Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არიან “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური უჯრედები

ნანა კაკაბაძე: ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არიან “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური უჯრედები

“ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალაუფლების წყარო ხალხია”

259

ქართული ოცნებისლიდერების _ ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის _ ერთობლივმა განცხადებამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმებზე დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება, საქართველოში აშშის ელჩი კელი დეგნანი განსაკუთრებით შეაშფოთა. მედიასთან საუბარში მან ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ აშშის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, განცხადებები ნაჩქარევი არ არის. შეშფოთებული ელჩი მოგვიანებით უფრო მკვეთრ განცხადებებსაც არ მოერიდა და მმართველ გუნდს სანქციებით დაემუქრა: “სანქციები ერთერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები…”

შეგახსნებთ, რომ სასამართლო რეფორმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 19 აპრილს დასავლეთის მენტორობით მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. შეთანხმების შეუსრულებლობაზე პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციამ (განსაკუთრებით “ნაციონალურმა მოძრაობამ”) მალევე დაიწყო, “დემოკრატიული” დასავლეთი კი, რომელსაც 2012 წლამდე პრეტენზია არ გასჩენია სასამრთლო სისტემის ხარვეზებზე, ერთი-ერთზე იმეორებდა ლიბერალური ოპოზიციის რიტორიკას…

რატომ არის დღეს ამერიკისთვის ასე მიუღებელი სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმა, რატომ იმუქრებიან სანქციებით და არის თუ არა ხელისუფლება მზად, გაუძლოს წნეხს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, “დემოკრატიულიდასავლეთი და განსაკუთრებითმეგობარიამერიკა უკიდურესად შეშფოთებულია სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმით. უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნამ ეს შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა. კელი დეგნანი სანქციებითაც იმუქრებარამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება და რის მიღწევა სურთ ხელისუფლებაზე ზემოქმედებით?

_ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან სერიოზული და სიღრმისეული ანალიზი იმ მიმართულებით, რაზეა სინამდვილეში გათვლილი ეს შეშფოთება; ეს არის შეშფოთება რეალურად სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე თუ ძალაუფლების მთლიანად ლიბერალებისთვის გადასაცემად. გავშალოთ ეს თემა: გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ, რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაცია, მოვითხოვდით რეჟიმის გასამართლებას. ეს იყო კამპანია და მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები ოფიციალურად აღიარა პარლამენტმა, ასევე მოვითხოვეთ კონკრეტული პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების გათავისუფლება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში. იმხანად მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, მათ შორის იყოსაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც”, წავაწყდით წინააღმდეგობას. ამ ხალხმა, ამერიკის საელჩოსთან ერთად, ხელისუფლება წნეხში მოაქცია და ეს მოსამართლეები შეინარჩუნა. სხვათა შორის, მათი მთავარი არგუმენტი ასეთი იყო: როგორ, თქვენ გინდათ, სააკაშვილმა რაც ჩაიდინა, ის გაიმეოროთ და სასამართლო სისტემას შეეხოთ? მოკლედ, უმცირესობაში აღმოვჩნდით. დღეს ვხედავთ, რომ ზუსტად იგივე ხალხი _ ეს ნაზი ჯანეზაშვილი, ამერიკის საელჩო, ევროკავშირი და სხვები _ ჩვენ გვეუბნება აბსოლუტურად საწინააღმდეგოს…

_ რით არის ეს განპირობებული?

_ ძალიან მარტივი რამით: როდესაც ჩვენ ამ მოსამართლეებს ვუწოდებდით ნოტარიუსებს, რადგან ისინი პირდაპირ ადასტურებდნენ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს, სასამართლო თავიდან ბოლომდე იყონაციონალური მოძრაობისმიერ მართული. შესაბამისად, იმ ხალხს, რომელიც მოსამართლების გათავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა, ეგონა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისინი კვლავ დარჩებოდნენ “ნაცმოძრაობის” კონტროლქვეშ. ზუსტად აქ დაუშვეს შეცდომა და ეს მერე გამოჩნდა. როგორც კი მოსამართლეები წნეხისგან გათავისუფლდნენ, მათმა დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, არ მოისურვა “ნაცმოძრაობის” შეკვეთების შესრულება. აი, მაშინ მიხვდნენ ნაციონალები, რომ სასამართლოებს ვეღარ მართავდნენ და მოინდომეს სასამართლო რეფორმა. რაც შეეხება ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც, პრაქტიკულად, ზუსტად იმეორებენ ნაციონალების რიტორიკას ამ სასამართლო რეფორმაზე, მათი მიზანიც იგივეა. მათ ის კი არ სურთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, არა, ისინი მხარს უჭერენ იმას, რომ სასამართლო იყოს ნაციონალების ხელში.

_ კი მაგრამ, ამერიკელებს რა ინტერესი აქვთ ამ შემთხვევაში, რისთვის სჭირდებათნაციონალური მოძრაობისთვისსასამართლოს დაქვემდებარება, რომელიც მათ ხელში უკვე იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი?

_ “ნაცმოძრაობის” ლიდერების წინააღმდეგ არსებობს უამრავი საქმე, რომელთა ნაწილიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია. ე.ი., საფრთხის განცდა, რომ ეს საქმეები ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება თაროებიდან ჩამოიღონ, მათ ყოველთვის აქვთ და, ბუნებრივია, მშვიდად ვერ არიან. ამერიკელებს თუ რატომ უნდათ ნაციონალების გაძლიერება, აქაც ყველაფერი ნათელია: როდესაც ის საქმეები დღის სინათლეს იხილავს, მათ არ აქვთ გარანტია, რომ თვითონაც არ ამოტივტივდებიან, როგორც იმ ცხრაწლიანი რეჟიმის მხარდამჭერები. აი, ამიტომ არის, რომ დღესაც “დემოკრატები” ყველაფერს აკეთებენ “ნაცმოძრაობის” გასაძლიერებლად და ყველანაირად ცდილობენ, ხელისუფლებას მოუწყონ ტერორი. სხვათა შორის, კელი დეგნანი, რომელიც დღეს ამდენს ლაპარაკობს, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია იყო სათავეში, შედარებით წყნარად იყო. როგორც კი შეიცვალა ის და აშშის ხელისუფლებაში მოვიდნენდემოკრატები”, გააქტიურდა… “დემოკრატებსუნდათ, აქნაცმოძრაობისსახით ჰყავდეთ ისევ ის ყურმოჭრილი მონები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში უბადლოდ ასრულებდნენ თავიანთ მონურ მოვალეობას.

_ შეძლებენ ისინი ამ ყველაფრის განხორციელებას? შეძლებენნაცმოძრაობისდაბრუნებას ხელისუფლების სათავეში?

_ მე ერთ რამეს ვხედავ და ამაში, ალბათ, ბევრი დამეთანხმება: დღეს ხელისუფლების განწყობა ემთხვევა საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას. ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალაუფლების წყარო ხალხია. ახლა აქდემოკრატებმა”, ერთი კი არა, ათასი კელი დეგნანი რომ ჩამოიყვანონ, ვერაფერს გააწყობენ, თუ ქართველმა ამომრჩეველმა არ ჩააგდო ბიულეტენი ყუთში. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, არც “ნაციონალურ მოძრაობას”, არც მის ანასხლეტებსა და მოკავშირე ე.წ. პროდასავლურ პარტიებს, რომელთა იდეოლოგიაც ეწინააღმდეგება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს, რამე სერიუოზული პოლიტიკური მომავალი არ აქვთ…

_ მოსალოდნელია თუ არა სანქციები, რომლებიც დეგნანმა მედიასთან არაერთხელ ახსენა, როგორც ერთერთი ინსტრუმენტი, და საზოგადოება რა ფორმით შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს?

_ არ ვფიქრობ, რომ ან საზოგადოებამ, ან ხელისუფლებამ დასავლეთს რამე არ უნდა დაუპირისპიროს, აქ უნდა დაუპირისპირდეს ღირებულებები ერთმანეთს. აი, ამას უნდა ხელშეწყობა და ბრძოლა, რომ აქაც და იქაც _ საქართველოშიც და დასავლეთშიც, ჯანსაღმა, ტრადიციულმა, ქრისტიანულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს მახინჯ, უზნეო, ამორალურ სისტემაზე. დარწმუნებული ვარ, ეს, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება და მაშინ მოხდება პოლიტიკური დანაშაულების, კონკრეტული ქმედებების მხილება… მერე ნახეთ ამათი დემოკრატია… სხვათა შორის, ჯორჯიის შტატში უკვე ფაქტებით დადასტურდა, რომ აშშის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე 60% იყო გაყალბება. წარმოიდგინეთ, ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ფლაგმანადაა მიჩნეული; და ესენი გვასწავლიან ჩვენ, როგორ ჩავატაროთ სასამართლო რეფორმა?!

_ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია .. ლიბერალური მედია, ძირითადად, ოთხი არხი _ “ფორმულა”, “მთავარი”, რუსთავი 2” დატვ პირველი”. თქვენ, როგორც უფლებადამცველი, რას ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რასაც ამ ტელევიზიების წარმომადგენლები ყოველდღე აწყობენ ქუჩებში?

_ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ოღონდ არა ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მხრიდან. ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არიან “ნაცმოძრაობის” ჩვეულებრივი პოლიტიკური უჯრედები. ახლა ამ ყველაფერს შესაბამისი კვალიფიკაცია არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებისგან?! უნდა ჰქონდეს და ეს აუცილებელია. ისე, კარგი კი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ღონისძიებაზე არ მიიწვია ეს ოთხი ტელევიზია, მაგრამ არმიწვევა კი არაა მთავარი, არამედ მომხდარის შესაბამისი კვალიფიკაცია. კიდევ ვიმეორებ: ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არიან გაკოტრებული პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დანამატები. აი, ეს არის მთავარი და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ესენი მსოფლიოში წარმოჩნდნენ, როგორც მედია. ისიც აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ ამ მედიებმა აქციაზე 500-ზე მეტი კაცი ვერ გამოიყვანეს. ეს არ არის პროტესტი, როგორც უწოდებენ ლიბერალები, ეს არის ხელისუფლების დამხობის, სახელმწიფოს დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის გეგმა, რომელსაც ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებენ. ასეთივე გეგმა იყო 20 ივნისს მოწყობილი პროვოკაცია, რომელსაც მერე გავრილოვის ღამე უწოდეს და მაშინ ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა ბოლომდე პრინციპულობა. ვგულისხმობ იმას, რომ გადატრიალების დამგეგმავების მიმართ არ განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი მოქმედება. იმედია, ახლაც იგივე არ მოხდება და “ნაცმოძრაობას”, როგორც დაუშოშმინებელ დანაშაულებრივ პარტიას, რომელიც არეულობის მოწყობას არ იშლის, მის მიკროფონიან-კამერიან პროვოკატორებიანად შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა. თუ ამ ნაბიჯებს გადადგამენ და, თუ ჭკუა აქვთ, უნდა გადადგან, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას საზოგადოების სრული მხარდაჭერა ექნება. თუ არადა, ყველა ვხედავთ, რაც მზადდება და რა ელოდება ქვეყანას მზარდი ლიბერალური დიქტატურის პირობებში

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here