Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: საქართველოსნაირი უუფლებო ქვეყანა მეორე არ მეგულება, ჩვენი “კრემლია” ყველგან, დაწყებული...

ნანა კაკაბაძე: საქართველოსნაირი უუფლებო ქვეყანა მეორე არ მეგულება, ჩვენი “კრემლია” ყველგან, დაწყებული ბრიუსელით… ვისაც არ ეზარება, ჩვენს ქვეყანას თავში ურტყამს

445
ნანა კაკაბაძე

რამდენიმე დღეა, საზოგადოება ისმენს ერთერთი პარტიული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც ქვეყნის პრემიერი ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, კრიმინალად არის გამოყვანილი; უფრო მეტიც, ყოფილი პრემიერისა დაქართული ოცნებისყოფილი თავმჯდომარის _ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას, დაკვეთის შემსრულებლად. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჯერა ჩანაწერების ავთენტურობის და არც იმის, რომ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს მსგავსი კრიმინალის ჩადენა შეუძლიათ. რატომ დასჭირდა დღეს .. ოპოზიციას პრემიერ ღარიბაშვილის დისკრედიტაცია; როგორ და რა გზებით ახერხებენ ესა თუ ის ტელევიზიები საიდუმლო ინფორმაციისა და ფარული ჩანაწერების ხელში ჩაგდებას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება.

_ ე.წ. ოპოზიციაში მყოფმა კრიმინალებმა დაიკავეს გარკვეული ნიშა ქვეყანაში და ამ საშინელი ფაქტის მიმართ ხელისუფლების პოზიცია ჩემთვის გაუგებარია. მთავრობის წევრები აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კრიმინალ ოპოზიციონერებს, მათ ერთობლივ ძალად მოიხსენიებენ, რაც მართალია, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ითვალისწინებენ კრიმინალებისა და მათთან შეკრული ე.წ. ოპოზიციის აზრს, ისინი ჩართული ჰყავთ კომისიების მუშაობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები შეფასებებისას უკან არ იხევენ და საშინლად დანძღავენ ე.წ. ოპოზიციის ტელევიზიების წარმომადგენლებსაც, მაგრამ მათთანაც თანამშრომლობენ. ხელისუფლება თანამშრომლობს ელისო კილაძისნაირებთანაც და მერე საზოგადეობას უკვირს, საიდან ჩაუვარდათ ხელში ჩანაწერები, როგორ ახერხებენ მოსმენას და .. ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ამ კრიმინალებისჩიტები”, სწორედ ისინი აძლევენ მათ ყველა ინფორმაციას.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიუღებელია ყველა, ვინც მათ აკრიტიკებს, მაგრამ ხელისუფლებასაც თუ აკრიტიკებ, ე.ი., მტერი ხარ და მიუღებელი. ხელისუფლება არ თვლის, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანის აზრი გასათვალისწინებელია, ისინი არ თანამშრობლობენ მათთან, ვისაც საღი აზრი აქვს და კრიმინალებთან თანამშრომლობა არ სურს.

ხელისუფლებამ ქვეყანაში ცუდი ვითარება შექმნა _ ვინც მათთან არ არის, მათი მტერია.

_ ხელისუფლების სათავეშიქართული ოცნებისმოსვლიდან სამი წლის თავზესაქართველო და მსოფლიოსთანინტერვიუში განაცხადეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში და არა მხოლოდ იქ, ჯერ კიდევ ნაციონალები სხედან. უკვე ცხრა წელიწადი გავიდა და საზოგადოება კვლავ ამ რეალობის წინაშე დგას _ ხელისუფლებას აშანტაჟებენ, ფარულად იწერენ, მერე ამ ჩანაწერებს უქვეყნებენ და ..

_ ცხრა წლის თავზე არაფერი შეცვლილა, ყველას შეუძლია ნახოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საშტატო განრიგი, სულ რაღაც ერთი-ორი ადამიანია შეცვლილი, დანარჩენები ისევ თავის ადგილას არიან.

ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს წინა ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების შესახებ, მაგრამ არაფერს ცვლის; მეტიც, თანამშრომლობს ამ დამნაშავეებთან. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მიშასდროინდელი ხალხი მუშაობს, სახელმწიფო უშიშროებას ისევ ის კრიმინალებიემსახურებიან”, თანაც ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე.

_ პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინათ სკანდალური ჩანაწერის გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის ელჩმა და უცხოელმა პარტინორებმა განაცხადეს, უფრო ზუსტად, “ურჩიესხელისუფლებასა და .. ოპოზიციას, რომ პლებისციტი ჩაატარონ და ხალხის აზრი მოისმინონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ. რიგგარეშე არჩევნების კატეგორიული მოწინააღმდეგეა ღარიბაშვილი

_ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა ის, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები არ ვართ. არადა, ე.წ. პარტნიორები გვარწმუნებენ, რომ დამოუკიდებლები ვართ. ამ ვითარებამ დაბნეულობა გამოიწვია საზოგადოებაში _ თუკი დამოუკიდებლები ვართ, რისთვის ვიბრძოლოთ?! ქართველები ინერტულები გავხდით და ბრძოლის აზრი დავკარგეთ. სინამდვილაში, არც დამოუკიდებლები ვართ და არც სუვერენულები, გადაწყვეტილების მიღების საშუალებაც კი არ გვაქვს.

საქართველოსნაირი უუფლებო ქვეყანა მეორე არ მეგულება, ჩვენი “კრემლია” ყველგან, დაწყებული ბრიუსელით… ვისაც არ ეზარება, ჩვენს ქვეყანას თავში ურტყამს.

_ თუ დაიხევს პრემიერი ღარიბაშვილი უკან, ჩატარდება პლებისციტი და ხელახალი არჩევნები?

_ კი, ღარიბაშვილი უკან დაიხევს, მას ოროსანი ბავშვივით საშემოდგომო გამოაყოლეს და ახლა დაბარებული ჰყავთ ბრიუსელში საშემოდგომო გამოცდის ჩასაბარებლად. წარმოდგენა არ მაქვს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაამცირონ ქვეყანა, მეტად როგორ უნდა ჩაარტყან თავში, რომ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ჩვენს ქვეყანაში არსებული კრიმინალური ოპოზიციის ზურგს უკან დგანან ადამიანები უცხო ქვეყნიდან, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებაზე ზეგავლენას ახდენენ. ე.წ. ქართული ოპოზიცია აგენტებითა და ქვეყნის მტრებით არის სავსე. ამერიკის დემოკრატია არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელია ის, ვის და რას უჭერენ მხარს.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ლანძღავს ყველა, განსაკუთრებით “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანები. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ხელისუფლებას ლომჯარიას კანდიდატურა თავს მოახვიეს, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ _ ლომჯარია დანიშნეს იმისთვის, რომ მეტად დაგვამცირონ, გაგვანადგურონ. ლომჯარიას ვიღაცამსახალხო დამრღვევიდაარქვა და სწორიც არის. ლომჯარიასავით არ უნდა იქცეოდეს რიგითი მოქალაქეც კი, არათუ სახალხო დამცველი. ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არის ანგაჟირებული, არ აქვს ცოდნა, გამოცდილება, არის კრიმინალების მეგობარი, მის ყველა სიტყვაში იგრძნობა უვიცობა, ეს ქალი ვერ ხვდება, რომ სასამართლო ვერ და არ იქნება პოლიტიზებული. ლომჯარია არარაობაა, მაგრამ ის ხელისუფლების არჩეულია, პარლამენტის ხელდასმული. ლომჯარია უვიცია და, თუ ეტყვიან, რომ ორჯერ ორი ხუთია, ის დაადასტურებს, რადგან არ იცის, რამდენია სინამდვილეში.

_ რადგან ყველასგადავწვდით”, გკითხავთრამდენიმე დღის წინ ჩვენისამი მუშკეტერიდანერთერთმა, თენგიზ ცერცვაძემ, განაცხადა: რუსული ვაქცინა კარგიც რომ იყოს, ჩვენთვის პოლიტიკურად მიუღებელიაოეს განცხადება პოლიტიკურად აგნაჟირებული ადამიანის განცხადებას ჰგავდა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ექიმებსა და წამლებს საზღვრები არ აქვთ

_ ცერცვაძის განცხადება სიბნელეა, უვიცობაა. ძალიან ვწუხვარ ამ სიტყვებს რომ ვამბობ მართლაც კარგ სპეციალისტზე. ის პიარის მსხვერპლია, ქვეყანაში არსებული იდეოლოგიის მსხვერპლი. მან კარგად იცის, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია რუსული პროდუქციით, ყველა სტრატეგიული ობიექტი ჯერ კიდევ მიშას ხელისუფლების პერიოდში მიჰყიდეს რუსეთს, ეს ყველაფერი ყველამ იცის და მაინც რაღაც ეჩოთირებათ. ჩემთვის გაუგებარია ცერცვაძისა და სხვა ექიმების ასეთი მიდგომა რუსული ვაქცინისადმი, ქართული აფთიაქები სავსეა რუსული წამლებით და ყველა საუკეთესოა. მეც და ჩემს გარშემოც ყველა რუსულ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. შე დალოცვილო, თუკი რუსულ პროდუქციას მოიხმარ და უპირატესობასაც ანიჭებ, ვაქცინამ რა დაგიშავა? პოლიტიკურად მიუღებელი წამალი არ არსებობსექიმის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება, სიბნელეა, ცერცვაძე ანგაჟირებულია, რაც სამწუხაროა. ექიმს უფლება არ აქვს, თუნდაც შვილის მკვლელი არ გადაარჩინოს, მათ ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ დადებული. წარმოუდგენელია, სადღაც წამალი არსებობდეს, საშველი იყოს და უარი განაცხადო. ჩვენი ექიმები ყველაფრის წინააღმდეგ მიდიან, რაც რუსეთს ეხება და ეს იმის ფონზე, საკუთარი ნებით რომ გვაქვს დათმობილი რუსეთისთვის ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი.

თენგიზ ცერცვაძემ რუსულ ვაქცინაზე ცუდი განცხადება გააკეთა და მისი ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის მიუღებელია. მან ვერ ახსნა, რის გამო არ უნდა მივიღოთ რუსული ვაქცინა. ცერცვაძის განცხადება პროდასავლურობას არ ნიშნავს, ეს პროვინციალიზმია. ქვეყანაში ძალმომრეობის საშინელი პოლიტიკაა, ეს ფაშიზმის ტოლფასია. ვუსმენდი ცერცვაძეს და ვხვდებოდი, როგორ წნეხში იყო მოქცეული, რომ პოლიტიკურმა დღის წესრიგმა კარგ ექიმს მსგავსი განცხადება გააკეთებინა.

ჩვენი ქვეყნის რეალურ პრობლემაზე არავინ ფიქრობს, აქცენტი გადატანილია მტრის ხატის შექმნაზე. პრობლემებზე მოლაპარაკე ადამიანი არ არსებობს ქვეყანაში, არ არსებობს კონცეფცია, ტელეეთერში საღად მოაზროვნე ადამიანს ვერ ნახავ. ერთადერთი, რასაც ვუყურებთ, არის ის, რომ უცხოელ სტუმრებს საზღვრებთან ეპატიჟებიან და მავთულხლართებს ათვალიერებინებენ, თითქოს იქ მისვლით რუსს შეაშინებენ და გააქცევენ. ჩადიან შავი ჯიპებით, იმის ნაცვლად, რომ ჯიპებში ჩასასხმელი ბენზინის ფულით საზღვართან მცხოვრებ ხალხს დაეხმარონ, ხალხს, რომლებიც იქ ყოფნით მართლაც იცავენ საზღვარს. ამ თემას არ შევეხებოდი, საქმე რომ კეთდებოდეს. სისულელეს ჰგავს მასპინძლებისა და სტუმრების ქცევა. ევროპელები მავთულხლართთან თუ არ ჩავიდნენ, ისე არ იციან, ტერიტორიები დაკარგული რომ გვაქვს? არ იციან, რა გვჭირს? შეიძლება ყველაფერი მხოლოდ პიარზე იყოს გათვლილი და არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგას ქვეყნის კრიზისიდან რეალურად გამოსაყვანად?!

სიგიჟე ჰქვია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, რომელსაც პროდასავლურობას უწოდებენ და სინამდვილეში ფაშიზმია. ქართველები არ ვსაუბრობთ ტერიტორიების დაბრუნების რეალურ გზებზე, არ ვსაუბრობთ ეკონომიკური პოლიტიკის შექმნაზე, რათა ქვეყნის მოსახლეობამ და ეკონომიკამ ამოისუნთქოს, გლეხმა შვება იგრძნოს. მარაზმში ვართ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here