მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: დამცირებაა, როდესაც ვიღაც ვიგინდარა ჰარცელი, კაცი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს...

ნანა კაკაბაძე: დამცირებაა, როდესაც ვიღაც ვიგინდარა ჰარცელი, კაცი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენს, თითს უქნევს ჩემი ქვეყნის რჩეულ დეპუტატს, თანაც ნაძირალა გვარამიას გამო

კიდევ ერთხელ დამცირებული საქართველო და დასავლეთი, რომელიც თითს გვიქნევს

543
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

რამდენიმე დღის წინათ მორიგი საპარლამენტო დავაკამათისას პარლამენტარმა თეა წულუკიანმა სააკაშვილის ზეობის პერიოდში გენერალური პროკურორის მოადგილის, ამჟამად ტელევიზიის შეფ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გაასაჯაროა. ამას მოჰყვა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, განცხადება: “კონფიდენციალურობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მე ეს არაეთიკურად მივიჩნიე. როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის ამას მონაცემთა დაცვის კუთხით”. კარლს ჰარცელის ამ განცხადებას წულუკიანმა ასე უპასუხა: “ვისურვებდი ელჩ ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება”. ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ წულუკიანმა განაცხადა: “შეხვერა იყო საინტერესო და, რაც მთავარია, ნაყოფიერი. ამ შეხვედრისას გაირკვა, რომ მისი გუშინდელი განცხადება ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით არის მისი პირადი პოზიცია”. როგორ და რატომ გაუბედა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩეულ წევრს კარლ ჰარცელმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, შენიშვნის მიცემა? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება.

_ ქალნატონო ნანა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღაშფოთა კარლ ჰარცელის საქციელმაროგორ და რატომ გაბედა ჰარცელმა, წულუკიანის მოქმედება შეეფასებინა?!

_ კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის წევრ თეა წულუკიანს გაუბედა და აკადრა ზედმეტი, რაზეც, სიმართლე გითხრათ, ძალიან გავბრაზდი. ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში რომ იყოს ჩვენი წარმომადგენელი, ის გაბედავდა, იმ ქვეყნის პარლამენტის წევრისთვის რამე მსგავსი ეკადრებინა? ვინ არის ჰარცელი? როგორ გაბედა? მისი პროფილია, მის მანდატში შედის დეპუტატებისთვის შენიშვნის მიცემა? რომელი საერთაშორისო ხელშეკრულების წესი და პირობა დაარღვია თეა წულუკიანმა? ჟურნალისტის, ვიღაც რიგითი ჟურნალისტის, ვინმე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოამზეურა. როდის მერე დაწესდა, რომ ჟურნალისტის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება აკრძალულია და დანაშაული?! ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინ ჰკითხავდა ვინმე ჰარცელს ამ ამბის გარჩევას?!

საქართველოს ერთი დიდი ჭირი სჭირს. ეს ყბადაღებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, ძალიან პირობითია. საქართველოს მიმართ როდესაც ჩნდება რამე ინტერესი, ის ფარატინა ქაღალდი, რომელზეც დამოუკიდებლები და სუვერენულები ვართ, მაშინვე ქრება. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი სულაც არ არის იმ ღირსების მქონე, რომლისთვისაც ჩვენ, დისიდენტები, ვიბრძოდით. საქართველო არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. კარგი იქნებოდა, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გვეთქვა, რომ ეროვნული მოძრაობა ამ ბრძოლაში დამარცხდა, რადგან ჩვენ ახალი ხელისუფლება ვერ მოვიყვანეთ და მხოლოდ მონათმფლობელები შევიცვალეთ, შეიცვალა გვარ-სახელები. ჩვენი დამოუკიდებლობა ბოლო 30 წლის განმავლობაში არსად, არაფერში არ ასახულა. სამწუხაროდ, თუკი უწინ ერთიკრემლიიყო, ახლა რამდენიმეკრემლია” _ ვაშინგტონში, ბრიუსელში და ..

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პარლამენტის ისეთ დეპუტატს, როგორიც თეა წულუკიანია, შეურაცხყოფენ. მჯერა, ქალბატონ თეას გადაწყვეტილება არ იქნებოდა უკანდახევა, ის გუნდური მოთამაშეა და როგორც ჩანს, გუნდმა და მისმა ზემდგომებმა უთხრეს, რომ საჭირო იყო რაღაც ფორმით უკან დახევა. უკანდახევაში ჰარცელთან პირად შეხვედრას ვგულისხმობ. სხვა შემთხვევაში, ვიცი, რომ თეა უკან არ დაიხევდა, ის იძულებული შეიქნა, სხვათა აზრი გაეთვალისწინებინა.

თეა წულუკიანისნაირი ძნელად თუ მოიძებნება ამ ხელისუფლებაში, ის თანმიმდევრული და პრინციპულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე ხდება _ იჩაგრება ყველაზე პრინციპული და თავდადებული. კიდევ ვიმეორებ: გული მტკივა, რომ თეას თავის მართლება მოუწია მაშინ, როდესაც ის იყო აბსოლუტურად მართალი.

თეა წულუკიანი ერთი პიროვნებაა, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების ღირსება და პატივი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მე იმას ვჩივი, რომ ეს ქვეყნის შეირაცხყოფა და დამცირებაა. დამცირებაა, როდესაც ვიღაც ვიგინდარა ჰარცელი, კაცი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენს, თითს უქნევს ჩემი ქვეყნის რჩეულ დეპუტატს, თანაც ნაძირალა გვარამიას გამო; ჟურნალისტის, რომელიც სატელევიზიო სივრცეს აბინძურებს; ჟურნალისტის, რომელიც არ ვიცი, სად გაიზარდა და ამ ადამიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროების გამო თეა წულუკიანს ამუნათებენ _ ეს არის ჩვენი დამონებული ქვეყნის ხვედრი.

სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში აღარ არიან ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა იტყვიან _ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მხოლოდ ფარატინა ფურცელია, რასაც ხალხის რეაქცია უნდა მოჰყვეს. საქართველოს იურიდიულად, ქაღალდზე დაწერილი დამოუკიდებლობის განხორციელების უფლება არ აქვს, ამიტომ საჭირო და აუცილებელია, რომ ყოველ ასეთ უმსგავს საქციელზე, როგორც თეა წულუკიანის მისამართით ვიხილეთ, პროტესტი გვქონდეს.

აშკარად ჩანს, რომ დასავლეთი ჩვენს საშინაო პოლიტიკაში აშკარად ერევა, ღირსებას ულახავენ რჩეულ დეპუტატს. ჩვენ უნდა ვწერდეთ საელჩოებს ნებისმიერი ქვეყნისას, რომ ხალხი აღშფოთებულია, რომელიღაც ქვეყნის არც თუ უმნიშვნელო ჩინოსანმა ჩვენი რჩეული დეპუტატი შეურაცხყო.

დამამცირებელია, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც თავის ქვეყანაში ავტორირეტი არ აქვთ, აქ მენტორებად გვევლინებიან და ჩვენი ქვეყნის ღირსებას ფეხქვეშ თელავენ.

თეა წულუკიანის შეურაცხყოფის გამო ქვეყნის ოპოზიციაც შეშფოთებული უნდა იყოს, მაგრამ ხმაც არავის არ ამოუღია, ჩვენ ხომ, სამწუხაროდ, ოპოზიციაც არ გვყავს, ყველა გამყიდველია.

როგორ შეიძლება, უცხო ქვეყნის კლერკმა, ვიღაც ვიგინდარამ ჩემი ქვეყნის რჩეული დეპუტატი შეურაცხყოს?! ეს იმიტომ ხდება, რომ წინა ხელისუფლებამ ქვეყანას დააკარგვინა თავმოყვარეობა, იმ სისხლიანმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაანადგურა. ზოგი განადგურდა, ზოგს სისხლი გაუშრა.

სააკაშვილმა ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ღირსება, ყველას მისცა საშუალება, ხელი წამოეკრა ჩვენი სამშობლოსთვის _ ეს ფაქტია. ეს ყველაფერი ნათლად დავინახეთ 2008 წლის ომის დროს, როდესაც ყველა ქვეყანამ გვერდზე გასწია საქართველო და ჩვენ გარეშე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ პუტინი და სარკოზი, ელჩები, პრეზიდენტები და ჩვენ არაფერს არ გვეკითხებოდნენ, არც განიხილავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰყავდა.

რაზეც ახლა ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა, როგორც დღეს მოხდა წულუკიანის დაკნინება. ქართველ საზოგადოებას კი პროტესტი არც მაშინ გაუჩნდა და არც დღეს უჩნდება.

როდესაც საბჭოთა პერიოდში დისიდენტების რიგებში აღმოვჩნდი, მიზეზი იყო ის, რომ ვითომ თავისუფალი საქართველო თავისუფალი არ აღმოჩნდა, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდით, კონსტიტუცია კი ფარატინა ქაღალდი იყო. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, ოღონდ აღარ არიან დისიდენტები, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები აღარ არიან; ვერავინ ვეღარ ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას უღირსად ექცევიან. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის, რაც ჰარცელმა გააკეთა, თეა წულუკიანის შეურაცხყოფა კი არ არის, ქვეყნის შეურაცხყოფაა, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფაა. მასხრად გვიგდებენ და ეს სააკაშვილის დამსახურებაა.

_ უკვე დიდი ხანია, სააკაშვილის რეჟიმი გადავაგდეთ. “ქართული ოცნებამესამედ ავირჩიეთ და ისევ სააკაშვილს ვაბრალებთ ყველაფერს

_ ავირჩიეთ კი, მაგრამ საქართველოში პოლიტიკა არ შეცვლილა და ვერც შეიცვლება, რადგან საქართველო გარე სამყაროს წინაშე თავდახრილია. ჩვენს ქვეყანას თავის დროზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ხელშეკრულებები არსებობს, რომელთაც გვერდს ვერ აუვლი; არსებობს ვალდებულებები, რომელთა საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ ქვეყანა გაყიდულია და რომ ვერაფერსაც ვერ შეცვლი. გაყიდულია ყველა სტარატეგიული ობიექტი, ძველი ხელშეკულებების საფუძველზე იყიდება ტერიტორიები და, სამწუხაროდ, კაციშვილმა არ იცის, რა და სად? ხელისუფლება ან ვერ ერკვევა და, თუ გაერკვა, თავში ისე წამოარტყამენ უცხოტომელები, კუთხეში ისე დააყენებენ, როგორც თეა წულუკიანი დააყენეს.

_ რა გვეშველება, რა უნდა ქნას ხალხმა?

_ ხალხმა უნდა გამოასწოროს ყველაფერი, თუკი ჩვენ, საზოგადოების წევრები, ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება გამოასწორებს რაიმეს, ვცდებით, რადგან ხელისუფლება არსებულ ვითარებას ვეღარასოდეს ვერ გამოასწორებს. ასეთია არსებული პოლიტიკა, ამ ქვეყანაში არასოდეს არ მოიყვანენ ხელისუფლებას, რომელიც რამეს გამოასწორებს…

_ ვინ უნდა მოიყვანოს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება, ჩვენ ხომ თავად ვირჩევთ?

_ არავითარ შემთხვევაში, ჩვენ არავის ვირჩევთ… ქართველ ხალხს რომ ჰქონდეს არჩევანის საშუალება, გაცილებით უკეთესს ავირჩევდით, დარწმუნებული ვარ. ქართველმა თავად უნდა გააკეთოს ის, რომ, გარედან მმართველს როცა დასვამენ, იმ მმართველმა იმის მაქსიმუმი გააკეთოს, რაც ჩვენ გვსურს. ყველა უცხოტომელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება უპირველესია და ამის შელახვა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს. ამის უნდა ეშინოდეს გარედან დირექტივის მომცემ ქვეყანასაც. ჩვენი ქვეყნის მმართველმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ, თუ ხალხის, დეპუტატის, ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავს, არ ვაპატიებთ.

უნდა არსებობდეს ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ამას გააკონტროლებენ, თორემ პოლიტიკოსები დამოკიდებულნი არიან “კრემლებზე”… ასე რომ, სამოქალაქო აქტივობაა საჭირო, რათა აღვკვეთოთ ჰარცელისნაირი ტიპების განუკითხავობა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხის რჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. დემოკრატიამ თავიც დაგვაკარგვინა და თავმოყვარეობაც,რაიმე რომ წამოგცდეს ქვეყნის ან თავის დასაცავად რაც შეიძლება ვინმე ამერიკელ ან ევროპელ ჩინოვნიკს არმოეწონოს, ჩვენი მთავრობა ჩვენ კიარ დაგიცავს,მათ მიენხრობა და ციხეში გაგიშვებს უდანაშაულოს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here