მთავარი პოლიტიკა მსოფლიო თავს აღწევს გლობალიზაციის საცეცებს

მსოფლიო თავს აღწევს გლობალიზაციის საცეცებს

პროგნოზი, რომელიც გამართლდა

1912
გააზიარეთ
ალექსანდრე ჭაჭია

ამა წლის 24-30 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ანსამბლეაზე, სადაც თავი მოიყარა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა და ასეულობით დიპლომატმა, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს მოუწოდა: “თუ გსურთ თავისუფლება, იამაყეთ საკუთარი ქვეყნითთუ გსურთ დემოკრატია, შეინარჩუნეთ სუვერენიტეტი. თუ გსურთ მშვიდობა, გიყვარდეთ თქვენი ერი. მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე ფიქრობენ, პატივს სცემენ მეზობლებს და იმ განსხვავებებს, რომლებსაც თითოეული ქვეყანა ქმნის”.

ტრამპმა ამ გამოსვლით, ფაქტობრივად, გამოაცხადა მსოფლიოს გლობალიზაციის იმ პროექტის კრახი, რომელსაც აშშ ბოლო ოცდაათი წელიწადი თავს ახვევდა სრულიად მსოფლიოს და რომელსაც თავგამოდებით ეტმასნებოდა და ეტმასნება საქართველოს ყველა ხელისუფლება, შევარდნაძესააკაშვილით დაწყებული დაქართული ოცნებითდამთავრებული. საქმეში ჩახედული და, უბრალოდ, საღი აზრის მქონე ადამიანები ადრეც და მოგვიანებითაც არაერთხელ აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფალთ გლობალიზაციის ამერიკული ვარიანტის დამღუპველობისა და მისი გარდაუვალი კრახის შესახებ. ერთერთი მათგანია (ერთადერთი თუ არა) პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან თავის მრავალ პუბლიკაციასა თუ ინტერვიუში ხსნიდა და განმარტავდა მსოფლიოში მიმდინარე რეალურ პროცესებს და მათ მავნე ზეგავლენას ქვეყანასა და ხალხზესაკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ნაწყვეტებს ალექსანდრე ჭაჭიას სხადასხვა წერილიდან ზემოხსენებულ თემაზე:

*”…დიახ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ძალზე მომგებიანია, მაგრამ ვინ თქვა და სადაა გარანტია, რომ ამ მდგომარეობის უპირატესობით აუცილებლად ქართველი ხალხი ისარგებლებს თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოთი? პირიქით, ბოლო წლების მოვლენების ანალიზი, სხვადასხა სახელმწიფოს გეოსტრატეგიული კონცეფციების, მსოფლიო პოლიტიკური ელიტის პერსპექტიული გეგმების გაცნობა გვიჩვენებს, რომ არსებობს ძლიერთა ამა ქვეყნისათათვის მისაღები თვალსაზრისი, რომ არ არის საჭირო, მაინცდამაინც საქართველომ და ქართველმა ხალხმა შეასრულოს რეგიონში ფუნქციონალური როლი, ამ ტერიტორიაზე სათანადო როლის შესრულებას მოახერხებენ სხვა ქვეყნები.

ვინმეს ყოველივე ეს ფანტასტიკურად მოეჩვენება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სრულიად შესაძლებელია. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს ახალი, ძალზე სასტიკი გადანაწილების პერიოდში, როცა წყდება არა მხოლოდ ძლიერი ქვეყნების სუსტებზე გაბატონების საკითხი, არამედ ამა თუ იმ ხალხისა თუ ქვეყნის არსებობის მიზანშეწონილობის საკითხიც კი…” (გაზეთი “საქართველო”, 1997 წლის თებერვალი.)

*”…საქართველოში დღეს განსაკუთრებით მოდურია მსჯელობა დასავლეთის დახმარებაზე. მიამიტ, პროვინციელ მეოცნებეთა ეს ცრუ იმედი გავრცელებული იქნება მანამ, სანამ საზოგადოება არ შეიგნებს თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გლობალურ დაპირისპირებასჩრდილოეთსადასამხრეთსშორის, სადაცჩრდილოეთიგანვითარებული ქვეყნებია, პლანეტის მოსახლეობის ისოქროს მილიარდი”, რომელიც იყენებს მსოფლიო რესურსების უმეტეს ნაწილს, ხოლოსამხრეთი” _ მთელი დანარჩენი სამყარო. უხეშად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომჩრდილოეთმაგააგრძელოს მდიდრული ცხოვრება, ნედლეულისა და სურსათის მსოფლიო მარაგის ძირითადი ნაწილი კვლავ მოიხმაროს, “სამხრეთისიღატაკეში უნდა იმყოფებოდეს. ამისათვის კი საჭიროა:

1.“სამხრეთისკოლონიური დამოკიდებულებაჩრდილოეთზე”, რაც მიიღწევა ამ ქვეყნების ეროვნული ეკონომიკის ნგრევითა და მათი გადაქცევით ნედლეულისა და იაფი მუშახელის მომწოდებლად, რისთვისაც მოქმედებენ სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები;

2.“სამხრეთისმოსახლეობის რაოდენობის შემცირება ლოკალური ომებისა და მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკის ხარჯზე (ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოცუზრუნველყოფის ხელმისაწვდომი სისტემის არარსებობა, უმუშევრობა, შობადობის იძულებითი შემცირება).

ცნობილი გეოპოლიტიკური გეგმებიდან და, აგრეთვე, საქართველოს სოციალურეკონომიკური რეალობიდან, სავალუტო ფონდის პოლიტიკიდან და საქართველოს მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს ერთადერთი დასკვნა: ქართველი ერი (ყოფილი სსრკის სხვა ხალხებთან ერთად) მოხვდა იმ ხალხთა სიაში, რომლის ხარჯზეც გადაწყვეტილია პლანეტის მოსახლეობის შემცირების უზრუნველყოფა. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, ის უდავოდ შეასრულებს იმ სატრანზიტო როლს, რომელზეც დიდი იმედით ლაპარაკობენ ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ამისგან შემოსავალს მიიღებენ სხვა ერები და სხვა სახელმწიფოები

…საქართველო არ აღორძინდება მანამ, სანამ მუქთახორათა ფსიქოლოგიას ბოლო არ მოეღება. არც სსრკ, არც ნატო, არც აფრიკის კავშირი ჩვენ არ შეგვინახავს და ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე არ იზრუნებს. რუსეთთან, ისევე, როგორც დასავლეთთან, ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სრულიად ახალ პრინციპებს, რომლებიც ძირფესვიანად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ხორციელდება. ჯერ კიდევ 1995 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ვთქვი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა იმით კი არ უნდა იყოს შეწუხებული, პრორუსული თუ პროდასავლური პოლიტიკა გაატაროს, არამედ იმაზე იფიქროს, თუ როგორ გახადოს იგი პროქართული…

რას წარმოადგენს თანამედროვეცხოვრების დასავლური წესი?” _ ეს გახლავთ იმ ნორმათა და ღირებულებათა სისტემა, რომელიც პროტესტანტული იდეოლოგიითაა შემუშავებული ანგლოსაქსური ეროვნული შეგნების სპეციფიკის საფუძველზე. პროტესტანტული მსოფლმხედველობისა და ინგლისურამერიკულგერმანული მენტალიტეტის საფუძველს წარმოადგენს რაციონალიზმი, მკვეთრი ინდივიდუალიზმი და ანალიტიკურობა, მარტოობაში ცხოვრება და ბრძოლა, საკუთარი თავის იმედი (პრინციპები: “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”, “მდიდარი ყოველთვის მართალია”, “ადამიანი ადამიანისათვის მგელიადა ..). ყველა ეს თვისება კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლური შეგნებისთვის, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმს, ხელგაშლილობას, მგრძნობიარობის რაციონალურზე სიჭარბეს, კოლექტივიზმს, კაცთმოყვარეობას, ცხოვრებასა და ბრძოლას მხოლოდ საზოგადოებაში სხვებთან ერთად. მეტიც, პროტესტანტულ ფსიქოლოგიას მკვეთრად ეწინააღმდეგება კათოლიკური შეგნებაც, კათოლიკური მსოფლმხედველობაც კი. ზუსტად ამის გამო კათოლიკური ხალხებიცხოვრების დასავლური წესისათვისებაშიჩამორჩებიან”: იტალიელები, ესპანელები დასავლეთში ამ თვალსაზრისითჩამორჩენილერებად ითვლებიან, ფრანგები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საკუთარი ქვეყნის ამერიკანიზაციას, ირლანდიელები ომობენ ინგლისელებთან. ამიტომ თეზისი იმის შესახებ, რომ ჩვენი დასავლეთთან ერთობის ფაქტორსსაერთო რელიგიაწარმოადგენს, უსაფუძვლოა. აქედან კი გამომდინარეობს მცდარი აზრი თითქოსდა საერთო მენტალიტეტის შესახებ. ქართული საზოგადოება ტრადიციული საზოგადოებაა. ვიმეორებ, თვისებები, რომლებიც პროტესტანტულ ინდუსტრიულ საზოგადოებას ახასიათებს, ჩვენთვის უცხოა და კატეგორიულად მიუღებელი.

საბაზრო ეკონომიკის თეორეტიკოსი ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი წერდა: “ლიბერალური საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები ზოგიერთი ბუნებრივი ინსტინქტებისგან გათავისუფლდნენ, განსაკუთრებით სოლიდარობისა და შეცოდებისაგან”. აღიარა რა, რომ ეს ბუნებრივი, თანდაყოლილი ინსტინქტებია, მან ხაზი გაუსვა თანამედროვე საზოგადოების პროექტის სიდიადეს _ ადამიანის ახალ ბიოლოგიურ სახეობად გადაქცევას (ამას, სხვათა შორის, ემსახურება ამერიკული კინოინდუსტრია, თავისი სასტიკი მკვლელობებით, ძალის კულტით, მარტოხელა გმირებით და ..); იმის, რაზეც ოცნებობდა ფრიდრიხ ნიცშე, როცაზეადამიანისსახეს ქმნიდა, მე-20 საუკუნის დასასრულს რეალობად გადაქცევას ცდილობენ. შეგვიძლია და გვინდა კი ჩვენ, ქართველებს, უარი ვთქვათ ჩვენი ერის, რელიგიის, კულტურის დამახასიათებელ ძირითად თვისებებზე და ახალბიოლოგიურ სახეობადგადავიქცეთ?

…”პროდასავლური ორიენტაციის” შედეგია, აგრეთვე, ტოტალური იმიტაცია, დასავლური კულტურული ნიმუშებისადმი მიბაძვა, რაც ქართული ეროვნული კულტურის, ტრადიციების, ქცევის ნორმების, მორალისა და ზნეობის განდევნის ხარჯზე ხდება. მთელი პროპაგანდა მიმართულია წარსულის უგულებელყოფაზე, წინა თაობისა და მათი მოღვაწეობის დაცინვაზე. ტელევიზია, საშინელი არაპროფესიონალიზმის, ღრმა პროვინციალიზმის, დასავლური მასობრივი კულტურის უარესი ნიმუშებისადმი სასაცილო და ამაზრზენი მიბაძვის გარდა, უბრალოდ, რყვნის ახალგაზრდობას, ღუპავს ეროვნული ზნეობის პოტენციალს…

თუ მსოფლიო შეძლებს გლობალური კატასტროფის თავიდან აცილებას, მაშინ უდავოდ მოვა დრო, როდესაც მსოფლიო ინტელექტუალური ელიტა რეალურად და არა დეკლარაციულად აღიარებს საზოგადოების ორგანიზაციის სოციალური ფორმების პლურალიზმის პრინციპს, რომლის შესაბამისად ნებისმიერ საზოგადოებას განვითარების საკუთარი გზის უფლება აქვს, გზის, რომელიც მის კულტურას, ეროვნულ, სოციალურ თავისებურებებს შეესაბამება. მაგრამ, სანამ ეს დრო მოვა, მცირე ერებმა ადგილობრივი უვიცი პოლიტიკური ელიტის ხელმძღვანელობით, შესაძლოა, საკუთარი კულტურულისტორიული სახე დაკარგონ. ამიტომ საქართველოში არსებულმა პატრიოტულმა ძალებმა უარი უნდა თქვან კაცობრიობის განვითარების ერთიან, უნივერსალურ მოდელზე, რომელიც აზროვნების ტიპზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ სპეციფიკაზე თითქოსდა არ არის დამოკიდებული. ეს შეეხება ჩვენს ქვეყანაში ამერიკანიზმისა და ევროპოცენტრიზმის გამტარებლებს, იმ ინდივიდუალიზმის აბსოლუტიზაციას რომ ცდილობენ, რომელიც სპეციფიკურად დასავლური, ანგლოსაქსური მსოფლმხედველობის მიერაა წარმოშობილი და რომელიც ისტორიულ განვითარებას სწორხაზოვან პროცესად მიიჩნევს. ესიდეოლოგებიმოსახლეობას დაუღალავად ახვევენ თავს არასწორ მტკიცებას იმის შესახებ, რომ პლანეტის მთელმა მოსახლეობამ უნდა გაიაროს დასავლეთის ქვეყნების გზა, მათგან გადმოიღოს საზოგადოების ინდუსტრიალიზაციის მათეული მეთოდები და წესები. საინტერესოა ის, რომ პლურალიზმის იდეა, რომელიც თვით დასავლეთის მიერაა გავრცელებული, როგორც ცივილიზაციის არსებობისა და განვითარების საფუძველი, ქრება მათ კონცეფციებში მაშინ, როცა საქმე საზოგადოების სოციალურ მოწყობას შეეხება. ნუთუ პლურალიზმი სხვადასხვა ქვეყნისა და ერის განვითარების სხვადასხვა გზას არ გულისხმობს?

მეტიც, ისტორიამ უკუაგდო ერების შერწყმის თეზისი იმ გაგებით, რომ ხალხებმა უარი უნდა თქვან საკუთარ კულტურულისტორიულ ტრადიციებზე, დასავლური საზოგადოების თითქოსდა უნივერსალურ პრინციპებს უნდა მიჰყვნენ (სხვათა შორის, დიდი სახელმწიფო მოღვაწეებისაგან პირველმა ასეთი მიდგომის საშიშროება . სტალინმა შეიგნო, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოპოლიტიზმის იდეოლოგიას). ისტორიამ დაამტკიცა, რომ სწორედ ერები ისტორიის მთავარ სუბიექტს წარმოადგენენ და ამ როლში შეიგნებენ და განახორციელებენ საკუთარ ინტერესებს, მოთხოვნებსა და ისტორიულ ვალს. ამიტომ მთავარი, რისკენაც 1993 წლიდან ყველა შესაძლო ხერხით მოვუწოდებდი და მოვუწოდებ პრეზიდენტს, ოპოზიციას, ინტელიგენციას, ქვეყნის ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების საკუთარი მოდელის შემუშავებაა.

დღეს, როცა საქართველოში ანტიეროვნული და არნახულად კორუმპირებული ხელისუფლებაა, მათდამი მიმართვა უაზრობაა. ამიტომ ყოველმა ქართველმა უნდა შეიგნოს, რომ დასავლური საზოგადოების არსებობის პრინციპების ბრმა, ხელოვნური გადმოღებით, ჩვენთვის უცხო ორიენტაციებისა და ღირებულებებისადმი მიბაძვით ჩვენ ამერიკელები მაინც ვერ გავხდებით, მაგრამ ქართველობას კი დავკარგავთ.

მაშ, რანი ვიქნებით?”

(გაზეთი “საქართველო”, 1997 წ. ივნისი)

გლობალიზაციის მიმდინარე პროცესი რომ იყოს ახალი ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების საყოველთაო გავრცელება, ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა, ცხოვრების ერთიანი დონისა და ხარისხის დაწესება, მაშინ ეს მისაღები იქნებოდა როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. მაგრამ სამწუხაროდ, საქმე შეეხება ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური კანონების, ცხოვრების ერთიანი წესის, საზოგადოების ფუნქციონირების ერთიანი პრონციპების საყოველთაო დანერგვას. .. საქმე მიდის საზოგადოების უნიფიცირებამდე, თანაც მონოპოლარული სამყაროს, ანუ მსოფლიო პროცესების მართვის ერთიანი ცენტრის არსებობის პირობებში. გლობალიზაციის ახლანდელი პროექტის ჭეშმარიტ მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს ყველა რეგიონის ინტელექტუალურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება, იმისთვის, რომ მსოფლიო რესურსების გადანაწილების ჩამოყალიბებული პროპორციები არ შეიცვალოს. მიზეზი მარტივია და გასაგები: იმისათვის, რომ განვითარებული ქვეყნების ჯგუფმა .. ოქროს მილიარდმა ისევ მდიდრულად იცხოვროს, დანარჩენი მსოფლიო სიღატაკეში უნდა იმყოფებოდეს. ეს არის ბოროტი ქვეყნების ნება. ეს მათთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა, ვინაიდან მსოფლიო რესურსების მარაგი შეზღუდულია, მდიდრული ცხოვრებისთვის ყველას არ ეყოფა. ამიტომ საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციები, რომლებიც განვითარებული ქვეყნების ნებას გამოხატავენ და გლობალიზაციის პროექტს ახორციელებენ, ყველანაირად ცდილობენ, არ დაუშვან მათ მიერ გაკონტროლებული ქვეყნების ინტენსიური განვითარება. თითქმის ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკას აკონტროლებს და ამ პერიოდში ქვეყანაში არ შექმნილა არც ერთი მაღატექნოლოგიური წარმოება, სამრეწველო განვითარების მიმართულებაც კი არ არის განსაზღვრული. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოსთვის არ არის გათვალისწინებული სამრეწველო, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება და, შესაბამისად, მეცნიერების, განათლების განვითარება. საქართველო ამ ძალების მიერ განიხილება მხოლოდ, როგორც სატრანზიტო ტერიტორია, ნედლეულის რამდენიმე სახეობის მიმწოდებელი. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი და მმართველი პარტია სავსებით ეთანხმებიან საქართველოს მომავალი ფუნქციისადმი ამ ძალების დამოკიდებულებას და ამაყობენ კიდეც სატრანზიტო როლით. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტრანზიტიც კი ჩვენი პროვინციული ელიტის მიუღწეველ ოცნებად იქცევა. მიმაჩნია, რომ გლობალიზაციის ამჟამინდელი პროექტი არა მხოლოდ გლობალური კონფრონტაციის გამომწვევია, არამედ შეუსრულებელიცაა. ის აუცილებლად კრახით დამთავრდება ისევე, როგორც დამთავრდა კრახით გლობალიზაციის წინა პროექტები _ ბოლშევიკური, მისიმსოფლიო მთავრობითდა ფაშისტური, მისი გერმანული ჰეგემონიით მსოფლიოში. მაგრამ მანამდე ამ პროექტს, რა თქმა უნდა, ძალუძს ისეთი მცირერიცხოვანი ეროვნული ერთობების განადგურება, როგორიც ქართველი ხალხია. ნახეთ, რამდენი რამ უკვე მოახერხეს ჩვენს ქვეყანაში ამ პროექტის გამტარებლებმა, ჩვენმამეხუთე კოლონამდენაციონალიზაციის, დეინდუსტრიალიზაციის, საზოგადოების დაშლისა და ზნეობრივი დეგრადაციის თვალსაზრისით. და კიდევ აგრძელებენ საქმიანობას ამ მიმართულებით

მსოფლიო თავს აღწევს გლობალიზაციის საცეცებს

… ჩვენი ელიტის ნაწილს, უვიცობისა და ეროვნული სხეულისგან მოწყვეტის გამო, არ ესმის, რომ ქართველ ერს გამაერთიანებელი ეროვნული იდეისა და სამშობლოს მომავლის ხედვის გარეშე არსებობა და განვითარება არ შეუძლია. მეორე ნაწილს ეს, პირიქით, მშვენივრად ესმის და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება განსაზღვრას, ვინაიდან იმედი აქვს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, უსაშველობა, უიმედობა, აპათია ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიიდან ქართველი ერის განდევნას, მის შემდგომ გაფანტვასა და დეგრადაციას. მნიშვნელოვანწილად მათ ეს უკვე მოახერხეს კიდეც…” (გაზეთი “შანსი”, 2000 წლის დეკემბერი).

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ძალიან ნუ შეგყაავთ ისედაც მილიონჯერ მოტყუებული ხალხი ახალ ტყუილში და ფუჭ მოლოდინში!!!

  2. ალექსანდრე ჭაჭიას ყველა პროგნოზი, რაც კი წამიკითხავს და გამიგია ახდა. ეს პიროვნება კარგადაა გარკვეული პოლიტოლოგიაში, მთლიანობაში განათლებული და კომპეტენტურია, ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში კარგად ერკვევა და არაა აჟიტირებული, მას მხოლოდ სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს, ამდენად მისი პროგნოზები ძირითადათ უზუსტესია. დიდი პატივისცემით!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here