მთავარი საქართველო ნარმანიამ წყლისა და დენის ტარიფის მომატება დააანონსა

ნარმანიამ წყლისა და დენის ტარიფის მომატება დააანონსა

1040
გააზიარეთ
ნარმანიამ წყლისა და დენის ტარიფის მომატება დააანონსა

ამას ევროპელთა მოთხოვნებით ხსნის

რად გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც სულ ტარიფების გაძვირებას მოითხოვს და ხელფასების გაზრდაზე კი კრინტსაც არ ძრავს?

“ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, მომდევნო ტარიფის გაანგარიშების მომენტში, 2020 წლის ბოლოს (ე. ი. ორ თვეში!) ამის საჭიროება დადგეს. რაც შეეხება წყლის ტარიფს, ეს ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული _ მაღალი. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს, ალბათ, ვერ შენარჩუნდება”, _ განაცხადა ნარმანიამ.

“ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები ხშირად მოსახლეობის პროტესტის გამო დაგვაკლდა”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ყველაფერი მოსახლეობას დააბრალა.

მერედა, ქალბატონო მაია, პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით რომ შეგედგინათ, ვინ დაგიშალათ?!

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. რას ამბობს ნარმანია. ჯერ ერთი ევროპაში წყალი ყველაზე იაფია მიუხედავად იმისა თავისი არ აქვს ბევრ ქვეყანას. საქართვესოში წყლის უშრეტი მარაგია და რატომუნდა გააძვიროთ ევროპას ჯერ ხელფასებით და პენსიებით გაუთანაბრდით და შემდეგ იფიქრეთ გაძვირებაზე!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here