მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას

ნანა კაკაბაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას

“ესენი არ გაჩერდებიან, სანამ ქვეყანას არ გადაატრიალებენ”

478
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (“რუსთავი 2”-ის საქმესთან ერთად) საქმეზევაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგსაბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. 12-წლიანი დავა, რომელიც .. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების _ იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სარჩელის საფუძველზე 2007 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო, მკაფიო სამართლებრივი შეფასებით დასრულდა, _ “სპეცოპერაციისას დაირღვა ევროპის კონვენციის მე-2 მუხლი და მოხდა პროცედურული დარღვევა, რაც სიცოცხლის უფლების წართმევას გულისხმობს”.

ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რომელმაც ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს, დილის 10 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზე დახვრიტეს, მძიმედ დაჭრეს მანქანაში მათთან ერთად მყოფი 22 წლის ბონდო ფუთურიძე. სპეცოპერაციაში კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ავტომანქანას კი, რომელშიც დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ისხდნენ, 70-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი…

რას ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულებისთვის და უნდა მოჰყვეს თუ არა ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში უფრო აქტიური სამართლებრივი პროცესები, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომკორტების საქმეზესაბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დავავაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგგამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. როგორ ფიქრობთ, რა პროცესები უნდა მოჰყვეს მას ქვეყანაში? კომპენსაცია რომ უნდა გადაუხადონ დაზარალებულების ოჯახს, გასაგებია, მაგრამ ეს ადეკვატური განაჩენია?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ ერთ ან ორ კონკრეტულ გახმაურებულ საქმეს, არამედ სხვა რამესაც მოჰფინა ნათელი და ბევრი რამ ამოატივტივა ზედაპირზე, მათ შორის, კარგიც და ცუდიც. კარგი იყო ის, რომ რაც თავის დროზე არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ და არ დააყენა საშველი, გაესამართლებინათ რეჟიმი, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვდა, პრაქტიკულად გააკეთა ევროპულმა სასამართლომ; მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა ძალადობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობები, ქონების წართმევა და .. რაც მთავარია, თქვა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ხელისუფლება, პრაქტიკულად ეს იყო ღია და მკაფიო შეფასება იმ ცხრაწლიანი საზარელი რეჟიმის. თუ ამ ხელისუფლებას ოდნავ მაინც აქვს სამართლიანობის განცდა და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, მისი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ის, რაც თქვა სტრასბურგმა, პარლამენტის დონეზე იქნეს აღიარებული და საბოლოოდ ეს დაედოს საფუძვლადნაცრეჟიმისგასამართლებას. ეს ერთი. მეორე _ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რა გამოხმაურებები მოჰყვა ქვეყანაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალებისგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. მხედველობაში მყავს ერთი კონკრეტული პარტია _ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები…

_ კონკრეტულად რა გამოხმაურებას გულისხმობთ?

_ ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში ფარად იყენებდა ევროპულ კანონმდებლობას; ხალხი, რომელიც თავს დებდა დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემაზე, დღეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას ერთგვარი ირონიით კრემლის გავლენებს ახსენებს. ზოგი ივანიშვილის დაკვეთად აფასებს ამ გადაწყვეტილებას, ზოგი _ ვლადიმერ პუტინის ანუ გვესმის სერიოზული ბრალდებები ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ინსტიტუტისადმი, რომლის პრინციპებიცა და ღირებულებებიც თითქოს მათი საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირია. აი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ადამიანებს არანაირი ღირებულებები არ აქვთ და მათთვის რუსეთიდან მართული ძალაა ყველა, ვინც მათ მხარეს არ არის. მნიშვნელოვანი მომენტი, აგრეთვე, არის ის, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ. სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა, დანებებისა და ყურების ჩამოყრის დრო არ არის და საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია, რათა ერთიანი ძალებით შეუტიონ “ბოროტებას”. რას გულისხმობს ის შეტევაში, მგონი, ყველასთვის ნათელია, თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე დიდი საფრთხე ამ ვითარებაში ხელისუფლებისა და საზოგადოების უმოქმედობაა.

_ რა უნდა გაკეთდეს?

_ უნდა მოხდეს ამ ადამიანების მხილება საერთაშორისო დონეზე. თითოეული ფრაზა, განცხადება, რომლითაც ისინი ევროსასამართლოს კრემლის ან ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ მის ობიექტურობას, უნდა იქნეს ამოკრეფილი, ითარგმნოს ინგლისურად და გავრცელდეს. ამით უნდა დაანახვო იმ დასავლეთს, ვის აფინანსებდნენ წლების განმავლობაში, ვის იცავდნენ და უჭერდნენ მხარს.

რაც შეეხება ე.წ. არასამთავრობოებს, რომლებიც “რუსთავი 2”-ის გარშემო დაირაზმნენ და ეს დღეებია, დამძიმებული სახეებით სხედან ეთერებში “სიტყვის თავისუფლების” დასაცავად, რატომღაც ვერ ვიხსენებ, რომ ეს ადამიანები ასეთი შეშფოთებული ყოფილიყვნენ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა ტელეკომპანიაიმედშისპეცრაზმი შევიდა და პირდაპირ ეთერში მოხდა დარბევა. რეზინის ტყვიები დაუშინეს ჟურნალისტებს და დაჟეჟილი ხალხი იქიდან ხელფეხ შეკრული გამოიყვანეს. სად იყვნენ? მაშინ რა, სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრებოდა საფრთხე?

_ დავუბრუნდეთ ისევ ვაზაგაშვილების საქმეს. თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს პასუხი, ვინ უნდა დაისაჯოს ამ საქმეზე?

_ რაც შეეხება კონკრეტულად ვაზაგაშვილის საქმეს, სამართლიანობა აღდგება მაშინ, როცა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან არა შემსრულებლები, არა ხელქვეითები, არამედ უშუალოდ თავკაცები. თუმცა კიდევ გავიმეორებ: არც ვაზაგაშვილის და არც სხვისი ცალკე აღებული ერთი საქმე გამონაკლისი ვერ იქნება, ეს მთელი პროცესია და, სანამ სამართლებრივი მიდგომები არ შეიცვლება ქვეყანაში ძირფესვიანად, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ალბათ საუბარიც ზედმეტია. ისე, წლების განმავლობაში ჩვენ ხშირად გვესმოდა, მათ შორის, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც, რომ დამნაშავეების დასასჯელად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია. არსებობს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებულია, რომ ადამიანებს, ახალგაზრდა ბიჭებს, უდანაშაულოდ ხოცავდნენ ქუჩებში, რომ იყო ქვეყანაში წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და ქონების ხელყოფა. აი, ეს სამი ძირითადი რამ სტრასბურმა თქვა და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ვინ უნდა დაისაჯოს კონკრეტულად და რა სიმკაცრით, ეს უკვე გამოძიების საქმეა. “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ახლა მაინც უნდა გასამართლდეს. ამ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში ყოფნა, სულ ცოტა, 50 წლით, სამუდამოდ თუ არა.

_ სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ბევრს გაუჩინა იმედი, რომ სამართლიანობა ახლა მაინც აღდგება. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ ხელისუფლება შესაბამის პოლიტიკურ ნებას ამჯერადაც არ გამოიჩენს? აქ, ალბათ, ცალკე პრობლემაა ისიც, რომ სასამართლო სისტემაში ბევრია წინა ხელისუფლებისდროინდელი კადრი.

_ თუ ახლა მაინც არ მოვა გონს ეს ხელისუფლება და არ შეწყვეტს თანამშრომლობას დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან; თუ ახლა მაინც არ აღასრულებენ მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და არ დაიწყებენ სამართლიანობის აღდგენას, დღეს შეიძლება მოიგერიონ სააკაშვილის ხროვის პროვოკაციები პარლამენტში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო სისტემაში, ზეგაც შეიძლება, მოიგერიონ, მაგრამ ხომ გსმენიათ გამოთქმა “კოკა წყალზე ტყდებაო”, _ ზეგ ვეღარ მოიგერიებენ; იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობაარის საშიში კრიმინალური ძალა, რომელიც გაჩერებას არ აპირებს, რადგან მათ მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ _ ან ციხე და გისოსები, ან ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. სხვათა შორის, იმ დღეს ნიკა გვარამია პირდაპირ იმუქრებოდა: ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ხალვაშსაც და სხვებსაც დავიჭერთო. ხვდებით, რაზეა საუბარი? კაცი ქართული მართლმსაჯულების სამივე ინსტანციამ გაამართლა, მერე საერთაშორისო სასამართლომაც იგივე თქვა და გვარამია ამბობს, რომ, როცა ხელისუფლებაში მოვა, დაიჭერს… კიდევ ვიმეორებ: ესენი არ გაჩერდებიან, სანამ ქვეყანას არ გადაატრიალებენ. სტრასბურგის კი არა, კაცობრიობის გადაწყვეტილება რომ დაიდოს, არაფრად ჩათვლიან. ამიტომ არის აუცილებელი, რომ, სანამ დროა, დამანაშავეები გასამართლდნენ, თორემ მერე უკვე გადატრიალებულ და სამოქალაქო დაპირისპირების ცეცხლში გახვეულ ქვეყანას არაფერი ეშველება. ისე, საზოგადოებაც უნდა იყოს აქტიური იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, გადადგას ეს ნაბიჯი; ხელისუფლება ვალდებულია, ეს კრიმინალები ჩამოაშოროს ძალაუფლებას…

_ რა შეიძლება გაკეთდეს საზოგადოების მხრიდან?

_ პროტესტის ყველა ფორმა, ყველა გზა და საშუალება უნდა გამოვიყენოთ. დიდი და პატარა უნდა დადგეს ფეხზე და გამოვიდეს რუსთაველზე ამ მოთხოვნით, თუმცა ჩვენ, მაპატიეთ და, თუ არ გვაწამებენ, გვკლავენ და გვაუპატიურებენ, ხელის განძრევა არ გვინდა. ეს არის ზუსტად ის გარემოება, რაც დამნაშავეებს ამდენი ხანი აბოგინებს ქვეყანაში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მწვანე შუქი ქართული მართლმსაჯულებისთვის, რომელიც აქამდე მუდმივად იყო კრიტიკისა და ბრალდებების ობიექტი. ახლა უკვე დასავლეთი ოფიციალურად აღიარებს, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა უმძიმესი დანაშაულები და, რაც მთავარია, თქვეს, რომ ეს იყო სისტემური. ხელისუფლება, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამართლიანობის აღდგენას არ დაიწყებს, ქვეყანაში გასაჩერებელი არ არის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here