალხს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს

პირწავარდნილი ლიბერალების გადასხვაფერება

2681
ნიკოლოზ მჟავანაძე

უცხოეთში გადახვეწილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელმა სკანდალურმა სატელევიზიო გამოსვლამ, რომელშიც მან საკუთარი თავი ტაძრების მშენებელ, ეროვნული სულისკვეთების მქონე ლიდერად მოიხსენია, თავისი გუნდის ყველაზე გავლენიანი წევრი გიგა ბოკერია კი _ ქრისტიანობის მტრად, ცხადყო, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ უშედეგოდ ძებნილი ექსპრეზიდენტი პოლიტიკური იმიჯის საფუძვლიანად შეცვლასა და პოლიტიკურ ავანსცენაზე სრულიად ახლებური სახით ცდილობს გამოსვლას.

კერძოდ, მის მიერ ტრადიციებსა და ტრადიციულ ფასეულობებზე აპელირება (იმ დროს, როცა მისი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამებრძოლები ძველ კურსს განუხრელად განაგრძობენ) აჩვენებს, რომ ნაცების თავკაცს, ლიბერალური დასავლეთის მიერ ხელდასხმულდემოკრატიის შუქურადყოფნა კი არა, კონსერვატიული ფლანგის პოლიტიკურ ავანგარდში ჩადგომა სურს. როგორც ჩანს, სააკაშვილი არ არის ერთადერთი მარგინალური ფიგურა, რომელიც გათვლას მსგავს იაფფასიან ხრიკებზე აკეთებს.

უპერსპექტივო ლიბერალური დღის წესრიგიდან მუდმივად მზარდ კონსერვატიულ ბანაკში გადაბარგება მალე, ალბათ, ერთგვარი ტენდენცია გახდება. მარტივად რომ ვთქვათ, მომავალში, ალბათ, კიდევ არაერთ სუბიექტს ექნება მსგავსი “მეტამორფოზის” მცდელობა. ეს კი თავისთავად გაზრდის იმის ალბათობას, რომ დასავლეთში მიმდინარე იდეოლოგიურ-პოლიტიკური გარდაქმნების კვალდაკვალ ახალ დღის წესრიგს ძველი ოდიოზური სახეებიც წარმატებით მოერგებიან _ ამჯერად “გულანთებული პატრიოტებისა და ტრადიციების დამცველი მამულიშვილების” მანტიით…

რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი თავის გუნდს; რამ განაპირობა მისი, როგორც ლიდერის, პოლიტიკური ხედვების რადიკალურად შეცვლა და რა პროცესების დასაწყისზე შეიძლება მიანიშნებდეს საბოლოოდ ეს ყველაფერი? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, სააკაშვილის ბოლო სატელევიზიო გამოსვლა მისი ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელებისთვისაც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ის, პრაქტიკულად, თავის პოლიტიკურ წარსულს დაუპირისპირდა და ეროვნული სულისკვეთების მქონე პატრიოტ ლიდერად წარმოგვიდგა, გიგა ბოკერია კი ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული საქმეების კეთებაში დაადანაშაულა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა გათვლა შეიძლება იყოს რეალურად ამის მიღმა?

_ როცა ბარაკ ობამა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში და ჰილარი კლინტონს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, ცხადია, ვერც სააკაშვილი და ვერც სხვა რომელიმე ნაციონალი ფიქრშიც ვერ დაუშვებდა მსგავსი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპი მოვიდა და ამბობს, რომ მისი უმთავრესი მიზანი ქრისტიანული ფასეულობების დამკვიდრებაა, ვხედავთ რაღაც “სასწაულებრივ მეტამორფოზას”. სხვათა შორის. სააკაშვილს ყოველთვის ახასიათებდა მსგავსი იაფფასიანი პოლიტიკური აფერისტობა და კოჭის გაგორება. მაგალითად, 2017 წლის იანვარში, როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, “ფეისბუკიააფეთქა მისალოცი სტატუსებით, თუმცა მანამდე, როცა მთელი ლიბერალური პროპაგანდისტული მანქანა გაშმაგებულ ანტიტრამპისტულ კამპანიას ეწეოდა, გასუსული იყო, ერთი სიტყვა არ დაუწერია სოციალურ ქსელში, იმიტომ, რომ არავინ არ იცოდა, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი… სააკაშვილი, ისევე, როგორც მთელი მისი გარემოცვა, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თუთიყუში, რომელიც, რასაც დასავლეთში ლაპარაკობენ, იმას იმეორებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი იდეოლოგია, არანაირი პრინციპი მას არ გააჩნია. მისი ერთადერთი პრინციპი არის პოლიტიკური სარგებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ამ სარგებელს დასავლეთიდან მიიღებს, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. აი ეს არის ამ ადამიანისა და მისი გარემოცვის პოლიტიკური ანატომია. ასე რომ, მსგავსი განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს. ისე, ამ დღეებში სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ “ოცნების” უმოქმედობისა და უნიათობის ფონზე სააკაშვილმა ასეთი სვლებით საზოგადოების რაღაც ნაწილის კეთილგანწყობა მართლა შეიძლება მოიპოვოსო. არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენი საზოგადოების მეხსიერება ასეთი მოკლეა, მაგრამ, თუ ვინმეს გულუბრყვილოდ სჯერა სააკაშვილის კონსერვატორობის, შევახსენებ, რომ ეს არის კაცი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თვის თავზე სამხედრო ტექნიკით შელეწა გლდანის ეკლესიის კარი და მრევლი სასტიკად დაარბია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო პერიოდში ათასობით თურქს მისცა საქართველოს მოქალაქეობა; არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში იყო ქვემო ქართლში მეჩეთების მშენებლობის ბუმი

_ როგორ ფიქრობთ, ამგვარი განცხადებებითა და პოლიტიკური იმიჯის შეცვლის მცდელობით, რომელიმე ლიბერალურ ძალას აქვს შანსი, რომ კონსერვატიულ ფლანგზე დაიმკვიდროს ადგილი?

_ სანამ სათანადოდ არ მოხდება საზოგადოებაში არსებული მზარდი კონსერვატიული განწყობების კონვერტირება პოლიტიკურ პროცესებში, სანამ ამ განწყობებს რამე მძლავრი, შეკრული ბირთვის სახით არ ექნება შესაბამისი პოლიტიკური მისამართი, რომელიც მკაცრად გამიჯნავს რეალურ კონსერვატიულ სუბიექტს ლიბერალური ისტებლიშმენტიდან გადმოპორტირებული ფსევდოკონსერვატიული ძალისგან, საფრთხის შემცველი მცდელობები ყოველთვის იქნება. სხვათა შორის, მსგავსი მცდელობები ბოლო პერიოდში მედიაშიც შეინიშნება _ ზოგიერთი მედიასაშუალება, რომლებსაც მანამდე ლიბერალური სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდათ, ცდილობს, ეროვნულ ტალღაზეც გადაერთოს. ვიღაცამ შეიძლება თქვას: მერე ამაში ცუდი რა არისო?! ცუდი ის არის, რომ ჩვენ შეიძლება გვეგონოს, ქვეყანაში ძირეული ცვლილებები დაიწყო და სინამდვილეში კვლავ მივიღებთ ლიბერალური ელიტის სახეებს, რომლებიც ახალი იდეოლოგიურპოლიტიკური დღის წესრიგის ენით ილაპარაკებენ. თანაც, ეს შეიძლება ისე შეიფუთოს და შესრულდეს ტექნიკური თვალსაზრისით, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამაზე არც ჰქონდეს სათანადო რეაქცია. აი, ზუსტად ამიტომ ვამბობ ყველგან და ყოვეთვის ხაზგასმით ერთსა და იმავეს, რომ მხოლოდ ხალხი ვერ იქნება გადამწყვეტი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, დღეს ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში რეალურ წინაპირობას, რომ უახლოეს მომავალში სერიოზული, ანგარიშგასაწევი ეროვნული ძალის ჩამოყალიბება დაიწყოს.

_ და რა უშლის ამას ხელს?

_ ბევრი გარემოება. ვიღაცას, შესაძლოა, გულწრფელად სურდეს ამგვარი რაღაც მოძრაობის ან თუნდაც პარტიის შექმნა, მაგრამ შესაბამისი გარემოცვა არ ჰყავდეს, ვიღაც, შესაძლოა, ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ეს ნაადრევი იქნება… ამ ნაბიჯის გადასადგმელად, ალბათ, სამი რამაა საჭირო: სუფთა წარსულის მქონე, ავტორიტეტული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი, ფინანსები და საგარეო მხარდაჭერა. საზოგადოების მხარდაჭერაზე არაფერს ვამბობ იმიტომ, რომ ეს თავისთავად იგულისხმება. ისე, ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ: ყველა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანმა, რომლებსაც ხალხში ავტორიტეტი აქვთ და შეუძლიათ, პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინონ, მაგრამ მიზეზთა გამო თავს იკავებენ, უნდა იცოდეს, რომ ყოყმანისა და ორჭოფობის დრო აღარ არის. სანამ ვიღაც ყოყმანობს, ვიღაც ხვდება, რომ მსოფლიო ძირეულად იცვლება, ამ ცვლილებების შესაბამისად ცდილობს ახალი იმიჯის მორგებას და ახალ იდეოლოგიურპოლიტიკურ დღის წესრიგში დამკვიდრებას.

ახლა რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ორიენტაციას: იმ განცხადებების ფონზე, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ჭრილში ბოლო პერიოდში აკეთებენ დასავლელი ლიდერები _ ტრამპი, მაკრონი და სხვები, არ გამიკვირდება, რომ ზოგიერთი “ლიბერალი” ასევე წარმატებით მოერგოს ამ პოლიტიკურ დისკურსს და მოსკოვთან დიალოგის აუცილებლობის მქადაგებლად მოგვევლინოს. სხვათა შორის, ჩუგოშვილი რომ ჩუგოშვილია, მან დაიწყო უკვე რაღაც დადებით ტონალობაში ამ თემაზე საუბარი და ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ განაცხადა: რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა ვესაუბროთო. აი, ეს არის მათი პოლიტიკური კრედო და სტრატეგია: სადაც სარგებელია (პირადი და არა საქვეყნო), იქ უნდა იყვნენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ, რაც არ უნდა შეიცვალონ რიტორიკა, რაც არ უნდაკონსტრუქციულებიგახდნენ და ხშირად მოითხოვონ კრემლის მესვეურებთან შეხვედრა, ისინი ვერასოდეს ვერ შეძლებენ რუსეთთან თავისუფლად დიალოგს. გარედან მართვას მიჩვეული პოლიტიკური ლაქიები ყოველთვის დარჩებიან ამა თუ იმ ძალის იდეოლოგიურ ტყვეობაში, რაც გარედან შეიძლება რაღაც ეტაპზე შეფუთონ ლამაზად, მაგრამ არსებითად ყოველთვის იქნება ქვეყნისთვის საზიანო.

_ დასაწყისში თქვით, რომ დღეს პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ანგარაიშგასაწევი კონსერვატიული ბირთვი, რომელიც არსებითად შეცვლის ქვეყანაში ვითარებას. როგორ ფიქრობთ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე როგორი არჩევანის წინაშე იქნება საზოგადოება?

_ თუ ანტილიბერალური განწყობების გაძლიერება გაგრძელდება და, ალბათ, გაგრძელდება, ხოლო რეალური კონსერვატიული ძალა არ ჩამოყალიბდება, ალბათ, ამ ნიშს ლიბერალური ძალები დაიკავებენ და ხალხს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს. ე.ი, ჩვენი ბრძოლა მიმართული იქნება იქით, რომ როგორმე ნაკლებად ცუდი მოვიყვანთ ხელისუფლებაში. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ისეთი გამაღიზიანებელი სახეები, როგორიცაა, მაგალითად, ჩუგოშვილი, საერთოდ მოაცილონ და ახალი სახეები შემოიყვანონ.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ლადო კახაძე. ის შეიძლება კარგი მოქეიფეა და სუფრაზე კარგ “პატრიოტულ სადღეგრძელოებს” ამბობს, მაგრამ ასეთი სადღეგრძელოები ბოკერიამაც შეიძლება თქვას. სხვათა შორის, ზოგიერთ დაწინაურებულ ფიგურას დღევანდელოცნებაშითავის დროზე მოსკოვშიკლიჩკაჰქონდა _ ქამელეონი. დაკონკრეტება არ მინდა, თვითონ მიხვდებააი, ზუსტად ეს ქამელეონები, კლოუნები და ჯამბაზები მოგვევლინებიან კონსერვატიული ფლანგის მონოპოლისტებად. ასე რომ, თუ ამ უბედურების აცილება გვინდა, მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა არ იკმარებს. კიდევ ვიმეორებ: განცხადებებიც საჭიროა, მიმართვებიც და სხვა რამეც, მაგრამ “ფეისბუკში” გამოთქმული გულისტკივილი რეალობას ვერ შეცვლის. რეალობა შეიძლება შეცვალოს მხოლოდ კონკრეტულმა მიზანმიმართულმა მოქმედებამ და არა ილუზიამ, რომ თურმე მსოფლიოში ძირეული ცვლილებები მიდის და ეს აქაც ავტომატურად გამოიწვევს ცვლილებებს. ვერ გამოიწვევს და, თუ გამოიწვევს, მერწმუნეთ, ეს იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური აფიორა, რომელიც ჩვენ, შესაძლოა, წლების შემდეგ გავაცნობიეროთ

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. gaixare nikoloz!! namdvili kartveli. tkvens gadacemebs ar vtoveb da ganvicdi rom ase nerviulobt gadacemebis dros.

    martali xart , motmenis da mocdis dro agar gvakvs, chamoingra qartuli saxelmcipo da amas bechedi ivanishvilma daasva!!!!!!!!!
    sami adamiani romelmac am demde moiyvana saqartvelo ( da tanac ertmanetis dampinansebel-megobrebi tavis droze)–shevardnadze, saakashvili da ivanishvili. ai erti tavi moiveta , ori isev ibrdzvis da unda moikvetos sakartvelodan samudamod!!!!!!!!!!!!
    qartvelno gamovigvidzot, mocdis dro agar gvaksv, gaertianeba schirdeba im dzalebs vinsac saqartvelos bedi cheshmaritad acuxebs!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here