Home ახალი ამბები მსოფლიო მუშაობდა ბელგრადში დაბომბვის წინ, თბილისში _ 2008 წლის ომის პერიოდში. ვინ არის...

მუშაობდა ბელგრადში დაბომბვის წინ, თბილისში _ 2008 წლის ომის პერიოდში. ვინ არის ბრიჯიტ ბრინკი, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ელჩად დანიშვნას უპირებენ?

მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში აშშ-ის ახალ ელჩზე

135

ამერიკული მედიის მონაცემებით, უკრაინაში აშშის ელჩობის კანდიდატად განიხილება სლოვაკეთში აშშის ამჟამინდელი ელჩი, კარიერული დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი, რომელსაც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, თანაც სპეციფიკური გამოცდილება.

ბრიჯიტ ბრინკმა კარიერა დაიწყო ბელგრადში. სწორედ ნატოს ავიაციის მიერ იუგოსლავიის დედაქალაქის დაბომბვის წინ _ 1999-ში, შემდეგ _ 2002 წლამდე მუშაობდა კვიპროსზე აშშ-ის წარმომადგენლობაში.

ბრიჯიტ ბრინკის მუშაობის კიდევ ერთი ეტაპი დაკავშირებულია ყოფილ სსრკ-თან _ 2005-დან 2008 წლებში გახლდათ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მდივანი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში, ეს იყო სამხრეთ ოსეთში ომისთვის ქართული არმიის მზადების აქტიური პერიოდი. ამ მზადებას კი ახორციელებდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები. სწორედ ბრინკის თბილისში მუშაობის ბოლო წელს დაიწყო აგვისტოს ომი და დასრულდა ქართული არმიის კრახით.

2011 წელს ბრინკი კვლავ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა დაიწყო ამერიკის ელჩის მოადგილედ (ეს მოხდა სააკაშვილის პრეზიდენტობისას).

საქართველოში მივლინებებს შორის პერიოდში ბრიჯიტ ბრინკი მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის საკითხებზე, ე.ი., ამიერკავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე.

უკრაინის 2014 წლის მოვლენებისას ბრიჯიტ ბრინკი უზბეკეთში იმყოფებოდა _ იქ ის აშშ-ის ელჩის მოადგილე იყო. 2015 წლიდან სახელმწიფო დეპარტამენტში ეკავა ევროპისა და ევრაზიის საქმეების ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწის პოსტი და პასუხს აგებდა აღმოსავლეთ ევროპაზე, კავკასიასა და გაჭიანურებულ კონფლიქტებზე ევროპაში (დაკავებული იქნებოდა დონბასის პრობლემატიკით).

ბრიჯიტ ბრინკი ლაპარაკობს რუსულ და სერბულ ენებზე, საბაზისო დონეზე იცის ქართული და ფრანგული.

strana.tudayზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here