Home სხვადასხვა დაიჯესტი ნაციზმი თავის დროს ელოდება ევროპაში

ნაციზმი თავის დროს ელოდება ევროპაში

616
ნაციზმი თავის დროს ელოდება ევროპაში

ცოტა ხნის წინათ გერმანია შეძრა ნაცისტური წარსულის გამო ატეხილმა სკანდალმა _ გერმანიის ქალაქ მიულჰაიმის (ჩრდილოეთ რეინვესტფალიის მიწა) პოლიციელები პოპულარული მესენჯერის დახურულ ჯგუფში, სულ ცოტა, 8 წლის განმავლობაშიატრიალებდნენნაცისტური შინაარსის მასალებს და ერთმანეთსყავისფერიიუმორით ართობდნენ. ეს ხდებოდა ქვეყანაში, რომელიც გულმოდგინედ ცდილობს, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ახსოვს ჰიტლერის მიერ ჩადენილი დანაშაულები, თავისი ბრალი კაცობრიობის წინაშე და ატარებსღია კარისპოლიტიკას მიგრანტების მიმართ.

ჰეიკო მაასი
ჰეიკო მაასი

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნაცისტური შინაარსის ხუმრობებით ერთობოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მსგავსი სკანდალი აღინიშნა ბუნდესვერის (გერმანიის შეარაღებული ძალები) ელიტურ ქვედანაყოფებშიც.

ზოგი ამ მოვლენებს გერმანიის მთავრობის ახლომხედველურ საიმიგრაციო პოლიტიკას მიაწერს: გერმანიის ძალიან ბევრი მოქალაქე უკმაყოფილოა და ვერ ეგუება აღვირახსნილ მულტიკულტურიზმს, ჩამოსულთა შორის დანაშაულის ჩადენის მაღალ დონეს და მათ ცხოვრებას ქვეყნის ბიუჯეტის კმაყოფაზე.

მათ, ვისაც რაღაცები ახსოვს ისტორიიდან, იციან, რომ ფაშიზმი აღმოცენდა იტალიაში და, როგორც ნაციზმი, გაფორმდა გერმანიაში; რომ გერმანიისა და იტალიის მსგავსი რეჟიმი გენერალმა ფრანკომ დაამყარა ესპანეთში; რომ ჰიტლერის მხარდამჭერები და ხელის შემწყობები მალე გამოჩნდნენ ევროპის სხვა ქვეყნებში და საბჭოთა კავშირშიც კი (ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და ვლასოვის არმიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს შორის). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი აშშმა დიდი წარმატებით გამოიყენა ფაშისტურნაცისტური რესურსი საბჭოთა კავშირთან ბრძოლასა და უზარმაზარი ქვეყნის დანგრევაში.

ნაციზმის გვერდით ყოველთვის არ არის ანტისემიტიზმი, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2019 წელს განაცხადა, რომ დასავლეთის თითქმის ყველა დემოკრატიაში შეინიშნება ანტისემიტიზმი, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. “ანტისემიტიზმი ებრაელების პრობლემა არ არის, ეს რესპუბლიკის პრობლემაა”, _ განაცხადა მაკრონმა.

ევროპელებს ეშინიათ, აღიარონ, რომ ანტიჰუმანისტური იდეები _ ეს არის ის, რაც ჩამალულია ცნობიერების სიღრმეში და იქ ფესვები აქვს გადგმული. ყბადაღებული ევროპული ჰუმანიზმი არჩევითია. ის ვრცელდება მხოლოდ .. ცივილიზებულ სამყაროზე (სხვა სახელითოქროს მილიარდზე”). “ცივილიზებული სამყაროსიდეოლოგიისთვის ერთი ამერიკელის ან ევროპელის სიკვდილი ტრაგედიაა, რომელზეც მსოფლიოს ყველა კუთხეში უნდა იყვირონ და რომლის გამოც ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, ხოლო ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში, სირიაში, დონბასში და სხვაგანბარბაროსებისწამება, ძარცვა, ცოცხლად დაწვა, როგორც ოდესის პროფკავშირების სახლში გამოწვეს ადამიანები უკრაინელმა ნაციონალისტებმა, დასაშვებია. თურმე შეიძლება ადამიანები აქციო მსხვერპლად დამანგრეველი სოციალური ექსპერიმენტებისა, სახელწოდებით “ფერადი რევოლუცია”.

ნაცისტები

ეს არის პირველყოფილი ტომის ან ბანდიტური ხროვის პრინციპი: რაც უფრო შორს არისსანიმუშო დემოკრატიული ცენტრიდან”, მით მეტად აგრესიულად წარმოჩნდება ევროპელის გამოქვაბულისდროინდელი ნატურა.

გერმანიაში ხანდახან ჟონავს ინფორმაცია “წყნარ ნაცისტებზე”. საფრანგეთში დროდადრო ხდება ანტისემიტური გამოხდომები. ბალტიისპირეთში აგრესიულობით გამოირჩევიან “საბჭოთა ოკუპაციასთან მებრძოლები”, ხოლო არახელსაყრელი სიმართლე ნაცისტებთან მათი კავშირის შესახებ უკანა პლანზე გადააქვთ. მაგრამ ბრიუსელი თავისიანებს ხომ არ დასჯის?! ეს ევროპაა! უკრაინაში, ნაციზმმა, რომელიც კარგა ხანს ელოდა თავის დროს, ისევ წამოყო თავი და მას დასავლეთი მხარს უჭერსბრძოლაში”. ვინ იქნება გარანტი იმისა, რომ დღევანდელი გერმანია ხვალ ბალტიისპირეთად არ იქცევა, ზეგ კი _ უკრაინად? სწორედ ამას გვაფიქრებინებსისტორიისთვისგაჩაღებული ბრძოლა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი წერს:

“ბოლო თვეების განმავლობაში ისტორიის გადაწერის არაერთი მცდელობა იყო. უღირსი მეთოდით ითხოვდნენ ჩვენგან განმარტებას, რომლის აუცილებლობაც არ უნდა დამდგარიყო ურყევი ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით: პოლონეთზე თავდასხმით გერმანიამ ერთპიროვნულად გააჩაღა მეორე მსოფლიო ომი და გერმანია ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი ჰოლოკოსტზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ის, ვისაც ეჭვი შეაქვს ამაში და სხვა ხალხებს თავს ახვევს დამნაშავის როლს, სჩადის უსამართლობას მსხვერპლის მიმართ. ის ბოროტად იყენებს ატეხილ ისტერიკას და ამწვავებს ვითარებას ევროპაში”.

მაგრამ გერმანელი მინისტრი იქვე დასძენს: “პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ადამიანებისთვის ნაციონალ-სოციალიზმზე გამარჯვების სიხარული დაკავშირებულია არა თავისუფლების სხვა ფორმასა და სხვისი ნების თავს მოხვევასთან, არამედ ამ გამოცდილებას ისინი აღმოსავლეთ გერმანიის ბევრ მოქალაქესთან ერთად იზიარებენ”.

პოლონეთი, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები კი აძლიერებენ ანტისაბჭოთა და ანტირუსულ მიმართულებას და ნაბიჯ-ნაბიჯ შლიან ისტორიულ სიმართლეს.

პოლონელები აცნობიერებენ, რომ ევროკავშირი, ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით შეიძლება გადაიქცეს მეოთხე რაიხად, და ეწინააღმდეგებიან ამას. მაგრამ პოლიტიკური ზედაფენის დონეზე რუსებისადმი მტრობა გადაძალავს ხოლმე მეოთხე რაიხის გაჩენის შიშს. პოლონეთში ვიზიტისას ემანუელ მაკრონმა არაორაზროვნად განაცხადა:

რისკი, რომელსაც ვხედავ, _ ეს არის ისტორიული მეხსიერების დამახინჯების გამოვლენა. მე ზოგჯერ ვხედავ პოლონეთის მცდელობას, წაშალოს 1989 წელი და თავისუფლების ეს ისტორია. ვხედავ უნგრეთის წინასწარგანზრახულ პოლიტიკას, შეცვალოს XX საუკუნის ისტორია. ვხედავ რუსეთის მცდელობას, დაადანაშაულოს პოლონელი ხალხი. ვხედავ ჩვენი მეხსიერების ფრაგმენტებს ისტორიის გადახედვის საქმეში”.

ევროპას ძალიან არ უნდა, რომ მეორე მსოფლიო ომში მისი არასახარბიელო როლი, როცა ევროპელები ჰიტლერს “დაუწვნენ”, მამხილებელი დატვირთვის გარეშე იქცეს რიგით ისტორიულ ფაქტად. სწორედ აქედან მომდინარეობს მსხვერპლის აგრესორად ან დანაშაულის თანამონაწილედ გადაქცევის მცდელობები. როდესაც ევროპის, ნაციზმის სამშობლოს, თავის მართლება კულმინაციას მიაღწევს, ევროპელთა ცნობიერებაში ყველა წინაპირობა მომწიფდება, რომ “ცივილიზებულმა სამყარომ” კიდევ ერთხელ უნდა გაილაშქროს “ანტიადამიანურ” აღმოსავლეთზე და მაშინ გერმანელი ბიურგერი კვლავ გარდაიქმნება ჯალათად და გერმანული “ვეფხვი” კვლავ გამოძვრება ბუნაგიდან.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here