მთავარი საქართველო ნიკა გვარამიას “ზრუნვის” შედეგად “რუსთავი 2”-ს 70 მლნ ლარამდე ვალი დაუგროვდა და...

ნიკა გვარამიას “ზრუნვის” შედეგად “რუსთავი 2”-ს 70 მლნ ლარამდე ვალი დაუგროვდა და ქიბარ ხალვაში კომპანიას გამჭვირვალე კონკურსის წესით გაყიდის

553
გააზიარეთ
ქიბარ ხალვაში

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2” ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანიზრუნვისა და ლოლიავისშედეგად კატასტროფის წინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70 მლნ ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 მლნ ლარს შეადგენს, _ ნათქვამიარუსთავი 2”-ის 100 %-იანი წილის მფლობელ ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქიბარ ხალვაშის შეფასებით, ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ს ძარცვავდა.

“თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”. თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც “რუსთავი 2” მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას…

დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფის წინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70 მლნ ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 მლნ ლარს შეადგენს. “რუსთავი 2”-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს _ წყლის მომწოდებელი კომპანიით დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენ მიერ მოთხოვილ ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რომელიც ამ ზარალს დაადასტურებდა. ჩემთვის ცხადია და ნათელია ის სქემები, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებული ვარ, ამ დავაშიც გავიმარჯვებ”, _ განაცხადა ხალვაშმა და დასძინა, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები “რუსთავი 2”-ის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი, რის გამოც კომპანიას გამჭვირვალე კონკურსის წესით გაყიდის.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here