Home სხვადასხვა დაიჯესტი მსოფლიოს 10 უმძლავრესი არმია

მსოფლიოს 10 უმძლავრესი არმია

2258
საჰაერო ძალები

საერთაშორისო კომპანია Global  Firepowerმა მსოფლიოს უმძლავრესი არმიების სარეიტინგო სია გამოაქვეყნა. სიის შედგენაზე მუშაობდნენ ბრიტანეთის წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტის სპეციალისტები, რომლებიც აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ.

2017 წელს შეისწავლეს 126 ქვეყნის არმია. კვლევა მოიცავდა 50 პარამეტრს, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, სამხედრო მრეწველობის განვითარების დონეს, შეიარაღების სახეობების მრავალფეროვნებას, გეოგრაფიულ მდებარეობას, ლოჯისტიკას, ბუნებრივ რესურსებს, მოსახლეობის რაოდენობასა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ძლიერების განმსაზღვრელ პარამეტრებს შორის არ არის ბირთვული იარაღი, რადგან ის არასდროს არ გამოიყენება რეალური საომარი მოქმედებებისას, თუმცა ატომური არსენალის მქონე ქვეყნებმა შეფასებისას დამატებითი “ბონუსი” მიიღეს.

გთავაზობთ Global Firepowerის სარეიტინგო სიას:

აშშ

მოსახლეობა _ 329 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 145,2 მლნ ადამიანი, მოქმედი ჯარი _ 1,3 მლნ.

საჰაერო ძალები _ 13 700 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 5 800 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 415 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 587, 8 მლრდ დოლარი.

რუსეთი

მოსახლეობა _ 142,3 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 70 მლნ ადამიანი, მოქმედი ჯარი _ 798 500 კაცი.

საჰაერო ძალები _ 3800 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 20000 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 352 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 44,6 მლრდ დოლარი.

ჩინეთი

მოსახლეობა _ 1,3 მლრდ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 750 მლნ ადამიანი, მოქმედი ჯარი _ 2,2 მლნ.

საჰაერო ძალები _ 2 900 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 5 400 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 714 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 161,7 მლრდ დოლარი.

ინდოეთი

მოსახლეობა _ 1,2 მლრდ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 616 მლნ, მოქმედი ჯარი _ 1,3 მლნ.

საჰაერო ძალები _ 2 100 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 4 400 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 395 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 51 მლრდ დოლარი.

საფრანგეთი

მოსახლეობა _ 66,8 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 30 მლნ, მოქმედი ჯარი _ 204 000 კაცი.

საჰაერო ძალები _ 1300 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 406 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 118 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 35 მლრდ დოლარი.

 დიდი ბრიტანეთი

მოსახლეობა _ 64,4 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 30 მლნ, მოქმედი ჯარი _ 151 100 კაცი.

საჰაერო ძალები _ 856 თვითმფრინავი და ვერტმფრენი

სახმელეთო ძალები _ 249 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 76 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 45,7 მლრდ დოლარი.

იაპონია

მოსახლეობა _ 126,7 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 54 მლნ, მოქმედი ჯარი _ 248 500 კაცი.

საჰაერო ძალები _ 1500 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 700 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 131 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 43, 8 მლრდ დოლარი.

თურქეთი

მოსახლეობა _ 80,2 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 41,6 მლნ, მოქმედი ჯარი _ 382 800კაცი.

საჰაერო ძალები _ 1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 2 400 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 194 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 8,2 მლრდ დოლარი.

გერმანია

მოსახლეობა _ 80,7 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 37 მლნ, მოქმედი ჯარი _ 180 000 კაცი.

საჰაერო ძალები _ 698 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 543 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 81 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 39 მლრდ დოლარი.

ეგვიპტე

მოსახლეობა _ 94,6 მლნ.

პოტენციური სამხედრო რეზერვი _ 42 მლნ, მოქმედი ჯარი _ 454 200კაცი.

საჰაერო ძალები _ 1100 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ძალები _ 4100 ტანკი.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი _ 319 ხომალდი.

სამხედრო ბიუჯეტი _ 4,4 მლრდ დოლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here