Home სხვადასხვა დაიჯესტი ნიდერლანდები ნარკოსახელმწიფოდ იქცა

ნიდერლანდები ნარკოსახელმწიფოდ იქცა

2901
ნიდერლანდები ნარკოსახელმწიფოდ იქცა

ამბობენ ამ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები და აღიარებენ, რომ ძალიან გაუჭირდათ ბრძოლა ნარკოტიკების შავი ბაზრის წინააღმდეგ, რომელიც ფართოვდება,_ იუწყება თჰე Guardian ამ ქვეყნის პოლიციელთა ასოციაციის მოხსენებაზე დაყრდნობით.

ოფიციალური მონაცემებით, დანაშაულის რაოდენობა იკლებს. მაგრამ სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ მსხვერპლთაგან ბევრი პოლიციას აღარ მიმართავს, დამნაშავეთა ორგანიზაციებს კი, ფაქტობრივად, თავისუფალი მოქმედებისთვის იდეალური პირობები აქვთ შექმნილი. იზრდება ადამიანების დაუცველი ჯგუფების მიმართ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა.

“იმ ძალებითა და რესურსებით, რომელიც გვაქვს, ცხრიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი შეიძლება დავამარცხოთ”, _ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც გაზეთმა De Telegraff-მა მიიღო. პოლიცია იფარგლება დამკვირვებლის როლით, ხოლო წვრილი დამნაშავენი შეძლებულ მეწარმეებად ყალიბდებიან და ფეხს იკიდებენ სასტუმროების ან ტურისტულ ბიზნესში, ასევე საბინაო ბაზარზე.

“ნიდერლანდები ბევრი მაჩვენებლით შეესაბამება ნარკოსახელმწიფოს”, _ მითითებულია მოხსენებაში, რომელსაც საფუძვლად 400 სამართალდამცველთან საუბრები უდევს. აღნიშნულია, აგრეთვე, რომ ქვეყანას აკლია, სულ ცოტა, 2 ათასი პოლიციელი.

მარიხუანისა და პროსტიტუციის ლეგალური სტატუსი ძალაუნებურად უბიძგებს ნიდერლანდებს ადამიანებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ცენტრად ჩამოყალიბებისკენ. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში აკრძალული “ესქტაზის” დიდი ნაწილი დამზადებულია ქვეყნის სამხრეთში, ხოლო ამოღებული კოკაინის ნახევარი ჩატანილია როტერდამის პორტიდან.

მსუბუქი ნარკოტიკები, რომლებსაც მარიხუანაც მიეკუთვნება, ნიდერლანდებში ოფიციალურად ნებადართულია. მათი მოხმარება ჯანდაცვის პრობლემებს განეკუთვნება და დანაშაულად არ ითვლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here