Home რუბრიკები პოლიტიკა ნათელაშვილის ონანისტური ხელო-ვნებანი

ნათელაშვილის ონანისტური ხელო-ვნებანი

5846
ნათელაშვილის ონანისტური ხელო-ვნებანი

რეაქცია არააქტუალურ თემაზე

ეს გახლდათ ქინსი ვოლანსკი, რომელიც შარშან ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მიმდინარეობისას ნახევრად შიშველი გავარდა სტადიონის მწვანე მინდორზე და

შიშველი მკერდ-ბარძაყების დემონსტრაციით ამერიკელმა პრანკერმა ქალიშვილმა კობი ბრაიანტის ხსოვნა შეურაცხყო.

გაწითლდა ფეხბურთელთა საასპარეზოს ბუნებრივი ზურმუხტოვანი საფარი.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ამთავითვე შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საზოგადოების ინტეგრირება სამი მიმართულებით ხორციელდება: ინგლისური ენა, არმია და სპორტი.

და განვაგრძოთ:

ყველას რეკლამირების თავისებური სტილი, მეთოდი და პრაქტიკა აქვს შემუშავებული. მათ შორის _ ქვეყნის მართვის პრეტენზიის მქონე ჩვენს პოლიტიკოსებს, რომლებიც სააკაშვილის მიცვალებული ნაცპარტიის ანასხლეტებად შემორჩნენ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ხევხუვებს, თხრილებსა და კუთხეკუნჭულებს, სადაც თოვლის ჭიები ფუთფუთებენ.

პრანკერი დედაკაცისგან განსხვავებით, ესენი თავიანთი სხეულის სიშიშვლით ტირაჟიდან გასულ ორიენტაციაშეცვლილ სექსუმცირესობასაც ვერ მოხიბლავენ. ამათი მეთოდი პირის დაღება და ამ ბუნებრივისაინფორმაციო ღრუდანსულის ყროლი სიშიშვლის საჯარო გადმოღვრა იყო და არის

ამის აშკარა დადასტურება იყო გასული კვირის ღამეს, უფრო ზუსტად, 9 თებერვლისა და 10 თებერვლის გასაყარზე, როცა “რუსთავი 2”-ის განტოტვილ “მთავარის” ეთერში ნიკოლოზ გვარამიამ, ნაპროკურორალმა ნაცმა, უმასპინძლა თავის “საყვარელ პოლიტიკოსებს” (ასე თქვა): შალვა (შალიკო) ნათელაშვილსა და მიშა (მიხეილ) სააკაშვილს.

უყვარს და რა ქნას!

მათი ტელეჟღურტული კი არის იმის ღირსი, რომ დეტალურად გაარჩიოს კაცმა, მაგრამ არ ღირს ხელის გასვრად.

სააკაშვილზე განსაკუთრებით.

ნათელაშვილმა კი _ დახურა.

ჯერ არიერგარდი მოწინავე რაზმად წარმოგვიდგინა _ ავანგარდად. ხელისუფლების არიერგარდი უწოდა კრიმინალებს, რომლებსაც მთავრობა თურმე ოპოზიციასა და ხალხთან საომარ ძალად იყენებს, მათთან ერთად _ სპორტსმენებსაც, განსაკუთრებით _ ჩემპიონებს. შემდეგ ინტელიგენცია შემოელანძღა, უწინარესად _ შემოქმედებითი. და ხომ იციო, უთხრა გვარამიას, სულხანსაბას ლექსიკონში ხელოვანი განმარტებულია, როგორც ონანისტიო.

_ აბა, რაო! _ უდასტურებდა ნიკა.

განათლებულები!

არც საბას “სიტყვის კონაში”, არც რომელიმე სხვა ლექსიკონში მსგავსი არაფერია მითითებული.

საკუთარი თეორიებიც გაგვაცნო. მათ შორის ბონაპარტიზმიც, რომელიც საქართველოში თურმე დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგ დამყარდა და დაასკვნა, რომ შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი ბონაპარტიზმის შედეგიაო.

ასევე, რაღაც კუდი (თეორიული) გამოაბა ტელემაყურებლებისადმი მიწოდებულ ინფორმაციას, რომ გებელსმა ჰიტლერზე ადრე მოიკლა თავიო. ადრე და ადრეო, იძახა, არადა, სულ რამდენიმე საათი იყო გასული ამ ორ სუიციდს შორის: გებელსმა (ოჯახთად ერთად) სული განუტევა 1945 წლის 29 აპრილს, ჰიტლერმა (ევა ბრაუნთან ერთად) _ 1945 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:10 საათზე.

რა თეორია და მეცნიერული ძიება სჭირდებოდა ამ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს?! გებელსის ყოფილმა მდივანმა პირველსავე ინტერვიუში თქვა: მშიშარა იყო და იმიტომ მოიკლა თავიო.

ვის ურჩევდა თავის მოკვლას ნათელაშვილი, მაინცდამაინც ვერ გავარკვიე, ბევრი ჰყავდა გამეტებული. ყანდიაშვილს, რამიშვილსა და ნაცვლიშვილს (ეტყობა, მათ განსაკუთრებით გააბრაზეს) ივანიშვილის იდეოლოგიური ბაზა უწოდა და თანამდებობებიც დაურიგა _ ესაო და ისა. კარგად გადარჩნენ, რადგან მონოლოგის ამ მონაკვეთიდან უცებვე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კაციჭამია დიქტატორ ბოკასაზე გადავიდა და მის გვერდით თავისი პოლიტმოწინააღმდეგეები დაასახელა.

ქართველები, ცხადია.

დასძინა, რომ ასეთ ადამიანებს ანტიკურ საბერძნეთში დაბადებისთანავე კლავდნენო(?!).

ინჯიაც გაიხსენა, რომელსაც თვითონაც კი დავიწყებული აქვს, რომ ოდესღაც საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი იყო. ქურდიაო. ლეიბორისტების ფული მოიპარა და ნაცებთან შტაბში მიიტანაო (თუ არ მეშლება). შევარდნაძის სიძეს “ჯეოსელი” გაუჩალიჩაო.

შეუსწორეს: “ჯეოსელი” ინჯიასი იყოო.

ტაქსისტების აქციით შეშინებული ივანიშვილი საპატრიარქოში გავარდა და სიონის კათედრალის მოხატვას დაჰპირდაო. და, საერთოდ, ეკლესია ქვაბ-ავაზაკებით არის სავსეო. ეს ტერმინი არ უხმარია, მაგრამ ამას ნიშნავდა, მღვდელმთავრები როგორც დაგვიხასიათა. ბერები არაო…

ყოფილი დეპუტატის _ ზაქრო ქუცნაშვილისა და თავისი სოფლის მკვიდრნი ერთმანეთს შეადარა, და ასე, დაუსრულებლად.

ყველამ თავის სოფელს მოუაროს!

ბოლოს ევოლუციის გზით რევოლუციის მოწყობას დაგვპირდა (?!).

ნათელაშვილის ონანისტური ხელო-ვნებანი

აქ სამი წერტილი დავსვათ, რადგან ავცდით ინფორმაციის ფაქტს, რომელიც ქეისი ვოლანსკიმ დასავლეთში პოპულარული ზამთრის კურორტზე ახლახან ჩაიდინა: საპლიაჟოდ გამოწყობილი გავარდა სამთო-სათხილამურო ტრასაზე სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო თასის ერთ-ერთი ეტაპის გათამაშებისას, რითაც “საზოგადოებას ბრანწი (სამი თითის კომბინაცია) ცხვირწინ დაუტრიალა”, _ ასე წერს უცხოეთის პრესა ინტერნეტქსელებზე დაყრდნობით.

მთლად შიშველიო, არ დავიჩემებ, ისეთი საცურაო კოსტუმი ეცვა, რომ ეცვა თუ არ ეცვა, ვერავინ დადებდა სანაძლეოს.

მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტია, თუმცა გაცილებით ძლიერი ემოციის გამომწვევი, ვიდრე ერთ დროს კულტურისა და დასვენების პარკებში ჩამოტარებით ჩადგმული თაბაშირის ქანდაკება “ქალიშვილი ნიჩბით” ახერხებდა.

ამერიკელი მოდელი არა მხოლოდ გამოვარდა დედიშობილა სათხილამურო ტრასაზე ასიათასობით ტელემაყურებლის ასაცუნდრუკებლად, არამედ, როგორც ჩვენი ორკაციანი პარტიების ხუთკაციანი აქციების მონაწილეებს სჩვევიათ, ხელთ ეპყრა ხელნაწერი პლაკატი: RIP Kobe, რაც თითქოს მსგავსი რამ არის ქართული დატირების _ “მშვიდობით, ჯვარი გეწეროს”.

როგორც ჩანს, ორი კურდღლის დაჭერა ჰქონდა განზრახული: პირველი _ საკუთარი პერსონისადმი მასების ინტერესის გაღვივება; მეორე _ აშშ-ის ეროვნული კალათბურთის ლიგის დაღუპული ლეგენდის _ კობი ბრაიანტის ხსოვნისადმი პატივის მიგება. ესეც თავის გამოსაჩენად.

ვერც ერთი შეძლო და ვერც მეორე. უარესიც _ მწარედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გაბედა და თავისი უზნეო ქცევით შეურაცხყო ამერიკელი საზოგადოების ინტეგრაციის ერთ-ერთი საფუძველი _ სპორტი.

ინტერნეტის მომხმარებლებმა მის საქციელს უწოდეს საზიზღრობა! ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ქერა ალქაჯმა შეურაცხყო დიდი კალათბურთელის ხსოვნა, თანაც არა იმდენად საკუთარი ძუძუ-მკერდ-ბარძაყის სიშიშვლის დემონსტრაციით, რამდენადაც ამერიკელების საფირმო ნიშნით _ სხივოსანი, ანუ შუქმფინარი ღიმილით, რომელიც მწუხარებისა და თანაგრძნობის ნიშნად ამშვენებდა მის “ინტელექტუალურ” სახეს და იდიოტურ გამომეტყველებას მატებდა.

რა გიხარია, შეჩემა!

კი, ასე _ შეჩემა! სლენგია, ქუჩური გამოთქმა, შეგინების ევფემიზმის ნიმუში.

რაც ვიცი, იმას ვამბობ.

არმაზ სანებლიძე

P.S. …მოქმედება ცენტრალური აზიის ალიზით ნაგებ ერთერთ სოფელში ვითარდება. ახალგაზრდა აკინი (სახალხო მთქმელი, პოეტიიმპროვიზატორი და მომღერალი) სასწაულად უკრავს დომბრაზე, ნაირნაირი აკორდებით დაფრინავს ამ ეროვნული ინსტრუმენტის წყვილ სიმზე _ ზემოთ, ქვემოთ. მღერის დომბრა.

გვერდით უზის ხანდაზმული აკინი და ერთ სიმზე ერთსა და იმავე ნოტს ჩამოჰკრავს თითს:

_ ბამ, ბამ, ბამ! _ მონოტონურად ჟღერს მისი დომბრა.

ტურისტები, რომლებიც, საქართველოს გარდა, ყიზილყუმის უდაბნოშიც დაეხეტებიან, საკუთარი უპირატესობით ისე არიან გაბერილგაბღენძილები, როგორც სვანზე ანეკდოტში ნახსენები ლეგენდარულიპაკრიშკა”, თავს უფლებას აძლევენ, უსაყვედურონ მოხუცს:

_ ახალგაზრდა უკრავს, შენ აჩხაკუნებ.

_ ის ეძებს, მე ნაპოვნი მაქვსო, _ უპასუხია მოხუცს, ჩემი არ იყოს.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here