Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: გამწარებული ხალხის რისხვას ვერანაირი კანონითა და რეგულაციით ვერ შეაკავებენ

ნიკოლოზ მჟავანაძე: გამწარებული ხალხის რისხვას ვერანაირი კანონითა და რეგულაციით ვერ შეაკავებენ

მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი სახიფათო საგნის სწავლება იწყება

3312
ნიკოლოზ მჟავანაძე

ამ დღეებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უცხოეთიდან დაფინანსებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ახალიეროვნულისასწავლო გეგმა გრიალგრიალით დაამტკიცა და სისტემაში მიმდინარე ძირეული ლიბერალური რეფორმების მორიგი ტალღა აქტიურად დაიწყო. “ცვლილებების ფარგლებში, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგანიმოქალაქეობაშევა და ძირითადი აქცენტი ახალგაზრდების ცნობიერებაში ღირებულებით ნაწილზე გაკეთდება, რაც დღევანდელ ვითარებაში ობიექტური რეალობიდან გამომდინარე აუცილებლობაა თურმე. სტანდარტს სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაემატება რამდენიმე კომპონენტი. მე-7 კლასში იქნება სრულიად ახალი საგანიმოქალაქეობა”, რომელიც დაწყებით საფეხურზე დაწყებული საქმის გაგრძელებაა. ის მიზნად ისახავს ჩვენი მოსწავლეების გააქტიურებას, მათი დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და გაძლიერებას”, _ განუცხადა მედიას მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, სასწავლო პროგრამაში ასევე შესულია ნაადრევ ქორწინებასთან, რეპროდუქციულ განათლებასა და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული თემები, რათა მოსწავლე უკეთ იყოს გათვითცნობიერებული იმ ცვლილებებში, რომლებიც მისი და მისი თანატოლების თავს ხდება ან მოხდება: “სანამ მოსწავლე მივა თინეიჯერობის ასაკამდე, მან უნდა იცოდეს, რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში, რათა გააცნობიეროს ის ცვლილებები, რომლებიც მოხდება და ხდება მის თანატოლებში… ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში…”

ამ ცვლილებით ხელისუფლებას გადამწყვეტ ფაზაში შეჰყავს დასავლეთიდან ნაკარნახევი “ლიბერალური” გეგმა, რომელიც ახალგაზრდებში ტრადიციული ფასეულობებისადმი დამოკიდებულების ძირეულად შეცვლასა და მის ნაცვლად თანამედროვე დასავლური ფსევდოლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგანი “მე და საზოგადოება”, სკოლებში მწვავე საზოგადოებრივი პროტესტისა და უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც დანერგა. თუმცა, როგორც ჩანს, “დემოკრატიული” დასავლეთი, ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების კვალდაკვალ, ხელისუფლებისგან მეტს ელის და ახალგაზრდების ცნობიერებაში “ძირეული მენტალური რევოლუციის” მოსახდენად უფრო აქტიურ მოქმედებებს ითხოვს…

რას გულისხმობს თანამედროვე ლიბერალური გაგებითახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებადა რას ნიშნავს მინისტრის მოადგილის განცხადება, რომგანსაკუთრებით დიდი სამუშაო მოზარდებში ღირებულებით ნაწილშია”, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, განათლების სამინისტრომ ცოტა ხნის წინათ დაამტკიცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგანიმოქალაქეობაშედის. მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განმარტებით, ეს საგანი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და გაძლიერებას, ასევე მათთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის მიწოდებას, რაც პრაქტიკულად .. სექსუალური განათლების დანერგვაა. რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი ახლო მომავალში?

_ როგორც ჩემთვის ცნობილია, სახელმძღვანელოები ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული და მათზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის მთავარი; საინტერესო და მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს და გულისხმობს “დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება”, ან როგორ და რა ფორმით მოხდება ბავშვებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელზეც, როგორც ჩანს, მომავალი წლიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. არ მინდა, წინასწარ რაღაც დასკვნები გამოვიტანო და განგაში ავტეხო, მაგრამ ის, რაც აქამდე ვნახეთ და რა მცდელობებიც იყო სკოლებში ამ მიმართულებით, ვფიქრობ, გარკვეული ვარაუდების საფუძველს გვაძლევს.

_ რას გულისხმობთ?

_ ხელისუფლებამ დღემდე ზედმიწევნით შეასრულა გარე ძალების ყველა დირექტივა და, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, მიუხედავად უკმაყოფილებისა და წინააღმდეგობისა, კანონის სახე მისცა დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკური წრეების ყველა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ მითითებას. ჩამოთვლა, მგონი, საჭირო არ არის. რაც შეეხება ახალგაზრდებში “დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და გაძლიერებას”, თავისთავად ეს სიტყვები ისეთი ფორმულირებაა, ვინც საკითხში არაა ჩახედული და ვერ ერკვევა, რა პროცესები მიდის ირგვლივ, შესაძლოა, მას შეკითხვაც არ გაუჩნდეს, მაგრამ რეალურად დავფიქრდეთ: რას ნიშნავს და გულისხმობს თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური გაგებით დემოკრატია, რას ნიშნავს ინდივიდის თავისუფლება და შეუზღუდავი არჩევანი.

_ დავაკონკრეტოთ.

_ ყველაფერს თავი დავანებოთ და ევროპის ქვეყნებს შევხედოთ, საგანმანათლებლო სისტემამ ძირფესვიანად შეცვალა ადამიანების აზროვნება და, სულ რაღაც, 15-20 წელიწადში, რაც ისტორიისთვის არაფერია, სულ სხვა ტიპის საზოგადოება ჩამოაყალიბა. მაგალითად, თუ რიგითი ევროპელი 20-30 წლის წინათ თავისი კულტურული და იდეოლოგიური იდენტობის მთავარ წყაროდ ქრისტიანობას მიიჩნევდა, დღეს ეს აღქმა გამქრალია. ანუ, ლიბერალური ძალების მიერ პოლიტიკური ველის მონოპოლიზებასთან ერთად დაიწყო ახალი “ღირებულებითი სისტემის” დანერგვა ნულიდან, რაც, ძირითადად, ქრისტიანული ფასეულობების უარყოფას გულისხმობდა და ბუნებრივია, ამის განხორციელება საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით უნდა მომხდარიყო, ვინაიდან სწორედ ამ სისტემას შეუძლია, ადამიანის ცნობიერების განვითარება ადრეული ასაკიდან აკონტროლოს. აი, ზუსტად ამ ეტაპებს გავდივართ ახლა ჩვენ და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე მეტი ყურადღება გამახვილებულია სარწმუნოებრივ-ღირებულებით ფაქტორებზე. სხვათა შორის, ამას წინათ “ტვ პირველზე” იყო რაღაც დისკუსია და “ქალი-მამაო” რომ არის ერთი, რუსუდან გოცირიძე, შეშფოთებული ლაპარაკობდა, სადღაც დაწესებულებებში ჯვარი რომ არის გამოსახული, ამით ვიღაცის უფლებები შეიძლება ილახებოდეს, იმიტომ, რომ ის ვიღაც შეიძლება ქრისტიანი არ იყოს და სხვა რელიგიას აღიარებდესო… ისე, ერთი რამ მაინტერესებს: საქართველოს დროშაზე ჯვარი რომ არის გამოსახული, ამითაც ხომ არ ირღვევა ვინმეს უფლებები?! იქნებ მოვაშოროთ ჯვრები და მარტო თეთრი ფონი დავტოვოთ?! აი, ასეთი ავადმყოფი, დეგრადირებული ხალხის ხელშია ქვეყანა და რა გიკვირთ?! ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია, “ბავშვთა უფლებების კოდექსს”, სადაცაა, მიიღებენ. რა უშლით ხელს, რომ პირდაპირ დაწყებითი კლასებიდანვე დაიწყონ ბავშვების მოწამლვა?!

_ საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება ვერ იქნება ამ პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი?

_ სანამ საზოგადოების განწყობებზე ვისაუბრებთ, მინდა ერთი სტატისტიკური მონაცემი შევახსენო ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აინტერესებს ახალგაზრდების “განათლება” და “მომავალი: ბოლო რვა წელიწადში ქვეყანაში 2 905-მა ადამიანმა მოიკლა თავი და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი 16-დან 18 წლამდე მოზარდები იყვნენ”. ეს, იცით, რამხელა ციფრია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის? კატასტროფაა! ადრე, კომუნისტების პერიოდში, მასწავლებელი მშობელიც იყო ბავშვისთვის. დღეს რა ხდება? მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ იმიტომ, რომ აქ ლუკმაპურს ვერ შოულობდნენ. ვინც აქ არის, არ აქვს თავი, შვილს რომ მიხედოს. ამ დროს სკოლა, რომელიც მეორე სახლი უნდა იყოს მოზარდისთვის, იქცა რაღაც ჰიბრიდულ ლაბორატორიად, სადაც იმას კი არ უნერგავენ ბავშვს, რომ ტრადიციებს პატივი სცეს, ეკლესიურად იცხოვროს და ა.შ., არამედ ჩააგონებენ, რომ ის არის დამოუკიდებელი მოქალაქე, სრულიად თავისუფალი და, რასაც მოისურვებს, გააკეთებს. ამას რომ ეტყვი ბავშვს და მით უმეტეს კანონში ჩაუწერ: მშობელი გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა მის გატაცებასო, თუნდაც ნარკოტიკების მოხმარებას, რომელიც, თურმე, თინეიჯერობის ასაკში ბუნებრივი ამბავია, ის ნორმალური გაიზრდება?! ეს არის წახალისება და პროპაგანდა, რომელიც ბავშვს ღუპავს.

რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, ეს განწყობები, როცა იქნება, თავზე დაამხობთ ყველაფერს! თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც კანონებს მიიღებენ და ამით დააშინებენ საზოგადოებას, ასე არ მოხდება. მერწმუნეთ, როცა თითოეულ ოჯახს, თითოეულ მშობელს შეეხება ის უბედურება, რომელსაც იუვენალური იუსტიცია ჰქვია, და ბევრი გამოცდის ამას საკუთარ თავზე, გამწარებული ხალხის რისხვას ვერანაირი კანონითა და რეგულაციით ვერ შეაკავებენ. თუმცა კიდევ ვიმეორებ: არ მინდა, წინასწარ რაღაც დასკვნები გამოვიტანო და მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო იმაზე, რომ ახალი საგანი ამას და ამას გულისხმობს. ვნახოთ… ისე, საერთოდ, როცა რამე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცვლილება ხორციელდება, ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილება, როგორიცაა “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, ეს უნდა ხდებოდეს ხანგრძლივი სახალხო განხილვების ფონზე. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ კანონპროექტი მომზადებულიც არის, შეფასებულიც და, როცა პარლამენტს წარედგინება განსახილველად, მხოლოდ მერე ვიგებთ, რა ხდება… ეს არის ერთგვარი მზაკვრული გეგმა და სტრატეგია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად მათ ძალიან კარგად იციან საზოგადოების განწყობები.

_ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ნაწილობრივ საზოგადოების პასიურობითაც ხომ არ არის განპირობებული?

_ ვფიქრობ, ამ პროცესებში არა მხოლოდ საზოგადოება, საპატრიარქოც უნდა ჩაერთოს აქტიურად და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი…

_ თქვენი აზრით, დღეს საპატრიარქო არ არის საკმარისად აქტიური?

_ მოდი, ასე ვიტყვი… ხომ ამდენი რამ ხდება ქვეყანაში, რაც პირდაპირ მიმართულია ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ, ოდესმე გაგიგონიათ საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორ სერგო ვარდოსანიძის ხმა?! სხვათა შორის, მას ერთხელ ვკითხე: პატრიარქს რომ ლანძღავენ ვიღაც ვაითეოლოგები, ხმას რატომ არ იღებთ-მეთქი, იცით, რა მიპასუხა? უწმინდესისგან კურთხევა არ მაქვსო… ყველას თავისი აზრი აქვს. კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ, სრულიად საქართველო რომ ფეხზე დგება ხოლმე, როცა, ვთქვათ, მამათმავლობის დაკანონება უნდათ ან აღლუმების ჩატარება და ა.შ., კურთხევაა საჭირო?! მაშინ ხმა არავინ უნდა ამოიღოს არაფერზე…

საერთოდ, ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს განსაკუთრებით სჭირდება რკინის ხელი. დავით აღმაშენებელმა იმიტომ შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომ, პირველ რიგში, შინაურ მტრებს მოუგრიხა კისერი. თუმცა დღევანდელ საქართველოში “მოსაგრეხი” იმდენია, ეჭვი მეპარება, მათ ვინმემ მიხედოს, მათ შორის, არა მხოლოდ ლიბერალებში, იმ ხალხშიც, რომელიც ვითომ ტრადიციების დამცველია და სინამდვილეში, სადაც ფულის სუნი სცემს, იქ გარბის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here