Home ახალი ამბები მსოფლიო მსოფლიო ამოყირავდა: გერმანია სანქციებს ამზადებს აშშ-ის წინააღმდეგ

მსოფლიო ამოყირავდა: გერმანია სანქციებს ამზადებს აშშ-ის წინააღმდეგ

3186
მსოფლიო ამოყირავდა: გერმანია სანქციებს ამზადებს აშშ-ის წინააღმდეგ

ამერიკულმა მასმედიამ მიაკვლია ისეთ რამეს, რაც ვაშინგტონში იმაზე მეტ შოკს გამოიწვევს, ვიდრე, მაგალითად, სიცოცხლის აღმოჩენა მარსზე ან აყვავებული ბაღების _ იუპიტერზე.

საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგი” ამტკიცებს, რომ გერმანიის პოლიტიკურ ელიტას აღმოაჩნდა ეროვნული ღირსება, მხოლოდ ასე შეიძლება ინტერპრეტაცია იმ ინფორმაციისა, რომ გერმანიის მთავრობაში იქმნება დოკუმენტი აშშ-ისთვის სანქციების დაწესებაზე. ამ სანქციებს დაამტკიცებენ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობის მონაწილეების მიმართ.

სააგენტო ამტკიცებს: “გერმანია ამზადებს საპასუხო დარტყმას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს მუქარას, დამატებითი სანქციების დაწესებით მოკლას გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი-2”. როგორც ორი გერმანელი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, მერკელის მთავრობა განიხილავს ევროკავშირის დონეზე კოორდინირებულ მოქმედებას აშშ-ის წინააღმდეგ. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, რომლებსაც გაეცნო Bloomberg News-ი, ამერიკის ახალი სანქციები დაარტყამს გერმანულ და ევროპულ ბევრ კომპანიას, სახელმწიფო სააგენტოებსაც კი”.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბუნდესტაგში 17 ივნისს გაიმართა პროფილური კომიტეტის დახურული სხდომა, რომლის ჩარჩოებშიც განიხილებოდა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის წინააღმდეგ სანქციების საკითხი”. როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ამ სხდომის შემდეგ ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობას მოუწოდეს, კარგად გათვლილი კოლექტიური პასუხი გასცეს აშშ-ს, რომლის მუქარაც კომიტეტმა საერთაშორისო სამართლის დარღვევად აღიარა.

საყურადღებოა, რომ ანტიამერიკული სანქციების დაწესება ნავარაუდევია არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთლიანად ევროკავშირის დონეზე, რაც რთული პროცესი იქნება შორს მიმავალი შედეგებით.

ექსპერტთა აზრით, გერმანიის ხელისუფლებამ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მსგავსად, რომელიც ევროპის სამხედრო დამოუკიდებლობის კონცეფციის ავტორია, ნელ-ნელა ისწავლა თავისი დამოუკიდებლობის დაცვა ამერიკის გავლენების წინააღმდეგ.

ria.ru-ზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here