მთავარი დაიჯესტი მშობლებმა გააპროტესტეს ლგბტ-გაკვეთილების შემოღება ბირმინჰემის სკოლაში

მშობლებმა გააპროტესტეს ლგბტ-გაკვეთილების შემოღება ბირმინჰემის სკოლაში

239
გააზიარეთ
მშობლებმა გააპროტესტეს ლგბტ-გაკვეთილების შემოღება ბირმინჰემის სკოლაში

გაკვეთილები, რომლებზეც ბირმინჰემის სკოლის მოსწავლეებს ერთი და იმავე სქესის პირების ურთიერთობაზე მოუთხრობდნენ, დროებით შეჩერებულია მშობლების პროტესტის გამო. სკოლის პერსონალს ხასიათი გაუფუჭდა _ ჩვენ პროგრესულ იდეებს ვქადაგებთ, მშობლები კი გვეწინააღმდეგებიანო.

მამათმავლობა თურმე პროგრესული მოვლენა ყოფილა, პედერასტიის წინააღმდეგ გალაშქრება კი _ ობსკურანტიზმი, გაუნათლებლობა და რეგრესული საუკუნეების ტყვეობაში ჩარჩენა!

ისე ინერვიულეს პროგრესულმა პედაგოგებმა, რომ, როგორც სკოლის დირექტორი ჰეიზელ პული აცხადებს, წონაც კი დაიკლეს და ძილი გაუფრთხათ. ასეთი ფიზიკური და მორალური სტრესი გამოწვეული იყო იმ სკანდალით, რომელიც აგორდა პროგრამა “არანაირი აუტსაიდერობის” გამო. ეს პროექტი 2014 წელს შეიმუშავა პარკფილდ კომპიუნიტის სკოლის დირექტორის მოადგილემ ენდრიუ მოფატმა. პროგრამა მიზნად ისახავდა ბავშვები გაეთვიცნობიერებინათ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული განსხვავებულობებში და მათთვის მისაღები გაეხადათ ლგბტ-ის თავისებურება.

ბავშვებს მოუთხრობდნენ ლგბტ-უმცირესობათა უფლებების შესახებ, ასწავლიდნენ, რა არის ჰომოფობია. სწორედ ჰომოფობიი ცდილობდნენ გაემართლებინათ მამათმავლებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება. და მეტი დამაჯერებლობისადმი ამ შეფარულ (ზოგჯერ კი აშკარა) მიზანს აზავებდნენ რასების, რელიგიების, სქესობრივი იდენტიფიკაციის, ინვალიდობის და სხვა საკითხებით.

ქალბატონ ჰეიზელის თქმით, მშობელთა აქტიურობის შედეგად შექმნილ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში იგი მთელი თავისი 27-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში პირველად აღმოჩნდა.

იგი თავს იმართლებს იმით, რომ პროგრამა “არანაირი აუტსაიდერობა” ფარგლებში გაკვეთილებზე გამოიყენებდნენ ისეთ სახელმძღვანელოებს, რომლებშიც მოთხრობილი იყო ოჯახის ისტორია, ამ ოჯახებში იყო ორი დედა და მათი საერთო შვილი, ისინი “ყოველდღიური საქმიანობით იყვნენ დაკავებულები”. ბავშვებს განვუმარტავდით, რომ არსებობს “განსხვავებული ოჯახები” და ისინი თანასწორუფლებიანია.

“ჩვენ არ ვუყვებოდით პატარა ბავშვებს ჰომოსექსუალი წყვილების შესახებ სექსუალური ურთიერთობის კუთხით, _ აძლიერებს არგუმენტაციას ჰეიზერ პული, _ ჩვენ მხოლოდ ვასწავლით, რომ არსებობს განსხვავებული ოჯახები, რომლებშიც შეიძლება იყოს ორი მამა ან ორი დედა”. და ასე პრიმიტიულად ცდილობს გვერდი აუაროს მთავარს _ რის საფუძველზე და რატომ იქმნება ასეთი ოჯახები. როცა მოსწავლეებს მხოლოდ შედეგს განუმარტავენ (ასეთი განსხვავებული ოჯახები არსებობსო), ბუნებრივად იბადება შეკითხვა _ რატომ, რის გამო იქმნება ასეთი განსხვავებულობა? ზნეობრივია თუ არა ამგვარი “ნაირფეროვნება” და როგორ აფასებს სარწმუნოება (ნებისმიერი) ამას?

ელემენტარულია, რომ ეს შეკითხვები, უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უჩნდებათ და სწორედ ამიტომ შეიკრიბა 250 მშობელი სკოლის შენობასთან თავიანთი პროტესტის გამოსახატავად.

განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან მაჰმადიანთა თემის წარმომადგენლები, რომლებმაც რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო მიტინგები. ისინი ამტკიცებენ, რომ თემა არ შეეფარდება ბავშვების ასაკს და მუსლიმურ ფასეულობებთან შეუთავსებელია.

აღნიშნული გაკვეთილები დროებით შეწყვიტეს მშობლებთან მასწავლებლების კონსულტაციების ჩასატარებლად.

ბირმინჰემის სკოლაში შექმნილი ვითარების შესასწავლად საქმეში ჩაერთო განათლების სტანდარტების კონტროლის ბრიტანეთის სამმართველო, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა სკოლის პედაგოგების ზედაპირული და თავის გასამართლებელი არგუმენტებით და დაასკვნა, რომ აღნიშნულ პროგრამაში არ გაკეთებულა გადაჭარბებული აქცენტები ლგბტ საკითხებზე და რომ ეს გაკვეთილები მოსწავლეთა ასაკს სრულად შეეფარდებოდა.

სკოლის დირექტორმა დევიდ უილიამსმა გაიხარა _ კომისიის ანგარიში შესანიშნავი საჩუქარია მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაცო. მთავარმა ინსპექტორმა პიტერ ჰამფრისმა მოხსენებაში ჩაწერა, რომ “მშობელთა ფრიად მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან აქტიური ნაწილი ეწინააღმდეგება და მიუღებლად მიიჩნევს სკოლის პრაქტიკასა და შეხედულებას ამ საკითხში”. “მშობელთა ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ სკოლის თანამშრომლები საჭირო ყურადღებას არ იჩენენ მათი პოზიციის მიმართ. ეს ჯგუფი თვლის, რომ ლგბტ საკითხების შესწავლას გაუმართლებლად დიდი დრო ეთმობა, ხოლო სწავლება არ შეესაბამება მოსწავლეთა ასაკს. მაგრამ ინსპექტორებმა ამის დამადასტურებელი ვერაფერი ნახეს”, _ განაცხადა ჰამფრისმა.

მაგრამ ასეთმა დასკვნამ აქტივისტები ვერ დააკმაყოფილა. მაქსუდ ჰასანმა, რომლის ორი შვილი ამ სკოლაში სწავლობს, კომისიის ანგარიშს მანკიერი პრაქტიკის გამართლების ამაო მცდელობა უწოდა.

“თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ, რატომ გადაიყვანეს ამ სკოლიდან 600 ბავშვი იმის გამო, რასაც აქ ასწავლიან? _ განაცხადა მან, _ მაშ, რატომ გაჩნდა პეტიცია, რომელსაც 500-ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა? რატომაა, რომ უკვე ხუთი თუ ექვსი კვირაა, რაც მშობლები პროტესტს გამოთქვამენ?”

მშობელთა თქმით, მთავარი პრობლემა ამგვარ საკითხებს ამ ასაკის ბავშვებს რომ ასწავლიან.

თავის მხრივ, ზემოთ ნახსენებმა მაკონტროლებელმა სამმართველომ სკოლის ხელმძღვანელობას, რომელიც თავის გამორჩეული წარმატებებით ტრაბახობს, დაამყაროს მშობლებთან ისეთი ურთიერთობა, რომ ისინი უკეთ ჩაწვდნენ სწავლების პროცესს. დასავლეთ მიდლენდის პოლიცია იუწყება, რომ მისი თანამშრომლები დაესწრებიან შეხვედრებს, რომელთა გამართვას გეგმავს სკოლის ხელმძღვანელობა მშვიდობიანობის დარღვევის აღსაკვეთად.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here