მთავარი პოლიტიკა ნაცებს მინუს ცოცხი უდრის “ოცნებას”

ნაცებს მინუს ცოცხი უდრის “ოცნებას”

1332
გააზიარეთ

ეს მათემატიკურპოლიტიკური ფორმულა უკვე მყარად მკვიდრდება ქართველი საზოგადოების ცნობიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერთან მიტმასნილი გარკვეული პერსონები, როგორც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ვითარებაში სჩვევიათ ხოლმე, ახლაც შეეცადნენ, საზოგადოება ნამუსზე აეგდოთ და აქტიურად აამუშავეს ტერმინიუმადური ხალხი”, როგორც მოსალოდნელი იყო, ამხრიკსდიდად არავინ აუღელვებია და ნელნელა ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა.

2012 წლის “ბიძინური ეიფორია” ნელ-ნელა წყნარდება და უკვე ზედაპირზე ამოდის ის, რაც, როგორც ჩანს, სინამდვილეში მოხდა 5 წლის წინათ ოქტომბრის დასაწყისში. დიახ, სწორედ იმ საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობთ, რომლის შედეგსაც დღემდე გვაყვედრიან “ქართული ოცნების” მეხოტბეები და რომლის “არდაფასების” გამოც გვიწოდებენ “უმადურებს”.

“ბიძინამ მიშა მოგვაშორა”, “ბიძინამ უკანალიდან ცოცხები გამოგვიღო” “ბიძინამ გადაარჩინა წამებას უამრავი ადამიანი” _ ეს ფრაზები, რა თქმა უნდა, ყველას გეცნობათ და ასეთი მსჯელობის საწინააღმდეგო არც არაფერი გვექნებოდა, თუკი ბრიყვებივით დავაქნევდით თავს ყველაფერზე და არ გავიაზრებდით, რას მოითხოვენ ჩვენგან ამის სანაცვლოდ.

მოდი, პირდაპირ გადავიდეთ ერთგვარ ხატოვან მაგალითზე: დავუშვათ, ქმარი ცოლს სცემს ყოველდღე, ფიზიკურად შეურაცხყოფს, აგინებს ამცირებს და ა.შ. ამ მომენტში ამ ქალს ვიღაც ჩაავლებს ხელს და მიჰყავს. გაიყვანს სადღაც უკაცრიელ ადგილზე, უსახსროდ, მშიერს, შიშველ-ტიტველს დააგდებს, მობრუნდება და მიდის. ეს ქალი, რა თქმა უნდა, მიაძახებს, _ სად მიდიხარ, აქ ასე რატომ მტოვებო. ამ დროს მისი “გადამრჩენელი” რომ მიუტრიალდეს და მიაძახოს, _ ჰოი, შე უმადურო, აკი დესპოტი ქმრისგან მე გიხსენიო! _ აი ასეთ სიტუაციაში ჩააგდო ივანიშვილმა საქართველო, როდესაც დესპოტი სააკაშვილისგან “გამოხსნილები”, ღმერთმა უწყის, სად დაგვაგდო, სად მიგვატოვა, ვის ხელში ჩაგვაგდო და თანაც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის დაკისრებაც არ სურს. რაც მთავარია, როგორც კი მას პასუხისმგებლობის შესახებ შევახსენებთ, მას და მის ფანატებს იმწამსვე მზად აქვთ ეპითეტები: “უმადური ხალხი”, “დაუნახავი ხალხი” და ა.შ. არ სურთ, გაიგონ, რომ ნებისმიერ “გადარჩენას” პასუხისმგებლობაც ახლავს თან და, თუკი არ გაქვს იმის თავი, რომ რამეზე პასუხისმგებლობა დაიკისრო, მაშინ “სუპერმენობასაც” თავი უნდა დაანებო(!).

იმედია, გაუგებართა გარკვეულმა ნაწილმა მაინც გაიგო, რაზეა აქ საუბარი და კონკრეტულად რას ვერჩით ბატონ “მხსნელ” მილიარდერს, თუმცა უფრო საინატერესო ის არის, მართლა მოაშორა თუ არა ნაცები ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა.

სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადის, მით უფრო იკვეთება სურათი, რომ ივანიშვილმა ნაცები კი არ მოაშორა ამ ქვეყანას, უბრალოდ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური პარტიის, რეორგანიზაცია ჩაატარა და სახელი შეუცვალა _ “ქართული ოცნება” დაარქვა. თუკი რეალურად შევხედავთ სურათს, სწორედ ასეა _ დღეს საქართველოს ისევერთიანი ნაციონალური მოძრაობამართავს, ოღონდ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ სამიოთხი ისეთი პერსონის გარეშე, რომლებიცმხსენლმილიარდერს გულზე დიდად არ ეხატებოდნენ.

როგორც ჩანს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეორგანიზაცია 2012 წლამდეც იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ გეგმის წინააღმდეგ სწორედ მიხეილ საააკშვილი და მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი წავიდა, რის გამოც ისინი ივანიშვილმა მოიძულა და მისი და მისი მომხრეების პირად შიდაპარტიულ ბრძოლას “მიშისტებთან” საზოგადოების თვალის ასახვევად “საერთო-სახალხო” სახე მისცა. მან ხალხის განწყობა უბრალოდ და უნამუსოდ გამოიყენა პირადი მიზნის მისაღწევად და აქ არაფერ შუაშია არცსაქართველოს ხსნადა მით უფრო ბიძინას თავგანწირვა სამშობლოსათვის.

დღეს ხელისუფლების სათავეში მოდერნიზებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩვენ გვყავს, ამაში დასარწმუნებლად “ოცნების” მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე დაწინაურებული და პარლამენტში შეყვანილი ადამიანების სახელებისა და გვარების, უფრო ზუსტად კი, მათი წარსულის გადახედვაც კმარა.

გასულ კვირაში ამ მხრივ ყველაზე სკანდალური პერსონა გახლდათ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი _ ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ახლა “ქართული ოცნების” სიაშია და კბილებით იცავს მას. “ქართული მარშის” ლიდერმა ამ პერსონას ტელეეთერით პირდაპირ უთხრა, რომ ის იმ საშინელი 9 წლის განმავლობაში რეჟიმისა და მანიაკების უახლოესი გარემოცვის წევრი იყო და ადამიანების წამებაში დასდო ბრალი.

პასუხი, როგორც ასეთ “პორტირებულ” დემაგოგებს სჩვევიათ ხოლმე, ისევ და ისევ ზოგადი იყო. აი რა დაწერა სოციალურ ქსელში ვანო ზარდიაშვილმა: “მე, პირადად, არასოდეს მიმიღია ადამიანების წამებაში მონაწილეობა და, ვინც ასეთ ბრალდებას მიყენებს, არ შევარჩენ, აუცილებლად სასამართლოში ვაგებინებ პასუხს”. ეს არის კლასიკური და გავრცელებული თავის მართლება 9-წლიანი მანიაკური რეჟიმის მხარდამჭერებისა და მათ გვერდზე მდგომებისა, მანიაკებისა და უახლოესი გარემოცვის იმ წევრებისა, რომლებიც ახლა “ქართული ოცნების” ხელშეწყობით ისევ თბილ სავარძლებში სხედან.

ანუ, თუკი მას პირადად არ უწამებია არავინ, თუკი საკუთარი ხელით არ შეურჭვია ვინმესთვის უკანალში ხელკეტი ან ცოცხი, ესე იგი პირნათელია ერისა და ქვეყნის წინაშე?! მანიაკების გვერდით დგომა, მათი დავალებების შესრულება ადამიანთა წამებისა და მოკვდინებისთვის ხელის შეწყობა _ ყოველივე ამისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა, “გაპრავება” და თუნდაც ხმის არამოღება, თურმე არაფერს ნიშნავს და თურმე ახლა ასეთი ადამიანები ღირსებიც არიან იმ თანმდებობებისა, რომლებზეც სხედან. აი, ეს არის “ქართული ოცნების” მიერ ქართველ საზოგადოებაში დღეს დამკვიდრებული “ზნეობა”. თუმცა უფრო კომიკურია ის, რომ ნაცებსა და ქოცებს არა მხოლოდ პერსონები ჰყავთ ერთი და იგივე და პოლიტიკური თვალსაზრისი საერთო, არამედ საარჩევნო ტრიუკებიც ერთნაირი აქვთ.

ორიოდე დღის წინათ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ველოსიპედზე ამხედრებული კახა კალაძე. “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა თბილისის მერობის კანდიდატმა ჩვენ, ქართველებს, მოგვიწოდა, ვიყოთ “ევროპელები”, დავძლიოთ ჩამორჩენილი ქართული მენტალიტეტი და ვიაროთ ველოსიპედებით.

მრავალჭირნახულ ქართველ ამომრჩეველს აუცილებლად გაახსენდებოდა ჯერ მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ _ ალეკო ელისაშვილი, რომლებიც თავის დროზე სწორედ იმით აწონებდნენ თავს მოქალაქეებს, რომ ველოსიპედით ასიოდე მეტრს გაივლიდნენ და გაიძახოდნენ, _ ჯანსაღი ცხოვრების წესს ვამკვიდრებ და ევროპელი ვარო.

მოგვიანებით, გოგა ხაჩიძის სახით, ერთდღიანი “ჯანსაღი ცხოვრების” მომდევრებიც გამოჩნდნენ. გახსოვთ, ალბათ, 2012 წელს პარლამენტის მუშაობის პირველ დღეს რომ გამოცხადდა გაგირჩებული ყოფილი ნაცი სამსახურში ველოსიპედით და ბევრიც იმარიაჟა. აი, მეორე დღიდან კი ხაჩიძის ველოსიპედი თვალით აღარავის უნახავს და ჯიპიდან არც ჩამოუღია ერთი ადგილი. დარწმუნებული ვართ, კალაძის შემთხვევაშიც ასე იქნება და “ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებელი” კამპანია სწორედ იმ ნახევარი საათით ამოიწურება, რომელიც კალაძემ ველოსიპედზე გაატარა პეკინის ახალგარემონტებულ გამზირზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების თვალწინ.

თუ არა, თბილისის მომავალ მერს, მიუხედავად მისი უახლოესი სპორტული წარსულისა, მაინც უამრავი ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვა მოუწევს იმისათვის, რომ თბილისის ყველა უბანსა და დასახლებას მიაქციოს ყურადღება. აბა, წარმოიდგინეთ, ველოსიპედით მიმავალი თბილისის მერი თავისუფლების მოედნიდან ჭონქაძის ქუჩის ბოლოსკენ ან გადასასვლელი ხიდიდან ჯავის ქუჩისკენ, ან კიდევ აღმაშენებლიდან სვანეთის უბნისკენ. ამხელა აღმართებსა და ე.წ. სერპანტინებზე ველოსიპედით ასვლა ველორბოლაში მსოფლიო ჩემპიონებსაც კი გაუჭირდებათ.

რაც შეეხება “ევროპულ მენტალიტეტს”, რომელიც თურმე ველოსიპედით სიარულში გამოიხატება, ჩანს, გასული საუკუნის 70-იან წლებშივე სამტრედიასა და აბაშაში ჩვენს ბაბუებსა და კიდევ მათ ბაბუებს უკვე ჰქონიათ მსგავსი მენტალიტეტი. იქ ხომ პენსიონერებიც კი პურისა თუ რძის პროდუქტების მაღაზიებში სწორედ ველოსიპედებით დადიოდნენ. მიზეზი მარტივია _ სამტრედია და აბაშა დაბლობზე გაშენებული ქალაქებია და იქ, წამლად რომ გინდოდეს, ერთ შემაღლებას ვერ ნახავ. შესაბამისად, ველოსიპედით გადაადგილება რთული არ არის, პირიქით _ სასიამოვნოც კია. თბილისის მთაგორიანი ლანდშაფტი კი ვერასოდეს შეეგუება ველოსიპედებით მასობრივ გადაადგილებას. სამწუხაროდ, თბილისის მომავალ მერს უნდა შევახსენოთ, რომ თბილისი მხოლოდ “პლეხანოვი” და დიდუბე არ არის. თუ არ დაგვიჯერებს, მაშინ ვურჩიოთ მას, ველოსიპედით მოიაროს ნუცუბიძის პლატოს ყველა მიკრორაიონი და დღის ბოლოს, უბრალოდ, დაგვენახვოს, ბრიფინგიც კი აღარ იქნება საჭირო.

ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნონ ნაცებმაც და ქოცებმაც, “დამოუკიდებელმაელისაშვილმაც და ყველა სხვა მატრაკვეცამაც, რომ ველოსიპედებით ევროპის იმ ქალქებში დადიან, რომლებიც დაბლობზეა გაშენებული. ევროპის მთაგორიან ქალაქებში კი ველოსიპედის ჭაჭანება არ არის და არც შეიძლება იყოს. ასე რომ, ველოსიპედით სიარულს საერთო არაფერი აქვს ამ ყბადაღებულ “ევროპულ მენტალიტეტთან”. სამაგიეროდ, ფაქტია, რომ ყოველივე ის, რის გამოც მიშას ვაკრიტიკებდით, დავცინოდით და შეშლილს ვეძახდით _ ველოსიპედით უაზროდ და უადგილო ადგილას სიარული, შუშის შენობებით ქალაქის გადავსება, ფასადების შეღებვა _ ბიძინას, კახა კალაძისა და ნაცების იმჟამინდელი სხვა ფულიანი მხარდამჭერებისბავშვობის ოცნებაყოფილა თურმე. აკი 2011 წლამდე ყველა ისინი მიშას “დიდი ბანაკის” წევრები იყვნენ და მათ მიერ გაკეთებული შტერობებიც მიშას მიეწერებოდა. ახლა კი ისინი, მიშას “მოშორების” შემდეგაც, წარმატებით ისრულებენ ოცნებებს.

თუმცა, ველოსიპედი და შუშის შენობები ჯანდაბას, როდესაც “მიშასეული”, რუსეთთან “გაბუტვის” სრულიად სულელური და ჩვენი ქვეყნის დამაზარალებელი პოლიტიკაც კი, როგორც ჩანს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ტვინის ნაყოფი ყოფილა და ეს სრულიად იდიოტური საგარეო პოლტიკა დღემდე “წარმატებით” გრძელდება…

აი, ასე და ამგვარად განაგრძეს ამ ქვეყნის დაქცევა და გაპარტახება “ნაციონალური მოძრაობის” საქმეების “ღირსეულმა” გამგრძელებლებმა. ერთი ეგ არის, ცოცხი არ გამოუყენებიათ, ისიც, ალბათ, მხოლოდ ჯერჯერობით. რას მოუტანს მომავალში ამ ბედკრულ ქვეყანას “ქართული ოცნების”, ანუ მოდერნიზებული “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა, ამაზე უკვე ფიქრიც კი ცუდ განწყობაზე დააყენებს ქვეყნის მოყვარულ ადამიანს.

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here