მთავარი საზოგადოება ნიაზ ბოლქვაძე: ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არასოდეს დასწრებია აჭარის გათავისუფლების დღესასწაულს

ნიაზ ბოლქვაძე: ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არასოდეს დასწრებია აჭარის გათავისუფლების დღესასწაულს

1273
გააზიარეთ
ნიაზ ბოლქვაძე

ახლახან დაიბეჭდააჭარის მამულიშვილთა კავშირისხელმძღვანელის, ფილოსოფოსის, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, რუსეთის ფილოსოფოსთა საზოგადოების წევრ ნიაზ ბოლქვაძის წიგნიაზროვნების ეკოლოგია _ კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება”.

წიგნი რელიგიათა შორის დაპირისპირებასა და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზეა, რომლებიც მომავალში კაცობრიობას ემუქრება. საყურადღებოა, რომ ავტორი მკითხველს პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს. წიგნის გამოცემის მიზანზე, პრობლემების გადაჭრის გზებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზესაქართველო და მსოფლიოსნიაზ ბოლქვაძე ესაუბრება.

_ ბატონო ნიაზ, მოგეხსენებათ, პარლამენტმა შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, რომელიც 12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ გამოცხადებას ისახავდა მიზნად. როგორც ცნობილია, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია თურქეთის საელჩოს თხოვნას. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს საქმეებში ჩარევას და ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესების დაკნინებას?

_ რა თქმა უნდა, ნიშნავს. ამაზე მეტად ქვეყნის დაკნინება რაღა უნდა იყოს?! დიდგორის ბრძოლა ჩვენი ისტორიის სახელოვანი ფურცელია და როგორ შეიძლება მისი დავიწყება და უგულებელყოფა?! ჩვენ არავის ვებრძვით და არც ვინმეს წყენინება გვინდა, მაგრამ თურქებს თუ სხვა ინტერესი არ ამოძრავებთ ჩვენ მიმართ, რატომ უნდა ეწყინოთ, თუ ჩვენს ისტორიულ თარიღს ვიზეიმებთ?!

რამდენი ხანია, ვითხოვთ ბათუმში ოსმალეთისგან აჭარის გათავისუფლების მემორიალის აღმართვას და ნებას არ გვრთავენ. 30 ათასზე მეტი ხელმოწერაც შევაგროვეთ, მივმართეთ ხელისუფლებას, საპატრიარქოს, მაგრამ ამაოდ. ჩვენი ქვეყანა გამუდმებით კარგავს ტერიტორიებს, ამიტომ ეს მემორიალი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის წინაშე მდგომ ქართველ ხალხს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. ბევრი არაკეთილმოსურნისგან მსმენია, როგორ ვერ შეეგუეთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას, ამდენი წელი გავიდაო. ამ მემორიალით ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ, რომ ვერასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას. შევახსენებთ, რომ აჭარა და მესხეთი სამასი წლის შემდეგაც კი დაუბრუნდა დედასაქართველოს.

25 აგვისტოს, უკვე მეხუთე წელია, აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს. პარლამენტს, საქართველოს საპატრიარქოს მივმართეთ თხოვნით, რათა ეს დღე გამოეცხადებინათ აჭარის გათავისუფლებისა და დედასამშობლოში დაბრუნების დღედ, მაგრამ პასუხი არც ამ საკითხზე მიგვიღია. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვიწვიეთ, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არასოდეს დასწრებია აჭარის გათავისუფლების დღესასწაულს. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ეს არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა და არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

_ თქვენი აზრით, ხელისუფლება რატომ გეუბნებათ უარს გამარჯვების მემორიალის აღმართვაზე: იმავე მიზეზით ხომ არა, რა მიზეზითაც 12 აგვისტოს გამარჯვების დღედ გამოცხადებისგან იკავებს თავს? ვისი ეშინია თუ ერიდება ამ შემთხვევაში ხელისუფლებას?

_ დიდმა მოქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა, თავის დროზე მოიწონა იდეა და თქვა, მხდალი ხალხი ვართ, ალბათ, თორემ ასეთი მემორიალი აქამდეც უნდა გვქონოდაო. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის არა მხოლოდ გამარჯვების მემორიალი, არამედ მასზე ასახულია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია. თურქეთის ბევრ ქალაქში ვიყავი, ვნახე მათი ისტორიული ძეგლები და ისიც, როგორ ამაყობენ საკუთარი გამარჯვებებით… სერიალიც გადაიღეს _ “დიდებული საუკუნე”. ჩვენგან კი ჩვენი გამარჯვების უგულებელყოფას მოითხოვენ.

_ თქვენი აზრით, რატომ ითხოვენ ამის გაკეთებას?

_ გასდით და იმიტომ. სიმხდალის გამოვლინებაა ეს ჩვენი მხრიდან და მეტი არაფერი.

იყიდება ჩვენი მიწები, მოქალაქეობას იოლად ანიჭებენ უცხოელებს. მე შევხვდი ნიგერიელ სტუდენტებს, რომლებმაც ქართული ერთი სიტყვაც არ იციან და საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

ამაზე მეტი უთავმოყვარეობა გაგონილა?! მე რომ ახლა რომელიმე ქვეყანაში ჩავიდე, ასე ადვილად მომცემენ მოქალაქეობას?

_ საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 79- მუხლში ჩაიწერება, რომ საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს. მართებულად მიგაჩნიათ კონსტიტუციაში ამგვარი ჩანაწერის გაკეთება?

_ ხელისუფლება დიდგორის ომს, აჭარის გათავისუფლების დღეს არ აღიარებს, მაგრამ ხომ არ შეიძლება მუდმივად ასეთ პოლიტიკას განაგრძობდეს? ნატო-ნატოს უსაფუძვლო ძახილმა სამაჩაბლოც დაგვაკარგვინა. კონსტიტუციაში კი ის უნდა ჩაიწეროს, რაც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინა პლანზე წამოწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს.

_ ბატონო ნიაზ, გამოვიდა თქვენი წიგნიაზროვნების ეკოლოგია _ კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება”. რა იყო წიგნის გამოცემის მიზანი, კონკრეტულად რა პრობლემებს ეხება ის?

_ ამ პატარა ნაშრომზე 12 წელი ვიმუშავე. ჯერ კიდევ ყმაწვილი ვიყავი, როდესაც ფილოსოფიით, რელიგიითა და მსოფლიოს მოაზროვნე ადამიანების ცხოვრების შესწავლით დავინტერესდი. წლების შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი: ყველა ტრადიციული რელიგია ემსახურება ერთ ჭეშმარიტებას _ უმაღლეს გონს, ერთი ღმერთის იდეას. ნებისმიერი მათგანი ერთსა და იმავე პრინციპს ეფუძნება _ “რაც არ გინდა შენთვის, ნუ უსურვებ სხვას”. მიხედავად ამისა, არც ერთი რელიგია სხვა რელიგიას არ აღიარებს და მხოლოდ თავის ქადაგებას მიიჩნევს ჭეშმარიტებად. კაცობრიობას კი სხვადასხვა მიმართულების რელიგიურ კონფესიათა შორის კონფლიქტების გამო აუნაზღაურებელი მორალური და ფიზიკური ზიანი ადგება.

მრავალწლიანი კვლევა-ძიებისას შევხვდი სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს, მათ შორის _ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეს, რუსეთის მუსლიმანთა საზოგადოების თავმჯდომარე ტალგატ ტაჯუდინს, ბუდიზმის ერთ-ერთ გამოჩენილ ლიდერს, ტიბეტელ ბერ გეშე ლამა ჯამპა ტინლეიას, ბაშკირეთის მეუფე ნიკონს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის. უნდა შევხვედროდი რუსეთის პატრიარქ კირილსა და რომის პაპს, მაგრამ ეს შეხვედრები ჩაიშალა, თუმცა იმედი მაქვს, ამის საშუალება მომავალში მაინც მომეცემა.

უპირველესად, საინტერესოა, რომელ საფრთხეებს მიჰყავს კაცობრიობა კატასტროფისკენ. ერთერთი საფრთხე რელიგიური დაპირისპირება, რელიგიურ საფუძველზე წარმოქმნილი ტერორიზმია, ხოლო ყველა არსებული პრობლემის _ ტერორიზმის, ბირთვული კატასტროფების _ თავიდათავი არის ადამიანი, ამიტომ კარგი იქნებოდა ტრადიციული რელიგიების ერთ მსოფლიო რელიგიად გაერთიანება. ამით თავიდან ავიცილებდით რელიგიურ ომებს, კონფესიათა შორის კონფლიქტებს, მაგრამ ამ იდეას თანამედროვე სამყაროში განხორციელება არ უწერია.

დედამიწაზე ადამიანთა დაყოფა, როგორც ენის, ისე რელიგიის მიხედვით, უფლის ნებით მოხდა, მაგრამ ყველას ხომ საერთო პრინციპი და მიზანი აქვს?! ამ სიმართლის აღიარება წერტილს დაუსვამს რელიგიათა შორის დაპირისპირებას, ამის მიღწევა კი მხოლოდ აზროვნების ეკოლოგიითაა შესაძლებელი.

2004 წელს გაეროს გენერალური მდივნის _ კოფი ანანის _ ინიციატივით სამყაროში შექმნილი ურთულესი მდგომარეობისა და თანამედროვე გამოწვევების შესაფასებლად მსოფლიოს გამოჩენილი მოღვაწეები შეიკრიბნენ, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს პრობლემების გადასაჭრელად. პრობლემათა შორის ეკონომიური და სოციალური საფრთხეების პარალელურად დაასახელეს ეკოლოგიური დეგრადაცია, ტერორიზმი და ერებს შორის დაპირისპირება, რომლებიც, ძირითადად, რელიგიური ფანატიზმითაა განპირობებული. ბოლო წლებში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილმა კონფლიქტებმა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეც დააყენა და, გაეროს მცდელობის მიუხედავად, მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, ამიტომ ვფიქრობ, ამ საკითხისადმი ახლებური მოდგომაა საჭირო, მით უფრო _ დღეს, როდესაც დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ადამიანმა დაიწყოს ზრუნვა მისივე დაუდევრობით, რელიგიური დაპირისპირებებითა და არაეკოლოგიური ჩარევით დარღვეული ბუნებრივი კანონზომოერების აღდგენაზე.

_ წიგნში არის პასუხი იმაზე, როგორ დავიცვათ თავი მოსალოდნელი კატასტროფისგან?

_ რა თქმა უნდა. წიგნში კონკრეტულად არის მითითებული, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. სხვათა შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურიდან გამოგვეხმაურნენ, დაინტერესდნენ და ნაშრომი ინგლისურ ენაზეც უნდა ითარგმნოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

2 COMMENTS

  1. რა მემორიალი. ხვალ აჭარა თურქეთის იქნება…1918-წლის ხელშეკრულებას ვადა გასდის. და ამიტომ ააშენა ბათუმი სააკაშვილმა….

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here