მთავარი საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: ერთი სული აქვთ, საპატრიარქომ ისინი განკვეთოს. ეკლესიის ნგრევის მცდელობები მერე...

ნიკოლოზ მჟავანაძე: ერთი სული აქვთ, საპატრიარქომ ისინი განკვეთოს. ეკლესიის ნგრევის მცდელობები მერე ნახეთ

824
გააზიარეთ
ნიკოლოზ მჟავანაძე

რამდენიმე დღის წინათციანიდის საქმეზემსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ _ თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზის მდგომარეობა გაუარესდება, საპატრიარქოში არსებულ გარკვეულ არაჯანსაღ ძალებს საჯაროდ ამხელს.

მისი განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძის მოშორებით მის ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციებიმოკვდება”, ცდება, რადგან ძმისგან გამოგზავნილი წერილები, რომლებშიც ზოგიერთი ეპისკოპოსის მანკიერებებიდეტალურადაა აღწერილი”, მას აქვს და მზადაა, აუცილებლობის შემთხვევაში ეს წერილები გამოაქვეყნოს. იმავე პოსტში თორნიკე მამალაძე მაღალ იერარქებსაც შეეხო და საპატრიარქოს დაემუქრა, რომ შემოდგომიდანმამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილებასაქტიურად დაიწყებს. რას ნიშნავს საპატრიარქოსა და სრულიად სამღვდელოებისთვის პატრიარქის მდივანრეფერენტის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დეკანოზის ძმის მუქარამამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილებისშესახებ და ამ მუქარების კვალდაკვალ რას შეიძლება ელოდოს ეკლესია მომავალში? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ამას წინათ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ _ თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სექტემბრიდანმამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილებადაიწყებაალბათ, დამეთანხმებით, რომ სკანდალური პოსტია, თუმცა უფრო დეტალურ განმარტებებს თვითონ ჯერჯერობით არ აკეთებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ ახალ მადისკრედიტებელ კამპანიას ვიხილავთ უახლოეს მომავალში?

_ პირველ რიგში, ჩემთვის გაუგებარია, რა ლოგიკაში შეიძლება ჯდებოდეს ის, რომ, ერთი მხრივ, ითხოვ საპატრიარქოსგან შეწყალებას და, მეორე მხრივ, იმავე საპატრიარქოს აშანტაჟებ და ეუბნები: თუ არ შემიწყალებ, გამოგიქვეყნებ რაღაცასო. ახლა ეს კაცი (გიორგი მამალაძის ძმას ვგულისხმობ) სრულ ჭკუაზე რომ არ არის და უცნაურ რაღაცებს აკეთებს, ყველა ვხედავთ, მაგრამ გვერდით მაინც არ ჰყავს ვინმე საღად მოაზროვნე, ნორმალური რჩევა რომ მისცეს?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მუქარები და შანტაჟი გათვლილია სწორედ საპატრიარქოს იძულებაზე, არ შეიწყალოს გიორგი მამალაძე. ყველაფერი ძალიან მარტივია, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მუქარებისა და შანტაჟის შემდეგ ის საპატრიარქომ რომ შეიწყალოს, ხომ გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამ მუქარების რეალურობაზე?!

_ ეს განცხადებები იმ მიზანს ემსახურება, რომ საპატრიარქოს გიორგი მამალაძის შეწყალების მორალური შესაძლებლობა წაართვან?

_ სხვა, აბა, რა ლოგიკაა ის, რომ, ერთი მხრივ, ვითომ შეწყალებას ითხოვ და, მეორე მხრივ, იმუქრები: არ შემიწყალებ და გამხელო? თუ შეიწყალებენ, რა გამოვა? ის მუქარები რეალური ყოფილა და საპატრიარქოს შეეშინდა?! ეს ერთი. მეორე: თუ მართლა სასულიერო პირია გიორგი მამალაძე, ჭეშმარიტი ქრისტიანი და ქრისტეს მსახური, რას ნიშნავს მუქარა: “თუ ასე არ იზამთ, გამხელთ”? რა, თუ მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, გაჩუმდება?! როგორ შეიძლება, სასულიერო პირი პირობებს აყენებდეს იმისთვის, რომ ცოდვა არ ამხილოს. თუ მას უტყუარი ინფორმაცია და მტკიცებულებები აქვს იმაზე, რომ საპატრიარქოში სოდომური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსები არიან, აქამდე რატომ არ ამხილა?! კიდევ ვიმეორებ: საპატრიარქო, ალბათ, შეიწყალებდა გიორგი მამალაძეს და, დიდი ალბათობით, უკვე თავისუფალიც იქნებოდა, მაგრამ მამალაძესა და მის უკან მდგომთ არც შეწყალება სჭირდებათ და არც დეკანოზის ბედი არ ადარდებთ.

_ თქვენი აზრით, მაშინ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ ვფიქრობ, ჩვენ ამ პროცესებს არ უნდა შევხედოთ, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომელთა მიღმაც სხვა არაფერია, გარდა იმისა, რასაც ვხედავთ და გვესმის. რა თქმა უნდა, ეს არის გარედან მართული პროცესი და ის, რომ ეს რაღაც შეთქმულების თეორია არ არის, რომლისაც, მართალი გითხრათ, მე თვითონ არ მჯერა, უკვე ყველასთვის ნათელია.

რაც შეეხება მიზანს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური დიქტატურა სულს ღაფავს და ამერიკასა თუ ევროპაში იდეოლოგიურპოლიტიკური დღის წესრიგი ძირეულად იცვლება, მსოფლიოს გლობალისტური ცენტრების მთავარ მიზნად დღეს მაინც რჩება ქრისტიანობა და განსაკუთრებით მართლმადიდებლობა. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ქრისტიანული მორალია ძირითადი საფუძველი დღევანდელი დასავლური კონსერვატიზმის და აქედან მოდის ყველანაირი წინააღმდეგობანეოლიბერალურიპრინციპებისა თუ სტანდარტებისადმი, იქნება ეს მამათმავლობის ნორმად გამოცხადების პროპაგანდა, აბორტების თემა თუ სხვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე რეიტინგული და ავტორიტეტული ინსტიტუტი დღეს ქვეყანაში საპატრიარქოა, ცხადია, მათი უპირველესი დაბრკოლება სწორედ საპატრიარქოა. შესაბამისად, მთავარი შეტევა ხორციელდება ზუსტად მასზე და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამის ნაწილია ის ყბადაღებულილიბერალური თეზაც”, რომ თურმე ჩვენ არ ვიცით, თორემ ეკლესია სავსეა ფარული მამათმავლებითმარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებმა უნდა დაკარგონ ნდობა და სამღვდელოების ავტორიტეტს გაუჩნდეს ბზარი, თუმცა თვალნათლივ ვხედავთ: რაც უფრო ძლიერდება შეტევა ეკლესიაზე, რაც უფრო ბინძურ და აქტიურ ფაზაში გადადის ლიბერალური პროპაგანდა ამ მიმართულებით, მით მეტად შიშვლდება ეს პროცესი და ფარდა ეხდება ყველაფერს. ზუსტად ამას ამტკიცებს ეს .. ციანიდის საქმეც და, რაც უნდა პროვოკაციული განცხადებები აკეთოს მამალაძის ოჯახმა, რაც უნდა აშინოს და აშანტაჟოს ვითომ მისმა ძმამ საპატრიარქო, ამით მხოლოდ თავიანთ ზრახვებს ამხელენ. ისე, მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ საპატრიარქოში, ალბათ, არიან ადამიანები, რომელთა წესიერება კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ეკლესიას ტალახი ესროლოს. ქრისტეს 12 მოწაფე ჰყავდა და მათგან ერთი გამცემი იყო. ასე რომ, აპელირება ასე საჯაროდ იმაზე, ვინ სუფთაა და ვინ ცოდვებითა თუ მანკიერებებით შეპყრობილი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეკლესიის მტრების ინტერესშია.

_ ისე, არ ფიქრობთ, რომ საპატრიარქომ თვითონ უნდა მოახდინოს წმენდა საკუთარ წიაღში, სანამ მასში არსებული არაჯანსაღი ძალებით ეკლესიის მოწინააღმდეგეები ისარგებლებენ?

_ რა თქმა უნდა, ეს განცდა ბევრს უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ დეკანოზ მამალაძის, მეუფე პეტრეს (კიდევ ჭიღლაძეა ევროპაში, ვითომ სასულიერო პირი) მსგავსი ადამიანები გამუდმებით ტალახს ესვრიან საპატრიარქოს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. პატრიარქმა სიმკაცრე რომ გამოიჩინოს და ყველა განკვეთოს, ვინც, სჯულის კანონის თანამხმად, განსაკვეთია, მან შეიძლება გაცილებით ცუდი პროცესები გამოიწვიოს. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ბირთვი .. მამაოებისა, რომლებიც განკვეთილი იქნებიან დედაეკლესიიდან, და მერწმუნეთ, ამ ხალხს საკუთარი მრევლიც ეყოლება, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ მაინც. ასე მოხდა გახლეჩვა თავის დროზე საბერძნეთში და არაერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში. ასე რომ, საფთხე, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დიდია. მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ მგონია, რომ ეს ბრალდებები და თავდასხმები საპატრიარქოზე, რომელსაც ხშირად ვისმენთ ზოგიერთი მაღალი იერარქისგან, ემსახურება სწორედ მათ განკვეთას. თვითონ არიან მონდომებულნი და მოწადინებულნი, რომ განკვეთილ იქნენ ეკლესიის წიაღიდან. ეს ხალხი ამას უნებლიეთ, გაუაზრებლად არ აკეთებს. აი, ამ სიბინძურეს რომ ხედავს, ამიტომაა ფრთხილად პატრიარქი და ბევრს ეს უმოქმედობად ეჩვენება. კიდევ ვიმეორებ: დეკანოზი მამალაძე, მეუფე პეტრე და დანი თუ ძმანი მათნი ჩასაფრებულნი არიან _ ერთი სული აქვთ, საპატრიარქომ ისინი განკვეთოს, ეკლესიის ნგრევა და ნგრევის მცდელობები კი მერე ნახეთ…

არ შემიძლია, აქვე მოკლედ არ შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც, ალბათ, ძალიან საყურადღებოა ჩვენს რეალობაში: რამდენიმე დღის წინათ ერგნეთში 95-ე შეხვედრა ჩაიშალა. არათუ მოლაპარაკება ვერ შედგა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყოველი ასეთი მცდელობა, ყოველი მსგავსი შეხვედრა ამაოა და არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ; სანამ რუსეთის ფაქტორი არ იქნება სწორად და რეალობის შესაბამისად გათვალისწინებული, სანამ ჯერ მოსკოვთან არ იქნება სრულფასოვანი პირდაპირი დიალოგი და არ მოგვარდება ურთიერთობები, არანაირ მოლაპარაკებას არც აფხაზებთან და არც ოსებთან აზრი არ აქვს. მე ახალს არაფერს არ ვამბობ და, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ რუსეთის ფაქტორი საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ, ან ბრიყვია, ან საქართველოს მტერი. ეს ერთი და მეორე _ რაშიც სრულიად ვეთანხმები ალექსანდრე ჭაჭიას პოზიციას, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თუ რუსეთი წავა საქართველოდან, მის ადგილზე მოვა თურქეთი და, არათუ აფხაზეთს ან სამაჩაბლოს ვეღარ დავიბრუნებთ, დავკარგავთ დავითგარეჯსაც, ქვემო ქართლსაც, თბილისსაც და ყველაფერს. აი, ეს არის რეალობა, რომელიც კი არ გველოდება, ამ რეალობაში უკვე ვიმყოფებით და, რაც დრო გადის, რაც უფრო დროში იწელება პროცესები, ეს უფრო და უფრო რეალური ხდება

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here