Home სხვადასხვა დაიჯესტი მწვრთნელმა დედის თვალწინ გააუპატიურა მოსწავლე, შემდეგ ორივეს ყელი გამოსჭრა და დაწვა

მწვრთნელმა დედის თვალწინ გააუპატიურა მოსწავლე, შემდეგ ორივეს ყელი გამოსჭრა და დაწვა

1805
მწვრთნელი

ფეხბურთის მწვრთნელს ბრალად ედება მოსწავლის გაუპატიურება ნათესავების თვალწინ და შემდეგ მათი დახოცვა.

თომასს მეზობლის 13 წლის ბიჭზე დიდხანს ეჭირა თვალი და გულმოდგინედ ემზადებოდა მის ოჯახზე თავდასასხმელად.

ტრაგედიის დღეს დაელოდა, სანამ ოჯახის მამა სამსახურში წავიდოდა. შემდეგ შეიჭრა მის სახლში, გაკოჭა მოსწავლე და მისი 19 წლის ძმა მეგობარ გოგონასთან ერთად. შემდეგ ბიჭის დედა ბანკში წაიყვანა, აიძულა ფულის გამოტანა და დაბრუნდა მათ სახლში. თომასმა ნათესავების თვალწინ გააუპატიურა ბიჭი, შემდეგ ყველას გამოსჭრა ყელი და სახლს ცეცხლი წაუკიდა.  შემდეგ, ვითომც არაფერი მომხდარაო,  შინ დაბრუნდა და დედასთან და ძაღლთან ერთად სასეირნოდ წავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი რესტორანში კოლეგებს შეუერთდა.

გამოძიებამ  დაადგინა, რომ თომასი გატაცებული იყო ბავშვთა პორნოგრაფიით, რომლის დამამტკიცებელი მასალები მის ბინაში აღმოაჩინეს. პროკურორმა მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა მოითხოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here