მთავარი პოლიტიკა ნეოლიბერალთა ორკესტრირებული შეტევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე

ნეოლიბერალთა ორკესტრირებული შეტევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე

1093
გააზიარეთ
კობახიძე-ბახტაძე-ზურაბიშვილი

არ უნდა გაგიტაცოს უცხო ქვეყნის ფსევდოკულტურამ; ნუ იქნები ზედმეტად ლიბერალი

ამონარიდი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მიმართვიდან ნათლულებისადმი

წინამდებარე წერილის ეპიგრაფად გამოვიყენე ამონარიდი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის 2016 წლის მაისის მიმართვის ტექსტიდან მრავალრიცხოვანი ნათლულებისადმი. ამ ვრცელი მიმართვის პათოსს შეიძლება ვუწოდოთ, საზოგადოდ, სამშობლოს, მართლმადიდებელი ქრისტიანობის სიყვარულის ქადაგება მომავალი თაობისთვის, მაგრამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ქართველი ხლისტების, .. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, აგრეთვე, .. (რატომ მრავალგზის..”? _ იმიტომ, რომსოროსებისმიერ გულუხვად დაფინანსებული ჩამოთვლილი ასოები, ყველას და ყველაფერს იცავენ, ყოველივე ქართულის, ეროვნულის, მართლმადიდებლურის გარდა) სახალხო დამცველისთვის და ამიტომ ისინი განსაკუთრებულად სწორედ სტატიის ეპიგრაფის ფრაზებმა აღაშფოთა.

მათ აღფოთება-შეშფოთებას საერთაშორისო მასშტაბები არ შეუძენია და, ძირითადად, ცალკეული საზოგადო მოღვაწეებისა თუ სასულიერო პირთა გულისწყრომის საგანი გახდა, თუმცა ყველაფერი წინ იყო… მთავარი სათქმელის წინ ერთგვარ “მოთელვას” ვთავაზობ მკითხველს ე.წ. ევროპული კომისიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებული 23 რეკომენდაციიდან (წაიკითხე, ბრძანებიდან) რამდენიმეს ციტირების მეშვეობით.

ეს “რეკომენდაციები” ა.წ. 1 მარტს გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში:

1.“საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ კომისიას გვაცნობა (წაიკითხე, “ჩაუშვა” _ ..) რომ საგანმანათლებლო სექტორში არ დანერგილა სპეციალური პროგრამები ლგბტ პირთა მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობისთვის; არც სკოლებში და არც უნივერსიტეტებში. დისკუსია ჰომოსექსუალიზმის არსებობაზე არ არის ჩართული სკოლის სასწავლო პროგრამებში; ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით

2.ამჟამად საქართველოში არ არის აღიარებული ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა. ეს იწვევს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას; სქესის შეცვლის ოპერაციის კრიტერიუმები ბუნდოვანია; ECRI (რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისია _ ..) განსაკუთრებულად ამახვილებს ხელისუფლების ყურადღებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2048 (2015) რეზოლუციაზე. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშაოს სქესის შეცვლის პროცედურებსა და მათი ოფიციალურად აღიარების მიმართ”.

გარდა ამისა, ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში

* საქართველოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს “ქართველი ერის შეურაცხყოფა”, ჰომოსექსუალიზმს კი “დაავადება” უწოდა;

* “საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თურქი-მესხებისთვის რეპატრიაციასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა მიიღოს;

* წუხილია გამოთქმული, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს სადავო ტაძრებს არ უბრუნებს”…

რა ჰქვია ამ ყველაფერს? რისკენ მოგვიწოდებს ევროპული კომისია?

რისკენ და თქვენი ღმერთი დაივიწყეთ, ჩვენი სატანა იწამეთ და, საერთოდაც, ქართველებმააახვიეთღვთით კურთხეული, მარიამის წილხვედრი ქვეყნიდან, რათა დასავლეთის დარად საქართველოშიც ეშმაკმა იზეიმოსო.

თვით ურწმუნო თომებისთვისაც კი ცხადი უნდა გახდეს, რომ დასავლეთიდან (წაიკითხე, აშშ) უშურველად და ულიმიტოდ (თუ ასე თქმა შეიძლება) მხოლოდ გარყვნილება, სიბინძურე, სატანიზმი შემოედინება ჩვენთან და ეს ე.წ. რუსული ნარატივი კი არა (როგორც ეს უნდათ წარმოგვიდგინონ ქართველმა რუსოფობებმა), არამედ მწარე სიმართლეა. თუმცა, რატომ მწარე? ქართველი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ძაღლის თავი, ერთმორწმუნე რუსეთში კი არა, სატანისტურ დასავლეთშია დამარხული და, აქედან გამომდინარე, შეიძლება სიმწარე სიტკბოთი შეიცვალოს.

ლგბტ ღონისძიებები ქართველი ერის სირცხვილია, ხოლო მამათმავლობა ავადმყოფობააო, _ ბრძანა ჩვენმა სათაყვანებელმა პატრიარქმა და ამის გამო უწოდა ჩვენმამეგობარმაევროპულმა კომისიამ საქართველოს სულიერ მამას სიძულვილის ენით მოსაუბრე. ეს არის არა მხოლოდ დედაეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფა, არამედ, პირველ რიგში, ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხება.

ამიტომ მივმართავ ქოცების ფარისეველ მინისტრებს, პარლამენტის “ხუჭუჭა” თავმჯდომარესა და ხელისუფლება-ოპოზიციის წარმომადგენლებს: ანთებული კელაპტრებით ხელში რომ ჩამწკრივამწკრივდებით სამების ტაძარში და მუხლმოდრეკით ეთაყვანებით კათოლიკოსპატრიარქს, თუსიაფანდიარ არის თქვენიალილუიადამამაო ჩვენო”, რას დადუმებულხართ ამ ბოროტებაზე, რატომ არ გამოდიხართ ერთობლივი მკაცრი განცხადებით, რატომ სათანადო ადგილს არ მიუჩენთ ბინძურ და გარყვნილ ევროპულ კომისიას?

თუმცა მეც ვარ რაა, სიბერეშიც ვერ მოვეშვი რიტორიკას _ იმიტომ დუმან და მომავალშიც კრინტს არ დაძრავენ ფარისეველი პოლიტიკოსები, რომ ქოც-ნაცებს, ორივეს, ერთი პატრონი ჰყავთ: მტკვრის ნაპირებზე _ აშშ-ის საელჩო, ხოლო პოტომაკის ნაპირებზე _ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ის, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიო გეოპოლიტიკის ანარეკლია _ მიმდინარეობს უმწვავესი, შეიძლება ითქვას, საბედისწერო ბრძოლა აგრესიულ, უღმერთო ნეოლიბერალურ (წაიკითხე, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები) ძალებსა და ტრადიციონალისტ კონსერვატორებს (წაიკითხე, პრაქტიკულად, მარტოდმარტო დარჩენილი მართლმადიდებელი რუსეთი) შორის.

ამ დაპირისპირებას კომენტატორებმა უწოდეს “ცივი მშვიდობა”, რომელიც ნებისმიერ მომენტში მესამე მსოფლიო, ცხელ ომად, ბირთვულ არმაგედონად შეიძლება გადაიქცეს.

ერთი მხრივ, ძლევამოსილი ბირთვული რუსეთი აღმართულა ნატოელი სატანისტებისთვის აუღებელ ბასტიონად, სადაც ვერაფრის, თვით მწვანე დოლარის დიდებითაც ვერ შეაღწია ლგბტ-პედერასტიის “პროგრესულმა” იდეებმა და, მეორე მხრივ, იქნებ გაგიკვირდეთ, მაგრამ პატარა საქართველო. ამაში კი მთავარი “დამნაშავე” საქართველოს დედაეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქია.

სტატიის სათაურში ორკესტრი ვახსენეთ. ჰოდა, სადაც ორკესტრია, იქ დირიჟორიც არის სახელად აშშ და მთავარი აქტორებიც _ .. არასამთავრობო ხლისტები, ბუდარიხა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროპული კომისია, ევროსაბჭო თავის ევროკავშირიანად, მეუფე ყანდურნი, რომლებმაც საეჭვო ინტენსივობით მოუხშირეს კაპიტოლიუმის ბორცვზე ვიზიტებს, აშშდან ბევრი რამ სხვანაირად დავინახეთო _ ასე ყოფილა, მწვანე დოლარებს მხედველობის რაკურსის შეცვლაც შესძლებია.

აი ამ ხალხმა თუ ორგანიზაციებმა მიიტანეს ორკესტრირებული შეტევა დედაეკლესიაზე და, უნდა ითქვას, არცთუ წარუმატებლად _ შავი ჯიპების თემით დაწყებული, მრავალ უკეთურობაში ამხილეს ეკლესიის დაბალ-მაღალი იერარქები, რაც ე.წ. ციანიდის სკანდალით დააგვირგვინეს.

ამ ყველაფერმა ერთად და ცალ-ცალკე, უდავოდ შეარყია ეკლესიის ავტორიტეტი, მაგრამ მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერაფერი დააკლო _ ილია მეორის რეიტინგი კვლავ ძალიან მაღალია და ეს აგიჟებთ და აცოფებთ ზემოხსენებულ დირიჟორსა თუ ორკესტრანტებს და ახლა საქმეში ქვაბავაზაკნი, მეუფე ყანდურები ჩართეს. მათგან პირველმა, “რუსთავი2”-ის შტატიანმა რესპონდენტმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პირდაპირ ეთერში “ნათელი მოჰფინა” ციანიდის ჩახლართულ საქმეს და მოგვიანებით ისიც იკადრა, მითი პატრიარქის მწყემსკეთილობის შესახებ დამთავრდაო.

ამწმინდანიმეუფისგან არაფერი გამიკვირდება. თვალებში ჩახედეთ, როგორი უკეთურობა გამოსჭვივის _ თვალები არ ტყუიანმე ის მიკვირს, რომ ასეთი მკრეხელობის _ პატრიარქის გაუგონარი შეურაცხყოფის _ შემდეგაც კი მარტვილის მრევლმა წვერებით როგორ არ გამოათრია პეტრეყანდური ტაძრიდან.

კიდევ ერთი მეუფე ყანდური, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლიც (გურამ ბერბიჭაშვილი), რბილად რომ ვთქვათ, პატრიარქის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა. მეუფე გრიგოლიც პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების მსურველ იმ ყანდურთა გუნდშია, რომლებიც, როგორც აფთრები, ისე ელოდებიან და ნატრობენ სიკვდილს პატრიარქისას. საგულისხმო პარადოქსული პარალელებია: გასული საუკუნის დასაწყისში გიგლა ბერბიჭაშვილმა ბერდანკის ტყვია დაახალა დიდ ილიას, ხოლო 100 წლის შემდეგ იმ ბერბიჭაშვილის იდეური შთამომავალი (თუმცა ვინ უწყის, იქნებ სისხლისმიერიც) გურამ ბერბიჭაშვილი ილია მეორეს უთხრის სამარეს და კიდევ _ 1000 წლის წინათ გიორგი ჭყონდიდელის აღზრდილმა დავით აღმაშენებელმა უძლიერესი ქართული სახელმწიფო ააშენა, ხოლო დღეს ჭყონდიდელი მეუფე მარტვილიდან ანგრევს საქართველოს _ პატრიარქთან ბრძოლა ხომ საქართველოს ნგრევაა…

დავით მხეიძე

P.S. როგორც წინა კვირაშირუსთავი 2”-მა დააანონსა, მიმდინარეობს ეკლესიის პატიოსან მაღალ იერარქებზე ვიდეო თუ აუდიოკომპრომატების შექმნა; ჩემი წყაროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქზეც. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევ, ქართველი ერის სახელით გავაფრთხილო ის მეუფე ყანდურნი თუორკესტრისსხვა მონაწილენი, რომელთა თავებშიც მოიხარშა ის სიბინძურენი, რომელთა გასაჯაროებამ, მათი გათვლებით, ბოლოს და ბოლოს, ძირს უნდა დასცეს პატრიარქის ზემაღალი რეიტინგი. იცოდეთ, პატრიარქს ვერაფერს დააკლებთ, აი, თქვენს ბუმბულს კი უეჭველად ვიხილავთგაშლილს, გაფანტულს ველადა”!

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. უნდა წაართვა ამთ ეგ სანთლები და ზედ ჩააწვა ისე რო არ დაავიწყდეთ არასოდეს, დარჩეთ იარა სამუდამოდ!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here