Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატოს საიუბილეო სამიტი კრიზისის ფონზე

ნატოს საიუბილეო სამიტი კრიზისის ფონზე

ემანუელ მაკრონი საფრანგეთისა და რუსეთის დაახლოებას ცდილობს

459
ნატოს საიუბილეო სამიტი კრიზისის ფონზე

3 დეკემბერს ლონდონში დაიწყო ნატოს 70- წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედა. სამიტის წინ ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ღრმა კრიზისს განიცდის: მორიგი დემარშით გამოვიდა თურქეთი _ ანკარამ უარი თქვა, მხარი დაეჭირარუსული აგრესიისგანპოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვის გეგმაზე და საფრანგეთი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, უახლოეს ხანში შეამციროს ალიანსის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა.

სანამ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად ცდილობს ყველას დარწმუნებას, რომ ბლოკის ერთიანობას არაფერი ემუქრება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არა მხოლოდ საჯაროდ აცხადებს “ნატოს ტვინის სიკვდილის” შესახებ, არამედ, როგორც მოკავშირეები თვლიან, მოსკოვთან დაახლოებას ცდილობს.

საფრანგეთში ახსოვთ, რომ სტალინის წინადადებით მიენიჭა საფრანგეთს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად 28 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის წინადადება ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებჩვენ აღვიქვით, როგორც საფუძველი მსჯელობისთვის”.

მაკრონი ამ საკითხის მრავალმხრივ განხილვას სთავაზობს დაინტერესებულ სახელმწიფოებს.

ეს ნატოს წევრი ქვეყნის პირველი დადებითი პასუხია რუსეთის წინადადებაზე. ადრე გაეროს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ წინადადებას “არარეალური” უწოდა, ვინაიდან მოსკოვმა რაკეტა SSC-8 (ნატოს კლასიფიკაციით _ SM729) თითქოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების დარღვევით განალაგაო.

ექსპერტთა აზრით, ეს რაკეტები აშშ-ს იმისთვის სჭირდება, რომ მათი წარმოებისა და განლაგებისთვის ევროპელებს თანხები გამოაყოფინოს.

ადრე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება და მას სურს, ამ თამაშში ევროპა მოთამაშე იყოს და არა ობიექტი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ნატო კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია და ევროპას მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეს. ის, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ ევროკავშირი თავს უფლებას ვეღარ მისცემს, იმუშაოს კონსენსუსის მიღწევასა და თანდათანობით გარდაქმნებზე, საჭიროა მკვეთრი ცვლილებები და რატომ არა რუსეთთან ერთად?!

გასულ თვეში პარიზმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირსა და კრემლს შორის ურთიერთობის აღსადგენად და ევროკავშირის დანარჩენი ნაწილის დასარწმუნებლად, რომ ეს ძალისხმევა მნიშვნელოვანია.

საფრანგეთისთვის დამოუკიდებელი როლის დაბრუნება მსოფლიოში და მეხუთე რესპუბლიკისგან დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის შექმნის იდეა ყოველთვის იყო საფრანგეთის ელიტაში. ეს არის გოლიზმის ლოზუნგი, რომელსაც მისდევენ ფრანგი პოლიტიკოსები. საფრანგეთში გერმანიას აშშის კოლონიად განიხილავენ და ახსოვთ, რომ, სახელდობრ, იოსებ სტალინის წინადადებით მიენიჭა საფრანგეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here