მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: საქართველოს, უწინარესად, სჭირდება გამოსვლა დასავლეთის მონური, კოლონიური მორჩილებიდან!

ნანა კაკაბაძე: საქართველოს, უწინარესად, სჭირდება გამოსვლა დასავლეთის მონური, კოლონიური მორჩილებიდან!

2019
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საკრებულოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში მის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, რუსეთის სამართლებრივ სივრცეში უპირატესობა ქვეყნის კონსტიტუციას უნდა მიენიჭოს. მისი თქმით, ახალ ჩანაწერში, რომელიც ქვეყნის ძლიერებისა და სტაბილურობის გარანტი იქნება, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს შეუძლია, დარჩეს რუსეთად მხოლოდ როგორც სუვერენული სახელმწიფო: “ეს ნიშნავს შემდეგს: საერთაშორისო კანონმდებლობისა და შეთანხმებების, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანოების მოთხოვნების მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც მათ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა არ მოსდევს და არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას

პუტინის განმარტებით, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილები რუსეთს, უკვე დიდი ხანია, სჭირდება, თუმცა რიგი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით ეს ცვლილებები დღეს განსაკუთრებით საჭიროა… საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გამოსვლის შემდეგ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა წინადადებათა პაკეტი უკვე წარუდგინა სახელმწიფო სათათბიროს.

რას ნიშნავს ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ქვეყნის კონსტიტუციის უპირატესობაზე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მიმართ და სჭირდება თუ არა საქართველოსაც მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთში ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იყოს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა თუ შეთანხმებებზე მნიშვნელოვანი, ლიბერალური ისტებლიშმენტის მხრიდან კიდევ ერთი ისტერიკული შეშფოშებააღშფოთება მოჰყვა. ბევრი ითქვა და დაიწერა იმის თაობაზე, რომ ამ ცვლილებით რუსეთი კიდევ უფრო შორდება ცივილიზებულ მსოფლიოს. თქვენ, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, როგორ ფიქრობთ, მიზანშეწონილია დღეს რომელიმე ქვეყნისთვის მსგავსი ცვლილება?

_ დავიწყოთ იმით, რომ ვლადიმერ პუტინს არ უთქვამს არაფერი ახალი და რაც საერთაშორისო სამართლებრივმა პრაქტიკამ არ იცის. ყველა სუვერენულ სახელმწიფოში კონსტიტუცია უპირატესია ნებისმიერ საერთაშორისო დოკუმენტზე, თუმცა საერთაშორისო ნორმებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და თავისთავად არ არის სასურველი, როცა ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება მათ (ან პირიქით. რედ.).

პუტინის განცხადებას რაც შეეხება, არ მგონია, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში გადიოდეს საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან და უხეშად ილაშქრებდეს მის წინააღმდეგ. უბრალოდ, ეს ხაზგასმა კონსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე იყო ერთგვარი პოლიტიკური გზავნილი, რომ კრემლი პრინციპულია თავის კურსში და არანაირი საერთაშორისო კონიუქტურის გამო ის ამ თვალსაზრისით კომპრომისზე არ წავა. სხვა დანარჩენი, ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული და, მით უმეტეს, საგანგაშო ამ განცხადებაში არ არის. რუსეთის გარდა გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, დიდ ბრიტანეთშიც და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში საკუთარი კონსტიტუცია უპირატესია საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე.

_ მაშინ რატომ გამოიწვია პუტინის განცხადებამ დასავლეთის გარკვეულ წრეებსა და საქართველოშიც ერთგვარი განგაში?

_ ესეც, ალბათ, არის ნაწილი პოლიტიკური რიტორიკისა, რომელიც პროცესის დისკრედიტაციაზე უფროა გათვლილი. კიდევ ვიმეორებ: ვერავინ ვერანაირი არგუმენტებით ვერ ახსნის, რატომ არის საგანგაშო, თუკი ამა თუ იმ სუვერენულ სახელმწიფოში მისი კონსტიტუციის უპირატესობა დადგინდება საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე. საქართველოში ვინ ატეხა ამაზე განგაში, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ყველაფერზე ხმაური და ყველაფრის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაქცევა კომიკურად გამოიყურება. საკუთარ თავს მივხედოთ და ჩვენს სამართლებრივ სივრცეს. საქართველოს არავინ არ ეკითხება, რა ცვლილებებს მიიღებენ ზესახელმწიფოები და რა კორექტივებს შეიტანენ თავიანთ კონსტიტუციებში

_ საქართველოს თუ სჭირდება მეტი კონსტიტუციური დამოუკიდებლობა? რეალური სამართლებრივი დამოუკიდებლობა მაქვს მხედველობაში, თორემ ფორმალურად, ქაღალდზე ისედაც გვიწერია, რომ საქართველოში საქართველოს კონსტიტუციაა მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი.

_ საქართველოს, უწინარესად, სჭირდება გამოსვლა დასავლეთის მონური, კოლონიური მორჩილებიდან, რომელიც ყველაფრის შემაფერხებელი და დამამუხრუჭებელია. ამ მონური მორჩილების შედეგია ის, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, პარალიზებულია პოლიტიკური სისტემა, პარალიზებულია ჯანსაღი პროცესები და არ ხდება არაფერი… სხვათა შორის, ეს თანდაყოლილი მონობა და მმართველი ელიტის მიერ კოლონიად ყოფნით ტკბობა მთავარი მიზეზია იმისა, რომ დღეს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს სამართალი _ არ არსებობს განცდა კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ანგრევდნენ, ისევ სახელმწიფო სტრუქტურებში არიან წარმოდგენილნი.

_ დღევანდელი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი წინა რეჟიმის ხალხია. თქვენი აზრით, ამ ადამიანების ხელშეუხებლობა გარედანაა ნაკარნახევი?

_ შეთქმულების თეორიების მოყვარული არ ვარ და არ მგონია, რომ მათ ასე პირდაპირ, თითის ქნევით ეუბნება ვინმე, _ დამნაშავეები არ დასაჯოთო. ეს, უბრალოდ, მათი კომპლექსი და მონური ფსიქოლოგიაა, რომ, არიქა, დემოკრატიული დასავლეთი რას იტყვისო… ვერავინ ვერაფერსაც ვერ იტყვის. ან რა ლაპარაკი უნდა იმას, რომ ბოკერია დამნაშავეა და უგულავა და ძმანი მისნი სასჯელს უნდა იხდიდნენ?!

რაც შეეხება ჩვენს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ჩვენს მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში შავით თეთრზე გვიწერია, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სამართლებრივი სახელმწიფო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს საკუთარი გზის, საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ახლა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თვალებში შესციცინებს დასავლეთს და ამერიკის ელჩთან შეუთანხმებლად მინისტრებს ბრიფინგი ვერ გაუმართავთ, კანონის თუ კონსტიტუციის პრობლემა არ არის. ეს არის პოლიტიკური პრობლემა, რომელიც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი და, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ისინი ამ კომპლექსიდან ოდესმე გამოვლენ.

_ როგორ ფიქრობთ, რა უშლით მათ ხელს რეალურად? რა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი კონსტიტუცია და კანონი დასავლეთის ნებაზეა დამოკიდებული?

_ ვფიქრობ, ამ მონური მორჩილების უმთავრესი მიზეზი არის სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი. როდესაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს თუ ადამიანების ჯგუფს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ აქვს და ყველაფერი ერთპარტიულ დონეზეა დაყვანილი, იქ, რა თქმა უნდა, მთავარი ამოსავალი წერტილი პიროვნული კეთილდღეობაა. საერთოდ, ასეთი ხელისუფლება მუდმივად ორიენტირებულია უპრინციპობაზე, იმიტომ, რომ მყარი სახელმწიფოებრივი პრინციპები მას ყოველთვის დააყენებს სირთულის წინაშე.

_ რა თვალსაზრისით?

_ იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი სახელმწიფოებრივი ამოცანის შესრულება მარტო შენი ძალებით მოგიწევს. თუმცა, თუ შენ პრინციპები არ გაქვს და მზად ხარ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უსიტყვოდ მიიღო ყველა დირექტივა, რომლებსაც გარედან გიკარნახებენ, ცხადია, ყველაფერი მზამზარეული გაქვს და საფიქრალ-სადარდებელი არაფერია. აი, ზუსტად ეს კომფორტია, ჩემი აზრით, მთავარი ხიბლი, რომელიც საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დასავლეთის მონურ მორჩილებაში ამყოფებს და არა ის, რომ თურმე აქ ვიღაცა ვიღაცას ემუქრება. არ არის ნამდვილად ასე. ჩვენზე მცირერიცხოვანი ერებიც არსებობენ, ჩვენზე ნაკლები რესურსებისა და შესაძლებლობების მქონე, მაგრამ ჩვენზე უფრო დამოუკიდებლები არიანუბრალოდ, მათ ჰყავთ ხელისუფლება, რომელსაც მეტი სინდისი და სახელმწიფოებრივი აზროვნება გააჩნია. არაფერს აღარ ვამბობ ღირსებასა და თავმოყვარეობაზე

_ რას იტყვით იმ ანგარიშებსა და მწვავე შეფასებებზე, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებდა, როცა, მაგალითად, მერაბიშვილის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ან იგივე კეზერაშვილსა და ადეიშვილზე. შეიძლება, ეს ზეწოლად შეფასდეს?

_ ამერიკისა და მთლიანად დასავლეთის პოლიტიკურ სისტემაში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომელიც სუბიეტურად შეაფასებენ ამა თუ იმ მოვლენას, მაგრამ ეს ხომ არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი? მაშინ რად გვინდა ან პრეზიდენტი, ან პარლამენტი და სასამართლო? დაველოდოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ (ფაქტიურად ასეცაა სინამდვილეში. რედ.). აი, ეს არის ზუსტად მონობა და კოლონიალიზმი, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, გამჯდარი აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, როგორც ჩანს, ერთი რამ ავიწყდებათ _ ხელისუფლების წყარო ხალხია და ხალხი ნამდვილად არ არის ამ სამარცხვინო მდგომარეობით კმაყოფილი…

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა თუნდაც ნაწილობრივ მაინც შეიცვალოს?

_ პირველი და უმთავრესი _ ძირეული პოლიტიკური ცვლილებები. ოღონდ ეს უნდა იყოს ფუნდამენტური სისტემური ცვლილებები და არა ისეთი, როგორიც აქამდე, _ შემსრულებლების ჩანაცვლება შემსრულებლებით. ისე, აქ, ალბათ, უმნიშვნელოვანესი მომენტი თვითონ ხალხის ფაქტორიცაა და საზოგადოებაშიც არის მიდგომები სერიოზულად შესაცვლელი; პირველ რიგში, იმ კუთხით, რომ ბრმა არჩევანი არ კეთდებოდეს. არ შეიძლება, ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ვენდობოდეთ იმის მიხედვით, რამდენი ფული აქვს და როგორი მხარდაჭერა გააჩნია საერთაშორისო დონეზე. ერთიც და მეორეც ის პარამეტრებია, რომლებსაც ასი პროცენტით აკმაყოფილებდა ბოლო ორი ხელისუფლება, მაგრამ, რაც მოგვიტანეს ამ წლების განმავლობაში, ყველა ვხედავთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here