Home რუბრიკები სამართალი ნარკოლიბერალიზაციით სასიკვდილოდ ვიმეტებთ თაობას

ნარკოლიბერალიზაციით სასიკვდილოდ ვიმეტებთ თაობას

1410
მემორიალი

ხავერდოვანი რევოლუცია”, “ვარდების რევოლუცია”, “ტიტების რევოლუცია”, “ნარინჯისფერი რევოლუცია”, “არაბული გაზაფხულიდა იქ მომხდარი რევოლუციებირევოლუციას სხვადასხვა სახელს არქმევენ ხოლმე და ისტორიაშიც ასე რჩება. ჰოდა, სამყაროს ისტორიაში პირველად, რევოლუციას ნარკომანები დაქვიარ თემიაწყობს. “ქვიარ თემიკი ყველა იმ ადამიანს ჰქვია, რომლებიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცის არიან. და სწორედ ეს ადამიანები აპირებენ რევოლუციის მოწყობასა და ხელისუფლების დამხობას. სხვას ვერაფერს დავარქმევთ მათ მოთხოვნებს, რომლებიც პრემიერმინისტრსა და შს მინისტრის გადადგომას ითვალისწინებს და, ამას გარდა, საკონონმდებლო ორგანოსგან მოითხოვენ (კატეგორიულად), რომ ნარკოლიბერალიზაციაზე კანონი მიიღოს და, შედეგად, მსუბუქი ნარკოტიკი ხელმისაწვდომი იქნეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა თბილისში 8 ნარკორეალიზატორი დააკავა, შემდეგ კი შეიჭრა ღამის კლუბებში _ “ბასიანსა” და “გალერიში” და დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. გაურკვეველი წარმომავლობის, ჩაცმულობა-ვარცხნილობის, გაურკვეველი აღმსარებლობისა და ორიენტაციის ადამიანებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს. პირდაპირ ვიტყვი: არავინ ელოდა, რომ აქციაზე ამდენი ხალხი მივიდოდა, ამიტომ თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა: “როდის გამრავლდნენ ესენი?! რამდენი არიან, ოხ, ამათი”…

მე გეტყვით, ბატონებო, როდის გამრავლდნენ. ესენი მაშინ გამრავლდნენ, როცა

* თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში და სამართლიანობა არ აღადგინეთ;

* ცალკე პარლამენტმა და ცალკე პრეზიდენტმა არაერთი ნარკორეალიზატორი გაათავისუფლეთ;

* გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანების პიარი დაიწყეთ ტელევიზიით, გვერდით დაიყენეთ და მომავალ თაობას უთხარით, რომ ეს კარგია;

* სახალხო დამცველად პატრიარქის მაგინებელი ნინო ლომჯარია დანიშნეთ;

* ეკლესიის მაგინებელი ნინია კაკაბაძე ხალხის ტელევიზიის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მოგვივლინეთ.

ჰოდა, ახლა მიიღეთ ის, რომ ქუჩაში გამოსული “ვიღაცები” გეუბნებიან: სახლში წადით და თანაც “ბარიგობა” დაიწყეთო. ჰო, “ბარიგობა”, რადგან, თუ ნარკოტიკი ლეგალიზებული იქნება, ვინ უნდა გაყიდოს? _ სახელმწიფომ. და რა ჰქვია ნარკოტიკების გამყიდველს ჟარგონზე?

სწორია _ “ბარიგა” და სახელმწიფოს, საქართველოს ნაცვლად, “საბარიგოდაარქვით და იყავით ბარიგების პრემიერი, დეპუტატი, მინისტრი

ახლა არ მითხრათ, _ არასწორად მსჯელობო. ის არის სწორი, აქციის მიმდინარეობისას სცენაზე გამომსვლელები პოლიციას ლამის “შე ჩემათი” რომ მიმართავდნენ და მათ მოთხოვნებს უყენებდნენ?! ის არის სწორი, როცა ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც რუსთაველს ვერანაირად ვერ გადაკეტავდა, კომპაქტურად რომ დამდგარიყო, ქვეყნის მთავარი ქუჩა რომ გადააკეტინეს?! და როგორ მოგეწონათ შემდეგ ყიჟინა: პოლიციამ უკან დაიხიაო?! ვერ ხვდებით, რომ, როცა ტერორისტებთან ბრძოლაში კლავენ სპეცრაზმელს, ის უპირობოდ გმირია და, როცა ნარკობარიგებს ებრძვის პოლიცია _ ქვეყნის მოღალატე? _ აი ამ აზრს გაჩვევენ თქვენ, ხელისუფალნო, და ვაი, რომ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, უკვე წამოსცდა, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა ხელისუფლებას არ მოსწონს და შესაცვლელია. ხელისუფლება ნარკოტიკების ლეგალიზებას რომ აპირებს, არაპირდაპირ უკვე ითქვა და ახლა ყველაფერი დროის ამბავია. ნარკოლიბერალიზაციით რომ პრაქტიკულად სასიკვდილოდ ვიმეტებთ თაობას, არ გჯერათ? 1990-იანებში ნარკომანია ლეგალიზებული იყო, არა კანონის დონეზე, მაგრამ დაგვეთანხმეთ, რომ იყო და ნახევარი საქართველო წამალზე იჯდა. და რატომ ვეძახით ახლა 90-იანების თაობას დაკარგულ თაობას? რატომ არის, რომ მაშინ არაერთი ბიჭი თუ გოგო წავიდა იმქვეყნად ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო? ახლა არ თქვათ, _ მსუბუქ ნარკოტიკს ვუკეთებთ ლეგალიზებასო. ჯერ ერთი, ვერავინ გააკონტროლებს, მომხმარებელი სასურველი ეფექტის მისაღებად ერთ აბს დალევს თუ ხუთს ერთად და მეორეც _ მსუბუქის მშემდეგ მძიმე ნარკოტიკის ლეგალიზებას მოგთხოვენ და რა, უარს ეტყვით? ბოდიშს აღარ მოიხდით?

ახლა უშუალოდ აქციაზე ვთქვათ. იქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა აქციაზე ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომ იყო, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ასევე კარგად გამოჩნდა ის, რომ ერთ-ერთმა გოგომ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე როკვა გამართა და თან გაჰყვიროდა: როგორმე ბოძი დაამაგრეთ, სტრიპტიზი უნდა ვიცეკვოო… საბედნიეროდ, ვერ დაამაგრეს, ძალა არ ეყოთ, ის ძალა, რომელიც ნარკოტიკმა წაართვათ. გაგიკვირდებათ და, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, 9 აპრილის მონაწილეებიც ცეკვავდნენ და ჩვენი ცეკვა რატომ გიკვირთო?!

აქციის მონაწილეებმა თავი 9 აპრილის გმირებს შეადარეს.

ისიც ვთქვათ, ლაშა ბუღაძემ ხმამაღლა რომ განაცხადა, ეს არის არჩევანი რეგრესსა და პროგრესს შორის და ჩვენ პროგრესს ვირჩევთო. გამოდის, პროგრესია ქუჩაში ხალათიანი და კაბიანი კაცები; პროგრესია გოგონები, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან; პროგრესია ღამის კლუბებში არასრულწლოვანთა შეშვება და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის მიერ მოგროვებული შპრიცები და პრეზერვატივები… ეს არის ბუღაძისეული პროგრესი და ესეც სახელმწიფოს ბრალია; იმ სახელმწიფოსი, რომელმაც ბუღაძეს თამარ მეფის შეურაცხყოფა აპატია და დღემდე სხვადასხვა ღონისძიებებზე საპატიო წევრად ჰყავთ.

ასეა, ხელისუფლება (წინა ხელისუფლებაც და ამჟამინდელიც) აპიარებს გაურკვეველი ორიენტაციის ხალხს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპასთან თუ ამერიკასთან თავი მოიწონოს. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც _ არ არის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულებები, მთავარია, ევროპამ და ამერიკამ თავზე ხელი გადაგვისვას. არადა, “ქვიარ თემის” არსებობა რუსეთში საბოლოოდ აიკრძალა, აიკრძალა სექტები და, როგორ გგონიათ, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მოიწონა თუ გააპროტესტა?! ამაში მაინც მივბაძოთ რუსეთს და ხმამაღლა ვთქვათ უარი გარყვნილებაზე, ნარკოტიკზე, სექტებზე…

სხვა შემთხვევაში, გადაშენება გველის; გადაშენება, როგორც ერს, ისე ბერს და საქართველოს მომავალი, უბრალოდ, აღარ ექნება. ფაქტია, რომ სახელმწიფო ამ მიდგომით უძლურია და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ისე ჩანს, რომ თანამდებობების გამო ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს დათმობენ, მათ შორის უწმინდესს _ ჩვენი შვილების სიცოცხლეს.

13 მაისის ღამეს აქციის მონაწილეებთან შს მინისტრი გიორგი გახარია და ქალაქის მერი კახა კალაძე მივიდნენ. კახას ხმა არ ამოუღია, მიკროფონი გახარიამ აიღო ხელში და ეგზალტირებულმა ბრბომ ერთხმად შესძახა: “ბოდიში მოგვიხადე, ბოდიში!” გახარიამაც თავისი სიტყვა ბოდიშით დაიწყო. ძალიან უცნაურია, რომ შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა ნარკობარიგების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, თანაც პირობა მისცა აქციის მონაწილეებს: ერთ კვირაში ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონი დაიძრასო. შეკრებილებმა ეჭვით შეხედეს მინისტრის სიტყვებს და 19 მაისისთვის მორიგი აქცია დაუანონსეს _ აქაოდა, მოტყუება არ გაბედო, თორემ უარესს ვიზამთო. გესმით, რა ხდება?! ნარკოტიკების მომხმარებელგამსაღებლები ულტიმატუმის ენაზე ესაუბრებიან პოლიციასა და ხელისუფლებას. დასასრულ, ძალიან, ძალიან მარტივ კითხვას დავსვამთ და ხელისუფლებამ გვიპასუხოს:

შსს დააკავა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებსაც ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი არიან გამსაღებლები და არა შემომტანები და შემომტანის, მთავარიბარიგისსახელს სასამართლოზე იტყვიან. რატომ დახურეს სასამართლო, რატომ აიძულეს ადვოკატები, გაუთქმელობაზე ხელი მოეწერათ? იმიტომ ხომ არა, რომ ნარკობარონის ხათრი აქვს ხელისუფლებას?! თუ არა, გვიპასუხეთ მაშინ _ რატომ?

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here