მთავარი მსოფლიო მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია გეოპოლიტიკურ ბლოკებად

მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია გეოპოლიტიკურ ბლოკებად

“ყველაზე სერიოზული პრობლემა” მსოფლიოეკონომიკური სისტემისთვის

119
გააზიარეთ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტიანა გეორგიევამ პანდემიისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე მსოფლიო ეკონომიკის გეოპოლიტიკურ ბლოკებად ფრაგმენტაციის რისკზე განაცხადა.

“პანდემიისა და ომის სახით ორმაგი კრიზისის ფონზე ვითარების დარეგულირების ჩვენი შესაძლებლობები უფრო რთულდება კიდევ ერთი მზარდი რისკით _ მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაციით გეოპოლიტიკურ ბლოკებად, რომლებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა ვაჭრობა, დადგენილია სხვადასხვა ტექნოლოგიური სტანდარტი, მოქმედებს სხვადასხვა საგადასახადო სისტემა და სარეზერვო ვალუტა”, _ განაცხადა გეორგიევამ, რომლის გამოსვლაც გადაიცემოდა ორგანიზაციის ვებგვერდზე. გეორგიევას თქმით, ეს არის “ყველაზე სერიოზული პრობლემა” მსოფლიო ეკონომიკური სისტემისთვის.

“ეს უკვე ართულებს ჩვენს ერთობლივ მუშაობას ორი კრიზისის მიმართ, რომლებსაც ჩვენ შევეჯახეთ, და შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ვერ შევძლებთ ვუპასუხოთ სხვა გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, კლიმატის ცვლილება”, _ დასძინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა.

1prime.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here