Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: საკმარისია, რეალური პოლიტიკური ალტერნატივა გაჩნდეს, რომ ჩათვალეთ, “ნაც-ქოცური” მასკარადი დასრულებულია

ნანა კაკაბაძე: საკმარისია, რეალური პოლიტიკური ალტერნატივა გაჩნდეს, რომ ჩათვალეთ, “ნაც-ქოცური” მასკარადი დასრულებულია

2557
ნანა კაკაბაძე

ივანიშვილის მიერ საარჩევნო ცვლილებების ცრუ დაპირებითგადაგდებული.. გაერთიანებული ოპოზიცია თავის აგრესიულ ლიბერალურ აქტივთან ერთად, ხელისუფლების წინააღმდეგდაბოქლომებისხმაურიან აქციებს აქტიურად განაგრძობს. ნაცების, ევრონაცებისა და ორპროცენტიანი რესპუბლიკელების მხარდამხარ ბოქლომიანი გოგობიჭები უკვე რეგიონებშიც გამოჩნდნენ. მეტიც, აღნიშნული ეგზალტირებული უმცირესობა, რომელიც ოლიგარქის მიერ მის მოტყუებას ფართო საზოგადოების შეურაცხყოფად ასაღებს, არათუ დაცხრომას არ აპირებს, მმართველ გუნდსა და პირადად ივანიშვილს რევოლუციური წარღვნით ემუქრება.

დაძაბულობა პიკს რომ აღწევს და ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში ევრომაიდნის მსურველთა რაოდენობა საკმარისზე მეტია, ამას გარე ძალების (მაგალითად, ამერიკელი სენატორების, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და ა.შ.) უპრეცედენტო გააქტიურებაც ცხადყოფს, თუმცა, მიუხედავად სახიფათო ვითარებისა, კრიზისში მყოფი ხელისუფლება ისევ სირაქლემის პოზაშია და გამოსავალს აგრესიული უმცირესობის მიერ სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულების კარებზე დემონსტრაციულად დადებული ბოქლომების მსხვრევაში ხედავს.

რაც შეეხება საზოგადოებას, ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული რამდენიმე აქციის მცირერიცხოვნობამ და შემდეგ ამავე აქციებზე ლიდერების ხვეწნა-მუდარამ, რომ ყველა გამოვიდეს ქუჩაში, ხალხის პოზიცია კიდევ ერთხელ ცხადყო. როგორც ჩანს, საზოგადოების უმრავლესობა არათუ უნდობლად უყურებს მიმდინარე პროცესებს, ნაცების, ევრონაცებისა და უცხოეთიდან მართული სხვა აგრესიული ლიბერალების ნებისმიერ აქტივობას მკაცრად ემიჯნება.…

რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რა მხარდაჭერა აქვს .. გაერთიანებულ ოპოზიციას და რას ნიშნავს მოსახლეობის უმრავლესობის ინდიფერენტიზმი ამ მოვლენებისადმი? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, რამდენიმე დღეა, საზოგადოება ნაცებისა და ევრონაცების ხელმძღვანელობით ქვეყანაში არეულობის მცდელობას ადევნებს თვალყურს. დაძაბულობა პიკს აღწევს, დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ამ მცირე ჯგუფების დესტრუქციული მოქმედებები და რამდენად დიდია გადატრიალების საფრთხე?

_ ჯერ დავიწყოთ იმით, რაც, ჩემი აზრით, არის მთავარი _ ვინ დგას რეალურად ქუჩაში. ქუჩაში დგას ყველა დროის ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ძალა თავის მცირერიცხოვან აგრესიულ აქტივთან ერთად, რომელიც უკვე დაუფარავად აკეთებს რევოლუციურ მოწოდებებს და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობს ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას. ყოველ შემთხვევაში ის დაპირისპირება, სისხლისღვრა, გაწევ-გამოწევა და თავ-პირის მტვრევა, რომელიც მათ მოაწყვეს, სხვას არაფერს ნიშნავს, ქვეყნის გადატრიალების მცდელობის გარდა. ახლა რას წარმოადგენს კონკრეტულად ეს ძალა და რა მიზანი ამოძრავებს მას: პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ძალა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება, სანამ სათავეში მოვიდოდა, კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენიებდა. ე.ი. ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური გზავნილი საზოგადოებისადმი იყო ის, რომ ამ ძალას ჩამოაშორებდა მმართველობიდან და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯებოდა. მაგრამ ამის შემდეგ, როცა “ოცნებამ” მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს _ მოიგო არჩევნები და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად შემოაგდო ყბადაღებული კოაბიტაცია. აი, მას შემდეგ დაიწყო საფუძვლის შემზადება ყველა იმ საფრთხისათვის, რომლებზეც დღეს ლაპარაკია და, ბუნებრივია, როცა დესტაბილიზაციის საფრთხეზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფრის თანაავტორი ნაციონალებთან და მათ ანასხლეტებთან ერთად “ქართული ოცნებაცაა”.

რაც შეეხება ამ ვითომ 22 პარტიისგან შემდგარი ოპოზიციის აქტიურობასნაცმოძრაობისდირიჟორობით, როგორი პროპაგანდაც არ უნდა ნიღბავდეს მათ მოქმედებებს და რა დეზინფორმაციითაც არ უნდა ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ერთი რამ ყველასთვის ცხადია: ნაცებმაც, ევრონაცებმაც და მათმა სატელიტმა 2-3-პროცენტიანმა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც კარგად იციან, რომ ობიექტურ არჩევნებში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ. მათი ერთადერთიშანსი” _ ეს არის გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და, რა გზითაც ხედავენ თავიანთ პოლიტიკურ პერსპექტივას, ცხადია, იმ მიმართულებით ცდილობენ პროცესების წარმართვას.

_ მთავარი ლოზუნგი, რომლის გარშემოცნაცმოძრაობასაზოგადოების დარაზმვას ცდილობს, არის ის, რომ ხალხის მომტყუებელი ხელისუფლება ქვეყანას არ უნდა მართავდეს. არის დღეს საზოგადოება მოტყუებული?

_ ჯერ ის ვთქვათ _ რას ნიშნავს, ივანიშვილმა ხალხი მოატყუა? თუ ესენი იმისთვის იბრძვიან, რომ ქვეყანას ერთპიროვნული მმართველი არ ჰყავდეს, მაშინ ამ პიროვნებისგან როგორ იღებენ რამე პირობას? ეს ერთი. და მეორე _ რა უნდა ექნა ივანიშვილს? რა უნდა ეთქვა: გადადით პროპორციულზეო და პარლამენტს შეესრულებინა? რეალურად მათ არც ერთპიროვნული მმართველობა აწუხებთ, არც საარჩევნო გარემოსა თუ სისტემის გაუმჯობესება და სხვა რამ სურთ. მათი პრობლება არის ის, რომ ძალაუფლება დაკარგეს. აი, ეს არის რეალურად “ნაცმოძრაობის” სატკივარი _ ვერ ინელებს 2012 წლის არჩევნებში განცდილ მარცხს, თორემ რეალური ცვლილებები და დემოკრატია მათ ფეხებზე ჰკიდიათ. ეს ცხრა წლის განმავლობაში დაამტკიცეს. ახლა ამ ყბადაღებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეც ვიტყვი: ეს დღეებია, მედიიდან გვესმის პარტიების ლიდერთა განცხადებები, რომ თურმე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამით უფრო ჯანსაღ პოლიტიკურ ატმოსფეროს მივიღებთ, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: მთავარი ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, მაჟორიტარული იქნება საარჩევნო სისტემა, შერეული თუ პროპორციული, ჩვენ მთავარი პრობლემა გვაქვს არჩევანში. ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური პარტია, რომელიც სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც რეალურ ალტერნატივას შექმნიდა. აი, ეს არის მიზეზი იმის, რომ ხალხი, პრაქტიკულად, განზე დგას და შორიდან უყურებს ამ სამარცხვინონაცქოცურკინკლაობას, თორემ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, მერწმუნეთ, სულ არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხალხი მოტყუებული, ხალხი ივანიშვილმა მოატყუა მაშინ, როცა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა ქვეყნის სათავეში და მოსვლის შემდეგ დამნაშავეებს შეეკრა. რატომღაც არ მახსენდება, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერებიდან რომელიმე შეშფოთებულიყო ამ ყველაფრით. რატომ, ალბათ, ყველასთვის გასაგებია, _ თბილად იყვნენ. კიდევ ვიმეორებ, ყველაზე დიდი პრობლემა და უბედურება, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არის ის, რომ რეალური პოლიტიკური არჩევანი არ არის. ალტერნატივა აღარ არსებობს ქვეყანაში და არც ჩანს პერსპექტივა ახლო მომავალში. ალტერნატივა არის მხოლოდ დამნაშავეებისა და კრიმინალების…

_ ბოლო სამი კვირის განმავლობაშიქართული ოცნება” 12-მა დეპუტატმა დემონსტრაციულად დატოვა და ზოგიერთი მათგანი უკვე ოპოზიციურ ფლანგშია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? ამბობენ, რომ ისინი ივანიშვილმა გაუშვა გუნდიდან.

_ სავარაუდოდ, ასეც არის და, რადგან გაუშვა, ალბათ, მიზეზიც ჰქონდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ უკეთესები დაიტოვა. ვინ არის დღეს ხელისუფლებაში? მმართველ გუნდს რომ გადახედოთ, სამარცხვინოზე სამარცხვინოა. პარლამენტი სასაცილოა; პრეზიდენტი, მთავრობა _ კიდევ უარესი… სხვათა შორის, საზოგადოება უფრო წინდახედულია დღეს და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ერთად აღებული. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა ამ დღეებში: “ნაცმოძრაობა” და მისი ანასხლეტები რა საშუალებებით არ ცდილობენ მოსახლეობის “აგდებას”, მაგრამ ხალხი არ გამოდის.

_ გინდათ თქვათ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები საერთოსახალხო მღელვარება არ არის?

_ სახალხო მღელვარება იყო 2007 წლის 7 ნოემბერი და შემდეგ გამართული მრავალათასიანი აქციები, მათ შორის, რიყეზე გამართული დიდი აქცია, სადაც დაახლოებით 100-150 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამათ რა არ სცადეს, რა პროვოკაციები არ მოაწყვეს და ხუთი ათასი კაცი ვერ გამოჰყავთ, შეიძლება ამას საერთოსახალხო მღელვარება დაარქვა?! ეს არისნაცმოძრაობისადა რევანშისტული ძალების გარშემო გაერთიანებული ლიბერალური უმცირესობის პროტესტი, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდით ვერ გაასაღებენ ხალხის პროტესტად. კიდევ ვიმეორებ: ხალხი მათთან არ დგას და არც დადგება, იმიტომ, რომ არ შეიძლება, მოსახლეობამ მხარი დაუჭიროს ძალას, რომელიც დაუფარავად ლანძღავს მთავარ ეროვნულ იდეალებს; არ შეიძლება, ხალხი გვერდით დაუდგეს ადამიანებს, რომლებიც ამავე აქციებზე დასცინიან და აქილიკებენ ეკლესიას, პატრიარქს, სამღვდელოებას.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ის, რომ რევანშისტული “ოპოზიცია” რეალურ ძალას არ წარმოადგენს და ვერანაირი დეზინფორმაციით ვერ ახერხებს მოსახლეობის მობილიზებას, მმართველი გუნდისთვის დამამშვიდებელი ნამდვილად არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ ხალხის გულგრილობა ამ ძალებისადმი არ ნიშნავს ხელისუფლების მიმართ ნდობას; მიზეზი, როგორც გითხარით, არის პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობა, მაგრამ საკმარისია, ეს ალტერნატივა გაჩნდეს და იმედი ვიქონიოთ, გაჩნდება, ჩათვალეთ, რომნაცქოცურიმასკარადი დასრულდება.

_ როგორ ფიქრობთ, არსებობს დღეს რესურსი ქვეყანაში იმისა, რომ ეს ალტერნატივა გაჩნდეს?

_ გააჩნია, რესურსში რას გულისხმობთ. თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ ადამიანური რესურსი, რა თქმა უნდა, არიან დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც სუფთა წარსულის მქონე, განათლებული, კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ნდობას ნამდვილად იმსახურებენ. რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს, ცხადია, პოლიტიკაში ფინანსები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ თვალსაზრისით საზოგადოებამაც უნდა გადააფასოს ბევრი რამ. არ შეიძლება, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისადმი ნდობის ხარისხი დამოკიდებული იყოს მის ფინანსებზე, იმიტომ, რომ დღემდე ჩვენ ვნახეთ, რა დამართეს ქვეყანას ფულიანმა ადამიანებმა. ხალხს არ უნდა კაცების გამაუპატიურებელი ნაციონალები და მათი ანასხლეტი დანაშაულებრივი სუბიექტები, მაგრამ არც ამ დამნაშავეებთან შეკრული “ოცნება” უნდა. ხალხს უნდა რეალური სახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც, პირველ რიგში, სამართლიანობას აღადგენს დანაცქოცურმასკარადს დაასრულებს ქვეყანაში. აი, ეს ძალა თუ არ ჩამოყალიბდა და რეალური ცვლილებები არ დაიწყო, სამუდამოდ დავრჩებით პოლიტიკურ ჭაობში; ნაცები და ქოცები ყოველთვის იკინკლავებენ; ხალხი კი, რაც დრო გავა, სულ უფრო მძაფრ ნიჰილიზმში, უიმედობაში ჩავარდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ნებისმიერი დღევანდელიოპოზიციონერთაგანიახლო წარსულში იყო ხელისუფლებაში, ყველას კარგად გვახსოვს მათინაღვაწი”, ისევ თუ პარლამენტში შევლენ, სხვანაირად რატომ მოიქცევიან? ვთქვათ, ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით და მოხვდნენ ისინი პარლამენტში, მერე ხალხს რა ამით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here