Home ახალი ამბები საქართველო მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ადამიანი დაიღუპა

მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ადამიანი დაიღუპა

814

30 მაისს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. დაღუპული 35 წლის გოგი ხვიდანია. მუშების თქმით, გოგი ხვიდანმა მუშაობა ორი თვის წინათ დაიწყო. ის მეცხრე სართულის ხარაჩოზე იდგა და შენობის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდა, როცა გადმოვარდა.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დამნაშავე ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ან უამისოდ.

აღსანიშნავია, რომ ამავე ობიექტზე შარშან 26 წლის თემურ გურგენაშვილი დაიღუპა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here