Home სხვადასხვა დაიჯესტი მუსლიმანური ევროპა

მუსლიმანური ევროპა

ევროპელები მიგრანტების ჩრდილში

449
მიგრანტები ბერლინში

გერმანიის მომავალი შეიძლება ეკუთვნოდეს არა მარტინ ლუთერის, არამედ მუჰამედის რელიგიას”, _ წერს იტალიური Giornale სტატიაშიგერმანია მიგრანტების ჩრდილში”. როცა პროტესტანტებისა და კათოლიკების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, ხოლო დიდი უმრავლესობა, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებს, ასეთად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ისლამი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპაში”, _ ასკვნის Giornale.

Pew Research Center-ის მონაცემებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამჟამად 3000 მეჩეთია, მათ შორის ყველაზე დიდი ევროპაში კელნში მდებარეობს, რომელიც ერდოღანმა გახსნა. 2010-2016 წლებში ოფიციალურალ რეგისტრირებული მუსლიმანების რაოდენობამ 3,3 მლნ-დან თითქმის 5 მლნ-მდე მოიმატა (მოსახლეობის 6,1%), ხოლო მიგრაციის ტემპის გათვალისწინებით XXI საუკუნის შუა წლებში მუსლიმანებმა ევროპის მოსახლეობის 19,7% შეიძლება შეადგინონ.

მულიმანების შეტაკება პოლიციასთან გერმანიაში
მულიმანების შეტაკება პოლიციასთან გერმანიაში

გერმანელი ეპისკოპოსების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში პროტესტანტებისა და კათოლიკების რაოდენობა განუხრელად მცირდება. 2019 წელს, ანგარიშის მიხედვით, 272 ათასზე მეტმა ადამიანმა შეგნებულად დატოვა კათოლიკური ეკლესია და ეს წლიდან წლამდე გრძელდება. 1990 წლიდან დღემდე გერმანიაში 10 მლნზე მეტმა ადამიანმა თქვა უარი პროტესტანტული და კათოლიკური მრევლის წევრობაზე.

სოციალურ ქსელში პოპულარულია სატელევიზიო ახალი ამბების ვიდეორგოლი, რომელშიც აღწერილია გერმანიის მომავალი, ეკრანზე ჩანს რაიხსტაგის შენობა ექვსი მინარეთით, წვერიანი დიქტორი კი ომახიანად ამბობს: “ბერლინი. სალაფიტურმა ბუნდესტაგმა შესწორება შეიტანა კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც მცირე გადაცდომები ამიერიდან დაისჯება ქვებით ჩაქოლვით, სალაფიტმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა…” შემდეგ მიდის რეკლამა: “კინოს მოყვარულთათვის. ხვალ, 22 საათსა და 45 წუთზე ფილმი “როცა მოლა რეკავს ორჯერ”. თითქოს ხუმრობაა, მაგრამ მრისხანე გაფრთხილებაა ევროპის მომავალზე.

მეჩეთი კელნში - ყველაზე დიდი ევროპაში
მეჩეთი კელნში – ყველაზე დიდი ევროპაში

ანალოგიური ტენდენციებია საფრანგეთშიც. Pew Research Center-ის მონაცემებით, 2017 წლის ბოლოს საფრანგეთში ცხოვრობდა 5,7 მლნ მუსლიმანი. სხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. საფრანგეთის მუსლიმანური თემის წარმომადგენლები კი, საერთოდ, 15-20 მლნ-ზე ლაპარაკობენ. ცნობილი ფრანგი დემოგრაფის _ ფრანსუა ერანის მონაცემებით, საფრანგეთში 8.4 მლნ მუსლიმანი ცხოვრობს. ბევრი ფრანგის აზრით კი, ქვეყანაში მუსლიმანების რაოდენობა მოსახლეობის 31 პროცენტზე ნაკლები არ არის (2017 წლის მონაცემებით, საფრანგეთში 64,8 მლნ ადამიანი ცხოვრობს _ გ.გ.), იმიტომ, რომ ისინი “ყველგან არიან”. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუსლიმანურ ოჯახებში გაცილებით მეტი ბავშვია, ვიდრე ფრანგულში, დაახლოებით 30-40 წლის შემდეგ მუსლიმანები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ფრანგები. დღეს საფრანგეთში 2100 მეჩეთია, 1985 წელს კი 900 იყო.

მუსლიმები ლოცულობენ პარიზის ცენტრში
მუსლიმები ლოცულობენ პარიზის ცენტრში

Multiple National Survies and Stadies-ის მონაცემებით, 2050 წლისთვის მუსლიმანების ყველაზე დიდი წილი იქნება შვედეთში _ 31,6%, ბელგიაში _ 20,4% და ავსტრიაში _ 19,9%.

2016 წელს პრეზიდენტმა ერდოღანმა ესქიშეჰირში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა: “გადასახლდით იმ რაიონებში, რომლებშიც კეთილდღეობა სუფევს; შეიძინეთ საუკეთესო მანქანები, იცხოვრეთ საუკეთესო სახლებში”, ის მიმართავდა არა თურქეთის მოქალაქეებს, არამედ 4,6 მილიონიან დიასპორას დასავლეთ ევროპაში. “უნდა გააჩინოთ არა 3, არამედ 5 შვილი, იმიტომ, რომ თქვენ ევროპის მომავალი ხართ. ეს იქნება საუკეთესო პასუხი თქვენ მიმართ ჩადენილი უსამართლობისთვის”.

უკვე მკვიდრდება ახალი ტერმინი “ევრაბია”. ამ სახელის დარქმევას აპირებენ ევროპის კონტინენტისთვის. ეს კონცეფცია აგებულია ევროპაში მუსლიმანების მესამე შეჭრაზე, პირველი ორი _ 732 და 1683 წლებში _ შეიარაღებული შეჭრა იყო.

“ლიბერალიზაცია აბსურდამდე მივიდა, _ წერს კათოლიკე ისტორიკოსი ივან რენარდი, _ ადამიანები ტაძარში ჭეშმარიტებასა და მორალური ფასეულობების საპოვნელად მიდიან. თუ საეკლესიო თემის მორალი ისეთია, რომ მცირე დროის განმავლობაში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და შავი იქცეს თეთრად, კიდევ უფრო ხშირად იცვლება ეს გრადაცია, და არ არის არც სიკეთე და არც ბოროტება, არის მხოლოდ რაღაც ნეოლიბერალური ნაცრისფერი, ბევრს იპყრობს იმედგაცრუება. ეკლესიური თემი, რომელიც მიისწრაფვის იქით, რომშეესაბამებოდეს თანამედროვე მსოფლიოს” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცდილობს, ასიამოვნოს ყველას), განწირულია ბუნებრივი გადაშენებისთვის.

ამიტომ სკანდინავიელ და გერმანელ ლუთერანებს, ანგლიკანებსა და სხვებს არ შველით არც ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებები, არც სასულიერო პირებად ქალების ხელდასხმა _ ეს საეკლესიო თემები სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ არ ფინანსდებოდნენ, დიდი ხნის წინათ შეწყვეტდნენ არსებობას პასტორებისა და მრევლის ნაკლებობის გამო. ეს ეხება კათოლიკურ ეპარქიებსაც, რომლებსაც მოდერნისტები მართავენ”.

ამას ემატება დემოგრაფიული ფაქტორიც: ევროპის მოსახლეობის მკვიდრი მოსახლეობა ბერდება და ნელ-ნელა მიდის კვდომისკენ, მუსლიმანთა ოჯახებში კი მრავალშვილიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს იმ ფონზე, როცა არ წყდება ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადები.

Politinform.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here