მთავარი პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: დღევანდელ ხელისუფალთაგან, სამწუხაროდ, ბევრი დაუფარავად ლობირებს თურქეთის ინტერესებს

ნიკოლოზ მჟავანაძე: დღევანდელ ხელისუფალთაგან, სამწუხაროდ, ბევრი დაუფარავად ლობირებს თურქეთის ინტერესებს

ერდოღანი ე.წ. თურქ მესხებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდება

1635
გააზიარეთ
ნიკოლოზ მჟავანაძე

რამდენიმე დღის წინათ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში გამართულ ერთერთ ღონისძიებაზე XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან (კერძოდ, სამცხეჯავახეთიდან) შუა აზიაში (და თურქეთის ტერიტორიაზეც) გადასახლებულ თურქ მესხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა მათ საქმეს ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე დაიცავს. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში დღეს ყველა თურქ მესხს სამშობლოში დაბრუნება და იქ ხელახლა დამკვიდრება უპრობლემოდ უნდა შეეძლოს: “ჩვენ არ ვიყოყმანებთ, რათა დავიცვათ თურქი მესხების საქმე ყველა პლატფორმაზე, თუნდაც ყველა ჩუმად იყოს. ერთადერთი გზა, თუნდაც მცირედით შევუმსუბუქოთ ჩვენს თურქ დებსა და ძმებს ჭრილობები გულში, არის ის, რომ საშუალება მივცეთ თითოეულ თურქ მესხს, ვისაც ამის სურვილი აქვს, საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. არავინ უნდა დარჩეს გულგრილი ამ ადამიანების წუხილის მიმართ, რომლებსაც , 75 წელია, ძლიერი სურვილი აქვთ სამშობლოში დაბრუნების…”

შეგახსენებთ, რომ ერდოღანის იმპერიალისტური პოლიტიკა საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის რეგიონის მიმართ, უკვე წლებია, დაუფარავ ხასიათს ატარებს. იგი თითქმის ყველა თავის საჯარო გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავდა და დღესაც აღნიშნავს, რომ მუსლიმანებმა ყველა გზას და საშუალებას უნდა მიმართონ, რათა ისლამური ცივილიზაცია კანონიერ ადგილზე დააყენონ.

რა გზავნილია დღეს ჩვენთვის ერდოღანის განცხადება თურქი მესხებისსამშობლოში დაბრუნებისაუცილებლობაზე და რა საშუალებებით შეიძლება, ოფიციალურმა ანკარამ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აიძულოს ამ გადაწყვეტილების მიღება _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამას წინათ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თავის დროზე საქართველოდან გადასახლებულ თურქ მესხებს, სურვილის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ. რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენთვის ეს განცხადება?

_ ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი უკვე დეკრალირებული პოლიტიკის დონეზე ახორციელებს თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რაც თავის დროზე ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა დავითოღლუმ _ თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, “დიდი თურანის” თეორიის ავტორმა. მან ერთ-ერთ გამოსვლაში თუ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიას აღადგენდა იარაღის, ბრძოლისა და დაპირისპირების გარეშე.

რაც შეეხება კონკრეტულად თურქ-მესხებსა და საქართველოში მათი დაბრუნების იდეას, ჯერ ერთი, არანაირი მესხები ისინი არ არიან და ქართველობის არაფერი სცხიათ, ჩვეულებრივ თურქებზეა საუბარი; და მეორე _ თუ ეს მოხდება, შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთისთვის ეს იქნება უმოკლესი და უმარტივესი გზა დასავლეთ საქართველოს მისაერთებლად.

_ თქვენი აზრით, ეს საფრთხე რეალურია? თავის დროზე სააკაშვილსაც ხომ ჰქონდა მათი ჩამოსახლების იდეა?

_ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო ამაზე საუბრები და მახსოვს, როგორ კბილებით იცავდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამ იდეას. მათ შორის იყო, მაგალითად, გოგა ხაინდრავა, თუ არ ვცდები, მინისტრის თანამდებობა ეკავა იმხანად, მათ შორის იყვნენ ეს ჩვენი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა არაერთი წარმომადგენელი დღეს ხელისუფლებაშია, და მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში მყოფი ადამიანები. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილმა ეს ვერ გაბედა. რატომ, გასაგებია: იცოდა, რომ ამას მისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა… დღეს რა ხდება? დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ მაღალ პოლიტიკურ წრეებში მიდის გარკვეული ქვედინებები.

_ გინდათ, თქვათ, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ხელს უწყობს თურქეთის მისწრაფებას, რომ თურქი მესხების სახით საქართველოში დასაყრდენი გაიჩინოს?

_ დღევანდელ ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, ბევრია ადამიანი, რომლებიც პირდაპირ, დაუფარავად ლობირებენ თურქეთის ინტერესებს. განსაკუთრებით ბევრია ასეთი ხალხი პარლამენტში და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ პარლამენტმა უარი თქვა დიდგორობის უქმედ გამოცხადებაზე. წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე, თავის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდ გამარჯვებას ვერ ზეიმობს. ახლა რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ეს პოლიტიკა თავიდან ბოლომდე თურქეთიდან არის ნაკარნახევი.

რაც შეეხება ისევ ამ ე.წ. მესხების ჩამოსახლებას, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე აქ დაიწყება სამთავრობო ჯგუფებს შორის მუშაობა და უკვე ოფიციალურად დადგება ამ ხალხის ჩამოსახლების საკითხი. კიდევ ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული რენეგატები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ; და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდება მათთვის დამახასიათებელი გადაფარვის, მიჩუმათების პოლიტიკის ფონზე.

_ დავუბრუნდეთ ისევ ერდოღანის განცხადებას. მან თქვა, რომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე დაიცავს თურქი მესხების საქმეს. როგორ ფიქრობთ, რა ბერკეტები აქვს დღეს თურქეთს საქართველოზე რამე ზეგავლენის მოსახდენად, გარდა იმისა, რომ პარლამენტში გვყავს თურქეთის ინტერესების გამტარებელი ხალხი?

_ დავიწყოთ იმით, რომ არსებობს ჩვენი “მეგობარი” და “პარტნიორი” ევროსაბჭოს “რეკომენდაცია” ამ ხალხის საქართველოში დაბრუნებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ისევ თურქეთისა და მისი გავლენიანი პოლიტიკური წრეების ძალისხმევის შედეგია; მეორე _ თურქეთს უკვე, პრაქტიკულად, ნაყიდი აქვს ყველა სტრატეგიული ობიექტი, რაც კი არსებობს დასავლეთ და არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ არის მეორე სახელმწიფო აღმოსავლეთით _ აზერბაიჯანი, რომელიც თურქეთის მოკავშირეა და მის ინტერესებს ატარებს. სხვათა შორის, ეს დავითგარეჯის თემაც, ვფიქრობ, გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერითაა ინსპირირებული.

რაც შეეხება ქვეყანაში ეთნიკური თურქების დამკვიდრების საკითხს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამას განსაკუთრებით, მინდა, ხაზი გავუსვა: არანაირი მესხები ისინი არ არიან. ჩვეულებრივ თურქებზეა საუბარი და არანაირი გენეტიკური თუ ეთნიკური ნათესაობა მათ ჩვენთან არ აქვთ. ახლა რომელიღაცლიბერალურიტელევიზია რომ სადღაც ერთ კაცს მოძებნის, ორი სიტყვა დამტვრეული ქართულის მცოდნეს, დაგულის ამაჩუყებელსიუჟეტს მოამზადებს, არაფერს ნიშნავს. სხვათა შორის, ეს ხალხი თავის დროზე ფაშისტების დასაყრდენს წარმოადგენდა ჩვენს ტერიტორიაზე და ამიტომაც გაასახლეს იქ, სადაც საჭირო იყო. დანარჩენი თავად განსაჯოს საზოგადოებამ და დასკვნებიც გამოიტანოს: ვინ უფრო იყო ჩვენთვის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელი _ კომუნისტური სისტემა, რომელმაც ეს საფრთხე მოგვაშორა, თუ დღევანდელი მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ამ საფრთხეს უკანვე აბრუნებს

_ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხალხი უკვე ჩამოასახლეს. რა მოხდება, ანუ რეალურად რა სახის საფრთხე დაემუქრება საქართველოს?

_ გააჩნია, ვინ რა თვალით და გონებით შეხედავს. ვიღაც ლიბერალისთვის, რომელიც პრობლემას ვერ ხედავს, თუ ქართველები ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით ჩვენს ქვეყანაში, ეს საერთოდ სასაცილო თემაა, მაგრამ ობიექტურად და საღი გონებით თუ განვსჯით, რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნება. ახლა როგორ და რანაირად, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის _ ჯერ ერთ სოფელში დასახლდებიან, მერე _ რაიონში, მერე _ რეგიონში, მერე _ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდება თურქეთის მუდმივი პატრონაჟის ქვეშ. ისე, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გამიგია იმ ჩვენი გულანთებული პატრიოტების, რომლებსაც ვითომ საქართველოს ბედი ადარდებთ და რეალურად არაფრის გაკეთება არ უნდათ. რა ვთქვა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, როცა ამხელა შესაძლებლობები გაქვს, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, რაღაც უნდა გააკეთო, თუმცა ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თავის თვალსაზრისი

_ საზოგადოებაზე რას ფიქრობთ, ხალხი ადეკვატურია ამ საკითხში?

_ საზოგადოება, პირველ რიგში, არის დეზინფორმირებული და რეალურად რა ხდება, ვერ გაუგია, ამიტომ არის სერიოზული ძალისხმევა საჭირო, რათა ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ქვეყანაში ეს “ლიბერალური” საინფორმაციო ტყვეობა და ხალხი აღარ იწამლებოდეს “ნაც-ქოცური” სიბინძურით. რაც შეეხება ადეკვატურობას, მიუხედავად ყველანაირი პროპაგანდისა და დამუშავებისა, საბედნიეროდ, დღეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მაინც ეროვნულად აზროვნებს. ეს მინერგავს რწმენას, რომ ამ ხელისუფლებას, ისევე, როგორც სააკაშვილს თავის დროზე, არ გაუვა თურქეთის ხელისუფლებასთან ჩუმად შეთანხმებების დადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ თავი არ უნდა დავიმშვიდოთ და კარსმომდგარ საფრთხეს, როგორც რეალობას, თვალი უნდა გავუსწოროთ.

_ რუსეთის ფაქტორზე რა აზრის ხართ? არსებობს ასეთი თვალსაზრისი, რომ კრემლი არ დაუშვებს საქართველოში თურქეთის გავლენის გაძლიერებას.

_ საერთოდ, მიმაჩნია, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე ჩვენ ვერც აჭარას შევინარჩუნებთ, ვერც ჯავახეთს და ვერც სხვა ტერიტორიებს. გიჟი კი არ იყო ასლან აბაშიძე, რუსული ბაზები რომ ეყენა იქ და თურქებს ცხვირს არ აყოფინებდა. სხვათა შორის, იმხანად ასლანს თურქეთთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც იმითაც დასტურდება, რომ, როცა გულის ოპერაცია გაიკეთა სტამბოლში, პრეზიდენტმა დემირელმა პირადად ინახულა. წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი საავადმყოფოში მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თურქების ჭაჭანებაც არ იყო ბათუმში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი პრობლემების გასაღები, ჩვენი წინსვლისა და განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ჯერ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გააზრებაა და მერე, აქედან გამომდინარე, ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების პოლიტიკა რუსეთთან. ამის გარეშე, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ბათუმსაც დავკარგავთ, აჭარასაც, სამცხე-ჯავახეთსაც და შეიძლება თბილისიც ვერ შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ეს დღეს ბევრს არ ესმის საქართველოში და ქვეყანა, ფაქტობრივად, აყოლილია ერთ დიდ პოლიტიკურ ავანტიურას, რომელსაც, აგერ უკვე 20-25 წელიწადია, დასასრული არ უჩანს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. რუსეთიდან არაფერი გვემუქრება? რუსეთი და თურქეთი, ისე როგორც 1921 წელს ვერ დაგვესხმებიან ერთდროულად, მაშინდელივით, გენშტაბების დონეზე შეთანხმებული გეგმის შესაბამისად?

  2. სავსებით მართალია ბ-ნი ნიკოლოზი: „რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე ჩვენ ვერც აჭარას შევინარჩუნებთ, ვერც ჯავახეთს და ვერც სხვა ტერიტორიებს“. უფრო მეტიც: ვერც სახელმწიფოს, ვერც ქართველ ერს და ვერც მის მომავალს. მაგრამ, მგონი, რუსეთს აღარ აინტერესებს საქართველო. ერთადერთი, რაც მას სურს, ის, რომ მის სამხრეთ საზღვარზე არ იყოს ნატოსგან საფრთხე. რაც შეეხება იმას, რომ ასლან აბაშიძე ცხვირს არ აყოფინებდა აჭარაში თურქებს და პრეზიდენტი დემირელი მაინც პატივისცემით ეპყრობოდა, ეს იმიტომ, რომ, როგორც ბ-ნი ნიკოლოზი თვითონვე ამბობს, „რუსული ბაზები რომ ეყენა იქ“!
    რუსული ბაზები უფასოდ დაქირავებული ჯარის ფუნქციას ასრულებდა საქართველოს საზღვრების დასაცავად და საქართველოს რომ მათი გაყვანა არ მოეთხოვა, არც 2008 წლის „ომი“ მოხდებოდა, არც ოსეთ-აფხაზეთის აღიარება, არც „ბორდერიზაცია“ და არც ტატუნაშვილ-გაფრინდაშვილის ამბები. მათი გაყვანა ყველაზე დიდი პოლიტიკური უგუნურება იყო. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი მუხლებში უნდა ჩავარდნოდა სერგეი ლავროვს და ეთხოვა არ გაიყვანოთ ბაზებიო, ის კი ამაყობს, რუსეთს მე გავაყვაინე ბაზებიო!!!

  3. ვინც თურქეთის ინტერესებს საქართველოში ლობირებს ან თურქეთის ინტერესებს ემსახურება, ის საქართველოს უპირველესი მტერია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here