მთავარი დაიჯესტი მრავალსვლიანი კომბინაცია

მრავალსვლიანი კომბინაცია

211
გააზიარეთ

გთავაზობთ რუსეთის, აშშისა და ნატოს გარშემო განვითარებული მოვლენების ძალიან საინტერესო გააზრებას.

მიმდინარე ვითარება

თავდაპირველად ჩამოვთვალოთ მსოფლიოში მიმდინარე საკვანძო პროცესები:

* დოლარის მსოფლიო სისტემის ფინანსური კრიზისი;

* გლობალური ბაზრების შემცირება რეგიონულ სავალუტო ზონებამდე;

* გავლენის სფეროების გადანაწილების მცდელობები;

* აშშის საგარეო და საშინაო მიმართულებებით დასუსტება.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ დოლარის სისტემის ბენეფიციარია, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად ის დაზარალდება. თავისი ჰეგემონიის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა კი აშშ-ს ჩაძირავს. სწორედ ამ მიზეზით მიმდინარეობს სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური პროექტის დახურვა, ისეთების, როგორიც არის სირია, ავღანეთი, ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფონდისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა მსოფლიოში.

მაგრამ, თუ აშშ შეეძლო ავღანეთში ყველაფერი მიეტოვებინა მიზეზების აუხსნელად, ნატოდან გამოსვლა ან აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის მხარდაჭერაზე უარის თქმა ბაიდენის ადმინისტრაციას გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზარალს მიაყენებს, უწინარესად, საკუთარი ელექტორატის თვალში. ეს კი საფრთხეს შეუქმნის იმ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, რომლებმაც ის პრეზიდენტად დასვეს.

მრავალსვლიანი კომბინაცია

ცნობილმა ეკონომისტმა მიხეილ ხაზინმა, რომელმაც ჯერ კიდევ 20 წლის წინათ იწინასწარმეტყველა დოლარის მსოფლიო სისტემის დანგრევა, წამოაყენა ჰიპოთეზა ბაიდენსა და პუტინს შორის ფარულ გარიგებაზე. შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტისგან პუტინმა მიიღო წინადადება მრავალსვლიანი კომბინაციის ერთობლივად გათამაშების შესახებ. რა თქმა უნდა, ორი მსოფლიო ლიდერის ამ ფარული თამაშის ყველა წვრილმანი არავინ იცის, მაგრამ შევეცდებით, შესაძლო სვლები ვივარაუდოთ:

1. რუსეთი წაუყენებს აშშ, პრაქტიკულად, შეუსრულებელ ულტიმატუმს ნატოს მიმართ;

2. აშშ უპასუხებს ერთმნიშვნელოვანი უარით;

3. რუსეთი ქმნის ახალ და ამერიკის მოქალაქეებისთვის მიუღებელ საფრთხეებს, მაგალითად, შეიარაღების თანამედროვე სისტემების განლაგებით (მათ შორის ბირთვულის) კუბაზე, ვენესუელაში, ურუგვაიშისაერთოდ, ყველგან, სადაც კი შეძლებს, თუნდაც მთვარეზე. პარალელურად აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს და აძლიერებს სამხედრო დაჯგუფებებს კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსში;

4. განრისხებული დასავლეთი იწყებს რუსეთის წინააღმდეგჯოჯოხეთურისანქციების შემოღებას, თიშავს SWIFT, აწესებს ემბარგოს და .., მაგრამ რუსეთი უკან არ იხევს;

5. კონფრონტაცია ძლიერდება, მსოფლიო პანიკაშია, რიგითი ამერიკელები ბუნკერებს თხრიან სარდაფებში, აშშის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რუსეთსაიძულებს”, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას (“კარიბის კრიზისი-2”);

6. მოლაპარაკებებზე მხარეებიმიდიან ურთიერთგაგებამდე”. აშშ ასრულებს რუსეთის მიერ ადრე წამოყენებულ პირობებს, რუსეთს კი უკან მიაქვს კუბაზე და სხვაგან განლაგებული იარაღი.

სარგებელი აშშისთვის

* ამერიკის მოქალაქეების თვალში ჯო ბაიდენი “ერის მხსნელად” გადაიქცევა და შემდეგ არჩევნებს მოიგებს ან თვითონ, ან მისი პროტეჟე. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების სათავეში დარჩებიან ის ძალები, რომლებიც ახლა არიან;

* აშშ გათავისუფლდება საგარეო-პოლიტიკური ბალასტისგან (“გარემოებების ზემოქმედებით” და არა თავისი ცინიკური გადაწყვეტილებით) და მიიღებს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს თავისი ფინანსური სისტემა. ამასთანავე, აშშ შეინარჩუნებს თავისი გავლენის მნიშვნელოვან ნაწილს მსოფლიოში, რაც შესაძლებლობას მისცემს, დარჩეს ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ და უზრუნველყოს თავი საკუთარი სავალუტო ზონით.

სარგებელი რუსეთისთვის

* სანქციები, ემბარგო და დასავლეთის საფინანსო სისტემიდან ძალდატანებითი გასვლა აიძულებს რუსეთს, ააშენოს სრულიად დამოუკიდებელი ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება შიდა ინვესტიციების, აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირებზე;

* სანამ მიმდინარეობს კონფრონტაცია, საპასუხო ზომების სახით ტარდება იმ საწარმოების დეპრივატიზაცია, რომელთა მფლობელებიც ცხოვრობენ დასავლეთში;

* პროდასავლური ელიტისგან გაწმენდა მიმდინარეობს, პრაქტიკულად, უსისხლოდ და მოსახლეობისთვის რევოლუციური რყევების გარეშე. გარედან დახმარებისა და დასავლეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გარეშე ამ ელიტის დიდი ნაწილი თვითონ გაქრება;

* აღმოსავლეთ ევროპიდან აშშ-ის გასვლისა და ვალდებულებების აღების შემდეგ, რომ არ ჩაერევა რუსეთისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, რუსეთი წყნარად რთავს ამ სახელმწიფოებს თავისი გავლენის ზონაში. შემდეგ გავლენის ფართო ზონების ბაზრები რუსეთს შესაძლებლობებს მისცემს, გააფორმოს თავისი სავალუტო ზონა.

ფანტასტიკაა? შეიძლება კი, შეიძლება არა. მსოფლიო ისტორიამ ძალაუფლების მქონეთა ამაზე არანაკლები პირუეტებიც იცის.

დედლაინი

სქემაში არის ერთი მომენტი: რადგან დოლარის მსოფლიო სისტემა ისედაც ინგრევა, რა უშლის ხელს რუსეთს, უბრალოდ, დაიცადოს, სანამ აშშ ან ჩაიძირება თავისი ჰეგემონიის შენარჩუნების მცდელობშია, ან თვითონ წავა ევრაზიის რეგიონიდან? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ ამერიკისა და რუსეთის ლიდერთა პიროვნებებში.

შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთსა და აშშ-ში 2024 წელს გაიმართება. მსოფლიოს ორი საკვანძო სახელმწიფოს მეთაურების ერთდროულად შეცვლა მნიშვნელოვან რისკებს შექმნის მსოფლიო სტაბილურობისთვის.

ამას გარდა, ორივე ლიდერმა უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების მემკვიდრეობითობა. და, თუ ვლადიმერ პუტინს მოსახლეობის მხარდაჭერის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს, ჯო ბაიდენი დიდი პრობლემების წინაშეა. ამერიკის ლიდერი ძალიან არის დაინტერესებული, ყველა საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყვიტოს. თუ ამას ვერ შეძლებს, აშშის ხელისუფლების სათავეში შეიძლება მოვიდნენ ძალები, რომლებიც მოინდომებენ, თავიანთი სურვილისამებრ გადააკეთონ მსოფლიო, მაგალითად _ გლობალისტები. ბაიდენის მფარველები დაკარგავენ ძალაუფლებას, პუტინისთვის კი დაიხურება მრავალსვლიანი კომბინაციის განსახორციელებელი შესაძლებლობების ფანჯარა. ამ შემთხვევაში რუსეთისა და დასავლეთის კონფრონტაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მისი შედეგები კი გლობალური კრიზისისგან სულშეხუთულ მსოფლიოში სრულიად უპროგნოზო იქნება.

დასკვნა: თუკი მოცემული პარტია ან მისი მსგავსი მართლაც თამაშდება ორი ლიდერის მიერ, ჩვენ გველის დაუვიწყარი მოვლენებით დატვირთული 2-3 წელი, რომლებიც მსოფლიოს სრულიად შეცვლის. ამ მოვლენების ტემპი გამაოგნებლად სწრაფი იქნება. ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ჩქარობდნენ ორივე ქვეყნის ლიდერები, 2021 წლის ბოლოს გაემართათ რაც შეიძლება მეტი ორმხრივი შეხვედრა. ნატოს შესახებ მოლაპარაკებების რაუნდებს (თავისი მნიშვნელობით ძალიან სერიოზული მსოფლიოსთვის) შორის 1-2 დღე იყო. რუსეთი ცდილობდა, გადაწყვეტილებები მიღებულიყო იქვე და მყისვე, აშშ კი ერთობლივი შეხვედრის ორგანიზებას წუთის სიზუსტით ახერხებდა. ეს, სხვათა შორის, მიუთითებს იმაზე, რომ პუტინისა და ბაიდენის შესაძლო მრავალსვლიანი კომბინაციის რეალიზაციის ეტაპები წინასწარ მოფიქრებული მკაფიო გეგმით ხორციელდება.

divanpolitikan.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here