მთავარი საზოგადოება “ნაცბანდა” კიდევ რომ ბოგინობს ამ ქვეყანაში, ეს ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა”

“ნაცბანდა” კიდევ რომ ბოგინობს ამ ქვეყანაში, ეს ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა”

1543
გააზიარეთ
ჯუმბერ კირვალიძე

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის გამზირებზე, ბოლო პერიოდში თვალში საცემია უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიმრავლე, მათ გახსნილი აქვთ .. ბარრესტორნები, რომელთამუშაობაცყბადაღებულ თემად იქცა.

ამა წლის 11 იანვარს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ თბილისში, ვარდების მოედნის მიწისქვეშა კომპლექსის ე.წ. არაბულ ბარებში არასრულწლოვანთა პროსტიტუციის შესახებ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მეტიც, პრემიერმა შს მინისტრს ამ საკითხით დაინტერესება დაავალა. საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის ეს განცხადება მხოლოდ სხვა, ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო, თემის გადაფარვას ემსახურებოდა. სკეპტიკოსების ვარაუდი გამართლდა _ ობიექტები, რომლებითაც პრემიერი დაინტერესდა, მუშაობას კვლავ განაგრძობს…

რამდენიმე თვის წინათ ცნობილმა ადამიანებმა “ქართველთა დაცვის კომიტეტი” შექმნეს და ხელისუფლების გამოსაფხიზლებელი აქციები ჩაატარეს, 14 ივლისს კი “ქართველთა მარში” დაგეგმეს. ქართველი საზოგადოების აღშფოთება 51 წლის ირანელის მიერ ახალციხეში მოზარდის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. საქართველოში სექსბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, პრობლემა არის ის, რომ პროსტიტუციაში არასრულწლოვანი, სოციალურად დაუცველი, ე.წ. ქუჩის ბავშვები არიან ჩართულნი. ამასთანავე, არის უცხოელთა მხრიდან რელიგიური და კულტურის ძეგლების შეურაცხყოფის ფაქტებიც. გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ ურტყამს ფეხს პალესტინელი ახალგაზრდა ეკლესიის ალაყაფს. აღსანიშნავია, რომ მას ქართველმა სამართალდამცველებმა 100-ლარიანი ჯარიმა აკმარეს…

“ქართველთა მარშის” ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია: საემიგრაციო კანონის გამკაცრება; ბინადრობისა და მოქალაქეობის შეზღუდვა; არალეგალი დამნაშავეების ქვეყნიდან გაძევება. ამ მოთხოვნებს უამრავი ქართველი უერთდება, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ “ქართველთა მარში” ქსენოფობიისა და ფაშიზმის გამოვლინებაა და ამ აქციას რუსეთი აფინანსებს. ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები “ქართველთა მარშის” ორგანიზატორებს პატრიოტიზმს უწუნებენ და ამბობენ, რომ ე.წ. მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ აქციის მოწყობა უფრო უპრიანი იქნებოდა, ვიდრე არალეგალების წინააღმდეგ გამოსვლა, რადგან საზღვარგარეთ უამრავი ქართველი ცხოვრობს არალეგალურად და მათ შეიძლება პრობლემები შეექმნათ. პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის დასრულების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ხუჯაბის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი თავისი ტყე-პარკით სომხეთის ტერიტორიაზე მოექცევა… გვესაუბრებიან “ქართველთა მარშის” ორგანიზატორები:

ნაცმოძრაობაქართველი საზოგადოებისგან ყოველთვის ითხოვსორ გვამს

ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი, “ქართველთა მარშისერთერთი ორგანიზატორი:

_ მოხარული ვარ, რომ “ქართველთა დაცვის” კომიტეტში აღმოვჩნდი. ჩვენ ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ, როდესაც ხელისუფლება ვაიძულეთ, კონსტიტუციაში ჩაეწერათ, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ამ საქმეს ბოლომდე რომ მივყევით, უამრავ პრობლემას წავაწყდით. აღმოჩნდა, რომ გვაქვს ხარვეზები მოქალაქეობის გაცემის საკითხშიც. მოგეხსენებათ, სააკაშვილმა უაზროდ დაურიგა მოქალაქეობა უამრავ გადამთიელს და კანონიც შეცვალა. წარმოჩნდა, აგრეთვე, არალეგალების პრობლემაც. აქ ჩამოდიან ადამიანები ახლო აღმოსავლეთიდან, არ შემოაქვთ დიდი ინვესტიციები, მაგრამ იმ ფულს, რაც მოაქვთ, უცხო ქვეყნების ასობით მოქალაქე მოჰყვება _ ზოგი ლეგალურად, ზოგიც არალეგალურად, ფულის წარმომავლობაც საეჭვოა.

14 ივლისის აქცია მიმართულია არალეგალების წინააღმდეგ, რაც საჭიროა და კანონიერიც. გვეკითხებიან, ქართველ არალეგალებს რა ეშველებათო. ყველას ვეტყვი, არალეგალებს ყველა ქვეყნიდან აძევებენ. გაიხსენონ უნგრელების მიერ აშენებული კედელი, რომლითაც ქვეყანას არალეგალი ლტოლვილებისგან იცავენ. გაიხსენონ ისრაელი, საიდანაც უამრავი ქართველი გამოაბრუნეს. გერმანიიდან ასეულობით ქართველი გამოაძევეს… არალეგალების შენახვა მდიდარ ქვეყნებსაც კი უჭირთ… საქართველო კი მდიდარი ქვეყანა არ არის, ტერიტორიაც არ გვაქვს იმხელა, უცხოელები დავასახლოთ, ჩვენი მოქალაქეების რჩენაც არ შეგვიძლია, აქ წელიწადში 300 ბავშვი შიმშილით კვდება.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოიმატა კრიმინალის შემთხვევებმა. ჩვენ ჩვენი პედოფილები და კრიმინალებიც გვეყოფა, არალეგალურად მცხოვრები დამნაშავეები კი წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

_ თქვენი ოპონენტები ამბობენ, აღმაშენებლის გამზირზე კი არა, “ოკუპაციისადგილას ჩავიდნენ და მცოცავი ანექსია გააპროტესტონო

_ ეს პროვოკაციაა! ვინც ამას ამბობს, ნაცხროვის წარმომადგენელია, სააკაშვილ-ჟვანიას გუნდის წევრი და საქართველოს დამღუპველი. მათ ვითომ სურთ, ნამუსსზე აგვაგდონ. ამას ლაპარაკობს ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძეც, რომელსაც ფასეულობები ვერ გაურჩევია და, “ეროვნულ ფორუმში” რა უნდოდა, არ ვიცი. 14 ივლისს ჩვენ ლეგიტიმური მოთხოვნით გამოვდივართ ქუჩაში, ვითხოვთ, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და მოკრიმინალო უცხოელების შემოსვლის აკრძალვას, მაგრამ ნაცხროვამ ზუსტად ამ დღეს დაამთხვია აქცია, რომლის გამართვასაც ვითომ მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ აპირებენ. არადა, ეს პროვოკაციაა. ისინი ხალხს ომისკენ მოუწოდებენ, როგორც მათმა ლიდერმა სააკაშვილმა გააკეთა. სწორედ ამ შეურაცხადის პოლიტიკამ უბიძგა რუსეთს, დამოუკიდებლად ეღიარებინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიები. “ნაცმოძრაობა” ქართველი საზოგადოებისგან ყოველთვის ითხოვს “ორ გვამს”. “ნაცბანდა” კიდევ რომ ბოგინობს ამ ქვეყანაში, ეს ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა.

ჩვენ საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვდივართ და ამისთვის სრულიად საკმარისია მშვიდობიანი მსვლელობა, მაგრამ რუსული მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად ნებისმიერი პროვოკაციული მარში სისხლიანი მოვლენების განვითარების საბაბი შეიქნება, ვითარება ორ ქვეყანას შორის უფრო დაიძაბება. ეს საკითხი არ არის ნაცების გადასაწყვეტი. ამ ნაძირალებს არ ჰყოფნით ქართველთა ის სისხლი, რომელიც დაღვარეს, და კიდევ სურთ დამატება. ყველას მოვუწოდებ, ელისო კილაძესა და მისნაირ ბიოსისტემებს არ აჰყვეთ, არ ჩაებათ პროვოკაციაში!

_ ბატონო ჯუმბერ, იცით თუ არა, რომ საქართველოსომხეთს შორის საზღვრის გავლებისას, რაც სექტემბერში უნდა დასრულდეს, მარნეულის რაიონში მდებარე ხუჯაბის ღვთიმშობლის მონასტერი სომხეთის ტერიტორიაზე მოექცევა?

_ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დარჩება. თუკი ვინმე მსგავს რამეს ხელს მოაწერს, ვაი, მის დღეს! დიდი ხანია, ხუჯაბის მონასტერზე დავობენ, სომხეთი პროვოკაციას აწყობს და ეს იშვიათად არ ხდება, მაგრამ, თუ საკითხის გადაწყვეტას ვინმე კულუარებში ან დახურულ კარს მიღმა შეეცდება, შავ დღეში ჩავარდება.

კონსტანტინე მორგოშია
კონსტანტინე მორგოშია

ყველა შესანიშნავად ცხოვრობს საქართველოში, მხოლოდ ჩვენ, ქართველები,

ვართ უუფლებო

კონსტანტინე მორგოშია, ბიზნესმენი, “ქართველთა მარშისერთერთი ორგანიზატორი:

_ ბატონო კონსტანტინე, ამბობენ, რომ თქვენი აქცია რუსული ფულით არის დაფინანსებული

_ ამ ბრალდების გამო, პროკურატურაში შეგვაქვს სარჩელი და მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩვენი კავშირი რუსეთთან, ასევე გამოიძიონ გიგა ბოკერიას, გიგი უგულავს, “გირჩის” კავშირები და დამნაშავეები დაისაჯონ.

“ქართველთა მარში” აღიზიანებს ყველას, ვისაც ქართული სულისკვეთება არ აქვს; აღიზიანებს მათ, ვინც ჩაკლა 1990-იანების დროინდელი ქართველების სულისკვეთება და შემართება, ვინც პატრიოტიზმი ჩაკლა ჩვენში; აღიზიანებს მას, ვისაც გავლენა აქვს ისეთ ბიზნესზე, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად ვილაშქრებთ. აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი, არაბი _ ყველა შესანიშნავად ცხოვრობს საქართველოში, მხოლოდ ჩვენ, ქართველები, ვართ უუფლებონი, ამიტომ ხმა უნდა ამოვიღოთ და ჩვენი ძალა დავანახვოთ მათ, უნდა დავანახვოთ, რომ ამ ქვეყანაში ვერ გაბედავენ იმას, რაც ქართველს არ ეკადრება.

_ “ქართველთა მარშისპარალელურად იმართება .. მცოცავი ანექსიის საწინააღმდეგო აქცია საზღვრის პირას

_ ამ აქციას ჩვენი მოთხოვნის გადასაფარავად მართავენ ის ძალები, რომლებმაც ახალგორი ჩააბარეს მომხდურს. სასაცილოა მათი მხრიდან რაღაცის გაპროტესტება. ვფიქრობ, ეს პროვოკაციაა.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

2 COMMENTS

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here