Home ახალი ამბები მსოფლიო ნასა შეცდა

ნასა შეცდა

969
აფეთქება მზეზე

ნასა (აშშის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) გვაფრთხილებდა, რომ 16 ივლისს დედამიწას თავს დაატყდებოდა გლობალური კატაკლიზმები. მზეზე მოხდებოდა გიგანტური კორონალური გამოფრქვევა, რომელიც გამოიწვევდა არა მხოლოდ მაგნიტურ ქარიშხალს და მეტეოდამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავებას, არამედ ტექნოლოგიურ ავარიებსაც: ელექტროენერგიის გამორთვებს, ძაბვის ნახტომისებურ ვარდნებს და ტრანსფორმატორების მუშაობის დარღვევას.

ნასას მეცნიერები წინასწარმეტყველებდნენ, რომ აფეთქება იქნებოდა ძლიერი, მზის სიკაშკაშე კი განსაკუთრებით მოიმატებდა.

კორონალური გამოფრქვევა არის ნივთიერების გამოფრქვევა მზის გვირგვინიდან _ კორონიდან. შედეგად მაგნიტური ღრუბელი აღწევს დედამიწამდე და ძლიერ გავლენას ახდენს მის მაგნიტოსფეროზე, იწვევს მნიშვნელოვან ეფექტებსა და მოვლენებს. ასეთია პოლარული ნათება, მაგნიტური ქარიშხლები, ელექტრომოწყობილობების მუშაობის დარღვევა, რადიოტალღების გავრცელების პირობების გაუარესება.

16 ივლისმა ჩაიარა და, კაცმა რომ თქვას, მსგავსი არაფერი მომხდარა, რასაც კატასტროფული მოვლენა შეიძლება ვუწოდოთ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here