მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ადეიშვილების, ოქრუაშვილებისა და სააკაშვილების “აღიარებითი ინტერვიუები” მოსახლეობას “ნაცხროვაზე” გულს ვერ...

ნანა კაკაბაძე: ადეიშვილების, ოქრუაშვილებისა და სააკაშვილების “აღიარებითი ინტერვიუები” მოსახლეობას “ნაცხროვაზე” გულს ვერ მოუბრუნებს

“კიდევ ერთხელ მივმართავ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს: ასეთი დახმარება და პარტნიორობა სჭირდება საქართველოს?!”

618
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილმა, საზღვარგარეთ გაქცეულმა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და წინა ხელისუფლების მიერ ცხრა წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის ავკარგზე ესაუბრა. თითქმის ორსაათიანაღსარებით ინტერვიუშიადეიშვილმა მისი მინისტრობის პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეები გაიხსენა და ყველა იმ დანაშაულს, რომლებიცნაცმოძრაობისცხრაწლიანი რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის გამო მოხდა, შეცდომები უწოდა: “რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები, ბუნებრივია. ბევრი შეცდომა იყო. ამ გადმოსახედიდან ეს ყველაფერი უკეთესად ჩანს და, ვფიქრობ, ბევრი რამ ყველას ერთად სხვაგვარად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ჩვენი ქვეყნის სხვანაირი განვითარების…”

მიუხედავად ვრცელი “პოლიტიკური აღსარებისა”, რომელიც, ცხადია, რეჟიმის ოდიოზური სახეების რეინკარნაციის მცდელობაა, ადეიშვილს არაფერი უთქვამს სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. შეკითხვაზე _ რა მიზნებით ისურვებდა სამშობლოში დაბრუნებას, მოკლედ უპასუხა: “საქართველოში მშვიდად ცხოვრება მინდა”. ინტერვიუს ბოლოს კი ადეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება და აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, რაც მისი დიდი ხნის ოცნებაა.

საკმარისია თუ არანაცმოძრაობისლიდერების მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების შეცდომებად შეფასება მათი პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის და თუ შეცვლის ეს საზოგადოების განწყობას, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ზურაბ ადეიშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას უამრავი შეცდომა დაუშვა. მან შეცდომად შეაფასა ბიზნესმენთა რეპრესიები და დევნა. თქვენი აზრით, დღევანდელ ვითარებაში მსგავსი პოლიტიკურიაღსარებითრის მიღწევას ცდილობსნაცმოძრაობა”?

_ ეს პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება, ეს ვითომ პოლიტიკური აღსარებები და სინანულის გამომხატველი ინტერვიუები ჩემთვის მოულოდნელი არ არის. იმიტომ, რომ მე, როგორც ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავიდანვე მწვავედ დაუპირისპირდნენ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს, კარგად ვიცნობ მათი მოქმედების სტილსა და სტრატეგიას. ეს მათი იაფფასიანი პოლიტიკური სვლები ჩემთვის უცხო არ არის. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, რომლებიც ქულების დაწერას ემსახურება, აგერ უკვე ოქრუაშვილმაც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში რეკეტი იყო, რომ იყო ე.წ. ელიტური კორუფცია, რომ მისი უშუალო მონაწილეობით გაიხსნა რაღაც ფონდები და იქ ბიზნესმენებს ფულს არიცხვინებდნენ… ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: თუ ასეთ რაღაცებს სჩადიოდნენ და ნანობენ, პასუხისმგებლობაზე რატომ არ საუბრობენ? რატომ არ იძლევიან ოფიციალურად ჩვენებებს და რატომ გაურბიან დღემდე მართლმსაჯულებას?

_ ოქრუაშვილმა განაცხადა, რომნაციონალურმა მოძრაობამპოლიტიკურად აგო პასუხი

_ მე პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ ვსაუბრობ, ლაპარაკია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ “ნაცმოძრაობას” პოლიტიკურადაც არ უგია პასუხი. პარტია, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, იყო გაკოტრებული, უცებ გახდა მთავარი ოპოზიციური ძალა. სად არის აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა?! ეს ერთი. მეორე _ შეცდომებზე რომ საუბრობენ და ადეიშვილმაც რამდენიმეჯერ გაიმეორა ეს სიტყვა ინტერვიუში, შეცდომა იყო მკვლელობები? სანდრო გირგვლიანი რომ წამებით მოკლეს, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი ქუჩაში ჩაცხრილეს, ციხეებში წამებით ხდიდნენ ადამიანებს სულს, ეს შეცდომები იყო?! ეს იყო დანაშაულები! აგეს პასუხი? სტრასბურგმა გამოიტანა გადაწყვეტილება უკვე, რომ ერთეულ შემთხვევებთან კი არ გვქონდა საქმე, არამედ ეს იყო სისტემური დანაშაული. სინანულსა და აღსარებას რაც შეეხება, თუ ადეიშვილს ძალიან უნდა იმის დამტკიცება, რომ რაღაცეები გადააფასა და ბევრ რამეს ნანობს, შეცდომებად კი ნუ ასაღებს იმ უბედურებას, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს, ჩამოვიდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე. პასუხი აგონ რამიშვილმა, ახალაიამ, სააკაშვილმა… მოიხადონ სასჯელი და მერე ილაპარაკონ. აი, ამ კრიმინალებს, ამ უმძიმესი დანაშაულების ჩამდენ ბოროტმოქმედებს წლების განმავლობაში ჰქონდათ დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, უპირობო მხარდაჭერა. გახსოვთ, ალბათ, შეფასებები: დემოკრატიის შუქურაო და ა.შ. რატომ არ აკეთებს დღეს ამერიკის საელჩო განმარტებებს?! რატომ არ იღებს ხმას და რატომ არაფერს ამბობს, როცა ამ ადამიანებმა უკვე თვითონ დაიწყეს ლაპარაკი თავიანთ დანაშაულებზე?

_ რა განმარტებები უნდა გააკეთოს აშშის საელჩომ?

_ ორი ვარიანტია: ან არ იცოდნენ, რეალურად რა ხდებოდა აქ და რა ძალას უჭერდნენ მხარს, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი; ან იცოდნენ და ეს, უბრალოდ, არ აინტერესებდათ. ხომ არიან ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, გამოვიდნენ და განუმარტონ საზოგადოებას

 _ კი, მაგრამ დღეს ელჩიც არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში, მხოლოდ ელჩის მოვალეობის შემსრულებელია.

_ მოვალეობის შემსრულებელი უძახეთ და ბუზი ვერ გაიფრენს ჰაერში მასთან შეუთანხმებლად. როცა საუბარია ლგბტ პირების უფლებებზე და ვიღაცებს გეიაღლუმის ჩატარება სურთ, მაშინ ხომ არ უჭირთ განცხადებების კეთება, ნაციონალების აქციებზე ხომ დადიან რუსთაველზე თითქმის ყოველ საღამოს და ამ თემაზე უჭირთ განმარტებები? კიდევ ვიმეორებ: ამერიკელების მიერ წლების განმავლობაში წაქეზებული და დემოკრატიის შუქურად შერაცხილი სისხლიანი რეჟიმის ლიდერები თვითონ აღიარებენ, რომ მათი მმართველობის დროს ქვეყანაში იყო რეკეტი, წამება და მკვლელობები. გამოვიდნენ ამერიკელები და განუმარტონ საზოგადოებას: ამას შეგნებულად უჭერდნენ მხარს და აქეზებდნენ, თუ არ იცოდნენ? თუმცა რა განმარტებებიც უნდა გაკეთდეს, ნამდვილად გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ მათ რამე არ იცოდნენ. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების შემდეგ რა განცხადებები გააკეთა ამერიკის საელჩომ… კიდევ ერთხელ მივმართავ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს: ასეთი დახმარება და პარტნიორობა სჭირდება საქართველოს?! თქვენთვის მოკავშირეობა კრიმინალების დაფინანსებასა და ხელშეწყობას ნიშნავს?!

დანაშაულის ხელშეწყობა და დახმარებაც დანაშაულია, ამიტომ ჩუმად კი არ უნდა იყვნენ დღეს, როცა მათი პოლიტიკური მარიონეტები აღიარებას აღიარებაზე აკეთებენ, კეთილი ინებონ და აუხსნან საზოგადოებას თავიანთი საქციელი _ გვითხრან, რატომ ამკობდნენ სისხლიანი რეჟიმის ლიდერებს ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა, მაგალითად, დემოკრატიის შუქურა. რატომ აქეზებდნენ ამ კრიმინალებს მსგავსი შეფასებებით?!

_ დავუბრუნდეთ ისევ ადეიშვილის ინტერვიუს. მან თქვა, რომ საზოგადოებას არ უნდა ეშინოდესნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში დაბრუნების, რადგან ამ პარტიის წევრებმა ბევრი რამ გადააფასეს და შეცდომებს აღარ გაიმეორებენ. რაზე შეიძლება ეს ყველაფერი გათვლილი იყოს?

_ იმ პირობებში, როცა სტრასბურგმაც კი გამოაქვეყნა მკაფიო გადაწყვეტილება სამ გახმაურებულ საქმეზე და ამით მათ წაართვა ის “არგუმენტი”, რომ “ივანიშვილის სასამართლო” მიკერძოებულია, ხედავენ, რომ მომავალში კიდევ ბევრი რამ გამოაშკარავდება და წინმსწრებად აკეთებენ რაღაც განცხადებებს. შემთხვევითი არ არის, რომ თურმე ეს ყველაფერი დანაშაულები კი არ იყო, არამედ რაღაც გადაცდომა, რომელიც ერთი სატელევიზიომონანიებითშეიძლება გამოასწორო. საერთაშორისო სამართალმა არ იცის ასეთი პრაქტიკა, რომ დანაშაულის ჩამდენს მართლმსაჯულება ბოდიშის მოხდის სანაცვლოდ ათავისუფლებდეს პასუხისმგებლობისგან. კიდევ ვიმეორებ: ჩამოვიდეს ბატონი ადეიშვილი, წარდგეს სასამართლოს წინაშე, მისცეს ჩვენება და აგოს პასუხი. მერე შეიძლება ვილაპარაკოთ სინანულზე, თორემ, კაცი საზღვარგარეთ რომ იმალება და კანონს გაურბის, მის სინანულზე შეიძლება სერიოზულად საუბარი?!

რაც შეეხება იმას, რომ იგი არც ერთ ხელისუფლებაში არ აპირებს ყოფნას, ღმერთმა არ ქნას, “ნაციონალური მოძრაობაოდესმე დაბრუნდეს, თორემ ადეიშვილიც იქნება, მერაბიშვილიც, ახალაიებიც, რამიშვილებიც და ყველა სისხლიანი ჯალათი, რომელთაგან დღეს ზოგი ციხეშია, ზოგიც _ საზღვარგარეთ მიმალვაში. კბილებს ილესავენ ეს ადამიანები იმაზე, რომ, როცა დაბრუნდებიან, რევანში მოუწყონ ჯერ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად დაარტყეს მათ რეჟიმს, მერე _ საზოგადოებას. თუმცა მთავარი ჩემთვის, ამ შემთხვევაში, ის კი არ არის, დამნაშავეები რას აკეთებენ, მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამერიკის საელჩოს განმარტება და, თუ ამას არ გააკეთებს, ეს იქნება უკვე იმის დადასტურება, რომ ისევ მხარს უჭერს ამ კრიმინალებს. აი ეს არის სიმართლე და მერე ვიღაცები გამოხტებიან, _ ანტიდასავლურ განწყობებს რაღაც პროპაგანდა აღვივებსო

სხვათა შორის, 26 მაისის დარბევა ვახსენე და ამას წინათნაცმოძრაობასთანდაახლოებულმა ერთმა ვაიექსპერტმა განაცხადა: მაშინ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყოო. არგუმენტი არ გაინტერესებთ? პრორუსული ძალები იდგნენო, ანუ რა გამოდის: თურმე იმ 100 და 200 ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტის გაჟლეტვა ლეგიტიმური ყოფილა, იმიტომ, რომ ნაცებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი პრორუსულ ძალას წარმოადგენდნენ და 20 ივნისის ღამეს პოლიტიკურად ანგაჟირებული 2000 აგრესიული მოქალაქე რომ პარლამენტის კარს ამტვრევდა, არც უნდა შეხებოდნენ. ეს არის მათილოგიკა და, ბუნებრივია, ამ პრინციპებით განაგრძობენ სახელმწიფოს მართვას, თუ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. არ მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებას ამის შეხსენება სჭირდებოდეს. საზოგადოებას, ცხადია, არასდროს დაავიწყდება ის ცხრაწლიანი უბედურება. ასე რომ, ვერანაირი ადეიშვილების, ოქრუაშვილებისა და სააკაშვილების “აღიარებითი ინტერვიუები” მოსახლეობას “ნაცხროვაზე” გულს ვერ მოუბრუნებს. “ნაცმოძრაობა” იყო და არის ბოროტება, რომელსაც ადამიანების წარმოდგენაში სიკეთედ ვერაფერი ვერ გადააქცევს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here