Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატოს საწინააღმდეგო ბილბორდები ბოსნია-ჰერცეგოვინაში

ნატოს საწინააღმდეგო ბილბორდები ბოსნია-ჰერცეგოვინაში

721
ნატოს საწინააღმდეგო ბილბორდები ბოსნია-ჰერცეგოვინაში

აღმოსავლეთ სარაევოში, რომელიც ბოსნიაჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, ნატოს საწინააღმდეგო ბილბორდები გაჩნდა. ქალაქის რამდენიმე რაიონში დადგეს სარეკლამო ფარები წარწერითარა ნატოში”, რომლებიც მოუწოდებენ, არანაირი პირობებით არ დაუშვან ბოსნიაჰერცეგოვინის დაახლოება და ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

ბილბორდებზე, აგრეთვე, გამოსახულია ნატოს სატრანსპორტო თვითმფრინავი და წარწერა: “ნატოს თვითმფრინავებმა იტალიიდან კორონავირუსის დამდგენი ნახევარი მილიონი ტესტი გაიტანეს”.

სერბეთის რესპუბლიკა, რომელსაც ნატო სამოქალაქო ომის წლებში (1992-1995) ბომბავდა, ნატოსთან დაახლოების სასტიკი წინააღმდეგია. ბოსნიელმა სერბებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ, თუ ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლება სერბი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, რესპუბლიკა რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს ამ სახელმწიფოს დატოვების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here