მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: როდესაც ევროპელები ბოკერიას შეყვარებისკენ მოგვიწოდებენ, დამნაშავეები იქ კი არა, აქ,...

ნანა კაკაბაძე: როდესაც ევროპელები ბოკერიას შეყვარებისკენ მოგვიწოდებენ, დამნაშავეები იქ კი არა, აქ, ადგილზე, უნდა ვეძებოთ

543
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

მოგიწევთ ბოკერიას შეყვარებამე რასაც ვუსმენ, ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება. ჩვენ სწორედ ეს ვისწავლეთ ლიეტუვაში. შეიძლება ჩვენგან განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ, თუ გსურთ, ამ ადამიანების დარწმუნება სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებში, მაშინ სასურველია, დარჩეთ ბოკერიასთან მანამ, სანამ არ შეხვალთ ევროკავშირსა და ნატოში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. არ უნდა გააკეთოთ ის, რაც გააკეთეთ”, _ ასე მიმართაპატრიოტთა ალიანსისლიდერსა და ქვეყნის ვიცესპიკერ ირმა ინაშვილს ლიეტუვის პარლამენტის წევრმა ზიგმანტას პავილიონისმა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე. რატომ გვავალდებულებენ ევროპელიპარტნიორებიგიგა ბოკერიას შეყვარებას და შესაძლებელია თუ არა, რომ ქართველმა ხალხმა გიგა ბოკერია შეიყვაროს? შევეცადეთ, ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა კაკაბაძესთან ერთად გადაგვეხედა უახლესი წარსულისთვის და საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა გიგა ბიკერიასსაქმენი საგმირონი”.

_ სანამ დავიწყებ საუბარს, ვინ არის გიგა ბოკერია, მკითხველს ვეტყვი, რატომ გვავალდებულებენ ევროპელები გიგა ბოკერიას შეყვარებას.

ევროპელების განცხადება, რომ ჩვენ მოგვიწევს ბოკერიას შეყვარება, ლოგიკურია, რადგან, უკვე მერვე წელიწადია, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, გიგა ბოკერია და სხვა დამნაშავეები კი დღემდე არ გასამართლებულან. რვა წლის განმავლობაში გიგა ბოკერია არავის დაუკითხავს სისხლის სამართლის საქმის დანაშაულზე, ამიტომ, ბუნებრივია, ევროპელებს უჩნდებათ განცდა, რომ ამ ადამიანს უსამართლოდ დევნიან. ევროპელებს არ აინტერესებთ, რა ხდება საქართველოში, ისინი საუბრობენ იმაზე, რასაც ხედავენ. ის ძალები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ დასავლეთთან, ვგულისხმობ ნაციონალებს, კარგად იყენებენ ხელისუფლების უმოქმედობას, უუნარობას, როგორც თავადვე დაარქვეს, და ევროპელებიც მათ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. ვერ ვიტყვი, რომ მთელი ევროპა ნაციონალების მხარდამჭერია, მაგრამ, ვინც არის, მათ სჯერათ. როდესაც ევროპელები მოგვიწოდებენ ბოკერიას შეყვარებისკენ, დამნაშავეები იქ კი არა, აქ, ადგილზე, უნდა ვეძებოთ.

ბოკერია არ დაუსჯიათ, პროკურატურაში არც კი დაუკითხავთ, ამიტომ უცხოელებს არ აქვთ მიზეზი იმისა, რომ ბოკერიაზე ცუდი თქვან.

_ რატომ უნდა დასჯილიყო ან დაკითხულიყო გიგა ბოკერია?

_ დავიწყებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელმაც თქვა: როდესაც გიგა ბოკერია იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ამ ორგანიზაციას გაფლანგული აქვს რამდენიმე მილიონი, რომ ბოკერიას ეს თანხები უკანონოდ აქვს გადარიცხული ამერიკაში ლობისტური კომპანიებისთვის. ეს ივანიშვილის სიტყვებია. თქვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ მე ვიყავი სულხან მოლაშვილის წამების პირველი მოწმე, უფრო ზუსტად, მე აღმოვაჩინე მისი წამების ფაქტები, პირადად ვნახე ნაწამები სულხან მოლაშვილი, რომელმაც პირდაპირ დაადო ხელი გიგა ბოკერიას და განაცხადა, რომ ის მონაწილეობდა მის წამებაში, ასევე ყვებოდა იმას, როგორ ამოიცნო ბოკერიას ხმა თვალახვეულმაც კი. სულხან მოლაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა გამოძიების დაწყებას მისი წამების საქმეზე, მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სამართალი ვერ იპოვა. საქმე აღძრული იყო არა ბოკერიასა და მწამებლების წინააღმდეგ, არამედ უფლებამოსილების გადამეტებაზე. აქვე მინდა მკითხველს ვუთხრა, რომ სტრასბურგის მოთხოვნაც წამების ფაქტის გამოძიება იყო. გავიხსენებ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეს, რომელზეც საჯაროდ საუბრობდა გიგა ბოკერიას გუნდის წევრი ელენე თევდორაძე. მან, როგორც კი გამოვიდა ციხიდან, მაშინვე განაცხადა და შემდეგ უკვე სხვადასხვა მედიასაშუალებასთანაც ისაუბრა, რომ გიგა ბოკერიამ გასცა სროლის ბრძანება ბაჩო ახალაიას კაბინეტში, რასაც უდანაშაულო პატიმრების დახვრიტა მოჰყვა. ეს საქმეც არ გამოუძიებიათ, საქმე აღიძრა, მაგრამ არასწორი მიმართულებით და გიგა ბოკერია დაკითხვაზე არავის დაუბარებია. ეს არის ბოკერიას მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც აშკარაა, მაგრამ აქ უკვე არა იმდენად ბოკერიაა დამნაშავე, არამედ პროკურატურა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა და გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანა. ბოკერიას დანაშაულები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და პროკურატურას არ აქვს უფლება, წაუყრუოს; არ ჰქონდათ უფლება, არ დაეკითხათ ბოკერია, მაგრამ არ “შეაწუხეს”. გამოძიება რომ გაგრძელებულიყო, ბოკერიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. წარსულზე საუბრით რომ არ შემოვიფარგლოთ, აგერ ახლა, 20 ივნისის ღამეს, შტურმით აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ ამჯერადაც არ დაუკითხავთ ბოკერია. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, იმიტომ ბედავს ამდენს ეს ადამიანი, რომ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების აქტიური მონაწილე იყო, ავანგარდში იდგა და მაშინც შერჩა. 2003 წლის გადატრიალებას კი მოჰყვა ასობით ადამიანის ჩახოცვა ქუჩებში, გაუპატიურება ციხეებში, ყველაფერი ის, რასაც ჩვენ სისხლიანი რეჟიმის ნამოქმედარს ვეძახით.

ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლას, გიგა ბოკერიას აქტიურობით მოჰყვა დემოკრატიის ნიშნების გაქრობა ჩვენს ქვეყანაში. 2003 წლის გადატრიალების შემდეგ საქართველო პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით, ციხეებში დაღუპულთა რაოდენობით, იყო წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რაც ომშიც კი აკრძალულია, თვალთვალი, მიყურადება… რომელი ერთი ჩამოვთვალო. და ეს ყველაფერი “ვარდების რევოლუციიის” შემდეგ ხდებოდა, მაგრამ დღემდე ამაზე არავინ საუბრობს, არავინ იძიებს იმჟამინდელი სახელმწიფო გადატრიალების დანაშაულებრივ ფაქტებს. ქართულმა ოცნებამარაფერს არ დაარქვა თავისი სახელი; არ თქვა, რა მოჰყვა 2003 წლის გადატრიალებას და რომ ყოვლად დაუშვებელია, “ნაციონალური მოძრაობაიყოს პოლიტიკაში, თანაც ასე აქტიურად. “ოცნებასმათთვის პოლიტიკური საქმიანობა საერთოდ უნდა აეკრძალა. აქედან გამომდინარე, ვიტყვი: გიგა ბოკერია თავისი ფეხით არ წავა ციხეში, ამის სურვილიც რომც გაუჩნდეს, მსგავს რამეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

გიგა ბოკერიას “შეყვარების აუცილებლობა” მოქმედი ხელისუფლების ფესვებში უნდა ვეძებოთ და არა ევროპელების განცხადებებში.

_ რატომ ატარებს ასეთ პოლიტიკას მოქმედი ხელისუფლება, მართლა უნიათოები არიან თუ ვინმეს და რამის წინააღმდეგ ვერ მიდიან?

_ არსებობს მითი, რომ დასავლეთი ზემოქმედებს და მე ეს მჯერა. ვიცი, კარგი კავშირები აქვს ლევან რამიშვილს ევროპა-ამერიკასთან და გიგა ბოკერიასაც, მაგრამ ეს არ არის გამართლება, ბოკერია კრიმინალია და მას მხარს არავინ უნდა უჭერდეს.

_ თუკი ქართული მხარე ევროპელებსა და ამერიკელებს ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას მიაწვდის ბოკერიასა და, საერთოდ, ნაციონალებისშავსაქმეებზე, მაინც მოახერხებენ თავისი გავლენის გამოყენებას რამიშვილები, ბოკერიები და ..?

_ თუკი დადებენ გამოძიებულ საქმეებს, ვერავინ გაბედავს მათ დაცვას, როგორი ანგაჟირებულიც უნდა იყოს ზოგიერთი ევროპაში. უნდა გამოაქვეყნოს ქართულმა მხარემ გამოძიებული კონკრეტული საქმეები და ხმას ვეღარავინ ამოიღებს.

_ ბოკერიას საქმეებზე ხანდაზმულობის ვადები ხომ არ არის ამოწურული?

_ ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებზე ჩვენი ოფისიდან 2 ათასზე მეტი ჩვენება აქვთ გამომძიებლებს მიღებული. თუკი საქმეს პატიმარი არ ჰყავს, ამ საქმეს ვადაც არ აქვს. ასე რომ, გამოძიება დაწყებულია და შეუძლიათ გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ. დაზარალებულები ჩვენებებს ჩვენს ოფისში იძლეოდნენ, რადგან ეშინოდათ პირდაპირ პროკურატურაში მისვლის, იქ ისევ ძველი კადრები მუშაობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მოწმეებს პროკურატურიდან ურეკავდნენ და ქვეყნიდან გააქციეს, მათ აშინებდნენ. ეს მაშინ მოხდა, როცა პროკურატურას კბილაშვილი და ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ჩვენ 2004-2006 წლებში ჩადენილი წამების ფაქტებიც (437 წამების ფაქტი) გვქონდა და ის დოკუმენტებიც გადავეცით პროკურატურას.

_ დღეს რა ვითარებაა პროკურატურაში, შეიცვალა კადრები?

_ რამე რომ შეცვლილიყო, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდოდა. გამოძიება რომ ეწარმოებინათ, ბევრი პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც ნაწამებ პოლიტიკოსებზე ხმას არ იღებდა და ღირსების შემლახავ ქმედებებზე თვალს ხუჭავდა.

ხელისუფლება რომ შეიცვალა, სპორტის სასახლეში დიდი შეხვედრა შედგა, სადაც ყველა ნაწამები ადამიანი, რომლებიც კი რეჟიმს გადაურჩნენ, მოითხოვდა ნაციონალების გასამართლებას, მაგრამ მოთხოვნა ყურად არ იღეს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბოკერიას შეყვარებას ითხოვენ უცხოელები. ბოკერია სულ უცხო გარემოშიც რომ მივიდეს და თქვას, რომ ოპოზიციაშია და ამიტომ ატერორებენ, მის დაჭერას ითხოვენ საქართველოში, გამართლდება, რადგან უცხოელები იტყვიან: თუკი დასაჭერი იყო, დაეჭირათ და, თუკი არ იჭერენ, მაშინ ჩაგრავენო.

_ ქალბატონო ნანა, ბევრი მტერი გაიჩინა ახალმა პრემიერმინისტრმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის შემდეგ. მას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. როგორ ფიქრობთ, იყო იმ ღამეს ძალის გადამეტება?

_ საქართველოში, გარდა იმისა, რომ უვარგისი პოლიტიკოსები არიან, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროც სრულიად დანაგვიანებულია. ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები ისე არიან ფესვგადგმული, სამშობიაროშიც კი ექიმი ქალს არ ამშობიარებს, სანამ ესენი დასტურს არ იტყვიან…

ანგაჟირებული, ყოვლად უვიცი ადამიანები ცდილობენ ახლა ადამიანის უფლებების დაცვას, ცდილობენ პოლიტიკაში ჩარევას, ისინი ლაპარაკობენ და მათ ნათქვამს უსმენს ყველა, ისინი სხედან სამინისტროებშიც. მათი შეფასებები .. გავრილოვის ღამეზე მიკერძოებულია. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყონ ყველა არასამთავრობოს ფინანსური შემოწმება და გაარკვიონ, საიდან აფინანსებენ პოლიტიკურ აქციებს იმ ღამეს გავრილოვი არაფერ შუაში არ იყო, ეს იყო ძალადობა პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის მცდელობა. იქ იყვნენ, ერთი მხრივ, დამნაშავეები და, მეორე მხრივ, დაზარალებული პოლიციელები, მაგრამ აქცენტი ამაზე არ კეთდება…

უუნაროა ეს ხელისუფლება და დამნაშავეებიც იქ უნდა ვეძებოთ; სახელმწიფოებრივად არავინ აზროვნებს, ამიტომ ისეთი ტრაგედიაც კი, როგორიც იყო 20 ივნისის ღამე, როცა დაზარალდნენ პოლიციელები, გაშარჟებულია. იმ ღამეს პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here